x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101012
  • ვიდეო:345709
  • სურათი:463801
ვხედავ, რუსეთში დიდი არეულობებია, ყველას ყველაფერი აგისრულდებათ - მთავრობასაც და ოპოზიციასაც

image

(გაგრძელება. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 34)
2008 წელი, 29 ნოემბერი
ვხედავ, რუსეთში დიდი არეულობებია. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. დაიწყო მთავრობაში, მაგრამ ვხედავ, ქუჩაში გადაინაცვლებს. როგორც წესი, ხალხი ორად იხლიჩება, ასევე მთავრობაც, პარლამენტიც (დუმა) და საერთოდ, ყველაფერი.
რუსეთის მთავრობამ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა მსოფლიო პოლიტიკაში. კრემლი ფიქრობს, რომ „დიდი რუსეთი“ ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა, რომელსაც ბევრი რამ ეპატიება - ომებიც და აგრესიაც, მით უმეტეს, რომ ენერგორესურსები (და ამის გამოისობით, დასავლეთიც) მათ ხელშია.
კრემლის უხეში პოლიტიკა შიშს დათესს მსოფლიოში: თუ დასავლეთი და ამერიკა რუსეთს დაუპირისპირდებიან, აღვირახსნილი და თავშეუკავებელი რუსეთი უკან არ დაიხევს, ლანძღავს, აგინებს, ომს გამოუცხადებს მსოფლიოსო. რუსები ვერ ხვდებიან, რატომ უნდა დაუხარონ თავი დასავლეთს, როცა „მართვის სადავეები მათ ხელშია, როცა რუსეთი ყველაზე დიდი ხელისუფალია მსოფლიოში?!“ და სურთ ეს პოზიცია შეინარჩუნონ.
ლელა კაკულია: რუსეთს წინ ძალიან რთული პერიოდები აქვს!
ყოველთვის იყვნენ ამერიკა და რუსეთი წამყვანი სახელმწიფოები მსოფლიოში და იყო მათ შორის ჭიდილი და ომი პირველობისთვის დედამიწაზე. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.
ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ რუხი გენერლის გამოჩენა არენაზე. რუსეთის მთავრობასა და საზოგადოებას შორის დიდი განხეთქილება იქნება. ეს აშკარად გამოიკვეთება. რუსეთის მთავრობას უამრავი საკითხი აქვს გადასახედი, განსაკუთრებით, აღმოსავლეთის თემა. რაც შეიძინა საუკუნეების განმავლობაში რუსეთმა, ყველაფერი იკარგება. თითქოს იმას, რაც მოხდება _ მიწების დაბრუნება კანონიერი მემკვიდრეებისთვის, ეს ჩინეთია თუ იაპონია _ არცერთი ეს სახელმწიფო არ დააფასებს. ფრთხილად! ვხედავ, მომავალში დიდი პოლიტიკური ომი ატყდება ამ საკითხზე და ამაში პირდაპირ რუსეთის დღევანდელ მთავრობას დაადანაშაულებენ.
ციმბირში მიწები მოსაფრთხილებელია. ეს რუსეთის დიდი სიმდიდრეა, რასაც ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ. კითხვას სვამენ კიდეც: რა არის ასეთი ციმბირის მიწებზეო? პასუხს კოსმოსიდან მალე მიიღებთ.
რუსეთის უდიდესი ნაწილი ჩინელებით ივსება, შენდება ფაბრიკები, ქარხნები, სავაჭრო ცენტრები და მოსკოვი პასუხობს: მერე რა, ეს ხომ რუსეთს დარჩებაო? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი დაგრჩებათ ჩინელებთან ერთად, რომლებიც მერე ავტონომიას მოითხოვენ. ფრთხილად! „გარეული მოვიდა და შინაური გააგდოვო“, ასე მოხდება. ჩვენ ვიქნებით მოწმენი დიდი პოლიტიკური ომისა რუსეთის ამ მხარეში. რუსეთის მოსახლეობა რამდენიმე ათეულ მილიონს ითვლის და ჩინელები მათში თითქოს არ ჩანან, მაგრამ ცდებით, ძალიანაც ჩანან. ისინი კატასტროფულად მრავლდებიან და ამას საუკუნეები არ სჭირდება; სულ ორი-სამი წელია საჭირო, რომ რუსები უმცირესობაში აღმოჩნდნენ რაოდენობრივად.
ასევე ხდება რუსეთის სამხრეთ მხარეს, კავკასიაში. რუსეთი ასი პროცენტით კარგავს კავკასიას. შეცდომა იყო, რომ არასწორი პოლიტიკა გაატარეს კავკასიაში. შეთანხმება საქართველოსთან _ აი ეს იქნებოდა კავკასიის შენარჩუნების საწინდარი. მაგრამ რუსეთს ყოველთვის მხოლოდ ასეთი გეგმა ჰქონდა შემუშავებული: მიწებისა და ტერიტორიების მითვისება ომით, მხოლოდ ომით და არავითარი მოლაპარაკებები! განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ.
ყველაფერი დროის ამბავია. დადგება ჟამი და ყველაფერი ზუსტად ასრულდება, სწორედ ისე, როგორც წარსულში დანახული წინასწარმეტყველებები ასრულდა. დრო(!!!) კი არც ისე შორსაა, ვგრძნობ და კიდევ ვიმეორებ: რუსეთის დაშლას ვხედავ და ამას ამერიკა გააკეთებს. ვხედავ, იწყება რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა კი არა, დაპირისპირება! ეს ასეა ასი პროცენტით.
ვხედავ, რუსეთი დუღს. დიდი დაპირისპირებებია მთავრობაში. ისინი ძალიან ჰგვანან სირაქლემას _ თავს მალავენ, ტანი კი უჩანთ. არაფერი დაიმალება. ეხლა მიხვდა რუსეთი, რომ თურმე ჯარი არ ჰყავს? ბევრი უარყოფითი ამოტივტივდება. ახლანდელი ექს-პრეზიდენტის პოლიტიკას გამარჯვება არ აწერია. იმ დროებით წარმატებებს, რომლებსაც მიაღწევს, მალე დაკარგავს, რადგან არეულობებს, რაც რუსეთში იწყება, ვერ მოერევა. ეს ყოველივე მისი მმართველობის დროს დაგროვდა და ვხედავ, ვულკანივით ამოხეთქავს და შთანთქავს მის გარემოცვას მასთან ერთად. ვხედავ, მან დიდი პოლიტიკური თამაში წააგო. რუსეთი მას არ გაჰყვება. აღმოჩნდება, რომ მისმა პოლიტიკამ რუსეთი კრახამდე, დაშლამდე მიიყვანა. თითქოს ისე ჩანდა, რომ მან რუსეთი ააყვავა, მაგრამ სიმართლე არ დაიმალება. თურმე ყველაფერი მოჩვენებითი იყოო, იტყვის მთელი რუსეთი.
განსაკუთრებით, საქართველოში შეჭრამ, აგრესიამ გაუფუჭა რუსეთს ავტორიტეტი მსოფლიოში. ეს უნდობლობა, ალბათ, ძალიან, ძალიან დიდი დროის განმავლობაში გაიწელება. დღეს კი (და ეს ძალიან მალე იჩენს თავს) რუსეთი ვერ აიცილებს ომებს კავკასიაში, ვერც შეაჩერებს.
რუსეთის პრეზიდენტი, როგორც მოვიდა არსაიდან, ვხედავ, ასევე მიდის!
და მთავარი: ამერიკა რუსეთს კავკასიას არ დაუთმობს, ანუ საბჭოთა კავშირის აღდგენის საშუალებას მსოფლიო არ მისცემს რუსეთის მთავრობას; დიახ, საბჭოთა კავშირის! ეს ჯერ კიდევ წლების წინ ვიწინასწარმეტყველეთ. დღეს რუსეთის ზრახვები უკვე გამჟღავნდა, ნიღაბი ჩამოეხსნათ.
2008 წელი, 4 დეკემბერი
წინასწარმეტყველება 1992 წლისა, რომ ნატოში მაინც შევალთ, ასრულდება!
ვითარება საქართველოში დაიძაბება. თითქოს ყველაფერი ზამბარასავითაა დაჭიმული, თითქოს ყველაფერი გაიყინა, გაჩერდა. იქმნება ახალი პარტიები, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, მაგრამ ეს უფრო ქაოსს იწვევს და ეს ყოველივე პრეზიდენტის წისქვილზე ასხამს წყალს. გუშინ პრეზიდენტის გუნდის წამყვანი პოლიტიკოსები, რომელთაც ლომის წილი მიუძღვით ყველაფერში (და ამაზე ხალხიც ასე ფიქრობს), დღეს მწარე ოპოზიციაში უდგებიან პრეზიდენტს. ხალხი? ბოდიში, ხალხი არ იბნევა. ვხედავთ, ის პოლიტიკური სკოლა, რაც ქართველმა ხალხმა, საქართველომ იწვნია და გაიარა, დიდი გაკვეთილია მათთვის. ისინი იოლად მიხვდებიან, რა ხდება პოლიტიკაში და ვინ რა თამაშს თამაშობს, რომელი პოლიტიკოსი საით მიდის და რა სურს, მაგრამ ხალხი, ვხედავთ, ეგებ რამე გამოვიდესო, ფიქრობს და დიდ შეცდომებს უშვებს. სამაგიეროდ, კოსმოსი არ უშვებს შეცდომებს. ყოველივე სხვა გზით მიემართება და ყველგან დიდი ენერგიები ტრიალებს, რათა დიდმა შეცდომებმა და არასწორმა პოლიტიკამ საქართველო არ გაანადგუროს. უფალი ამას არ დაუშვებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ამინ!
ვერ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ყოველივე მთელი სიზუსტით ასრულდება, მოგწონთ თუ არა ეს თქვენ _ შადიმანებო, ბოროტო ძალებო და მართლა აგენტებო. ამას თვითონ ხალხი კარგად გაარჩევს. გამჟღავნდება ყოველი თქვენი „სიბრძნე“ და თვითონ უფალი მოგისვრით ხალხის ხელით პოლიტიკურ სანაგვეზე. ამინ!
და აღსდგება ძალა უზარმაზარი თქვენს წინააღმდეგ, ძალა, რომელსაც ვერაფერს დაუპირისპირებთ, ვინაიდან ეს არის უფლის ნება და ენერგია კოსმოსისა, რომელიც გაასუფთავებს მთელ საქართველოს!
იცრება უფლის საცერი, ჩნდებიან რჩეულნი, ისინი მოდიან და უკვე მესმის მათი ფეხის ხმა - „მეცნიერები“ და „გიორგი ბრწყინვალე“. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ვხვდები, რომ ეს დრო ახლოსაა
ლელა კაკულია: საქართველო სალი კლდეა!
მოითმინე, საქართველოვ! მოიშორეთ ცრემლი და უარყოფითი, შავი ენერგიები. იტირონ ბოროტებმა, ინერვიულონ შადიმანებმა და მათ მართლაც სატირლად აქვთ საქმე, ვხედავთ. ამას ყველა იხილავთ. წინასწარმეტყველების ქილიკისა და კბენის ხალისი უკვე ჩაგიქრათ, მაგრამ უფალი მაინც არ გაპატიებთ, რადგან მოინდომეთ ქართული სულის ჩაკვლა. არაფერი გამოგივათ!
საქართველო გაბრწყინდება! საქართველო ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოა მომავალში და ეს მალე ასრულდება. ვხედავთ, როგორ იღიმება ღვთისმშობელი. გმადლობთ, უფალო, ასეთი ხედვისთვის! ასე გაიღიმებს მომავალში ჩემი საყვარელი ქვეყანა, ჩემი ქართველები. ჩვენ ვართ ამაყები და ჩვენ ვერავინ დაგვიმონებს. ასეთია ნება უფლისა და კოსმოსისა. ამინ! თავისუფალი და მებრძოლი ერი ვიყავით, ვართ და ვიქნებით.
მე მიყვარს ის ხალხიც, ვისაც ჩვენი არ სჯერა იმის გამო, რომ არ უნდათ, დაიჯერონ. მაგრამ ვხედავ, მომავალში მოხდება ისე, რომ ისინი უფრო ირწმუნებენ. ბოროტება დაითრგუნება და ქილიკი და ტალახის სროლა უკან მიუბრუნდებათ. ეს ასეა ასი პროცენტით. თვითონ განიკითხებიან.
ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ: ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც პოლიტიკაში ჩაერთვება, თამამი ნაბიჯებით შეაბიჯებს მსოფლიო პოლიტიკაში, რათა საქართველოს პოლიტიკა გამოაღვიძონ და ააღორძინონ. განსაკუთრებით პოლიტოლოგებზე ვამახვილებ ყურადღებას - ნიჭიერ ახალგაზრდებზე. აი, ესენი არიან და იქნებიან საქართველოს სახეები. მათ აზროვნებასთან ვერც კი მოვლენ ძველი პოლიტანალიტიკოსები (ყველას არ ვგულისხმობ). ღმერთმა არც დაამსგავსოს მათ! ეს არის ახალი სისხლი ქართულ პოლიტიკაში და ქართული ნიჭი თავისას გაიტანს.
მოდიან ახალგაზრდები, საქართველოს სიყვარულით გულანთებულნი, რომელნიც ქვეყნის პოლიტიკურ სადარაჯოზე დგანან უფლისგან დალოცვილები.
ეს ასეა ასი პროცენტით და ასეც ასრულდება. თუმცა კი იქნება ბრძოლა ძირგამომპალი, უვიცი პოლიტოლოგების მხრიდან, რათა არ მისცენ მათ გასაქანი. ვხედავთ ბრძოლას, მაგრამ მერწმუნეთ, იმასაც ვხედავთ, რომ მათი დრო უკვე წავიდა. სიტუაციის ანალიზის თავი აქვთ კი არა, სად ცხოვრობენ და რას აკეთებენ, ის აღარ ახსოვთ. „ძირს კომუნისტური გადმონაშთები!“ - ყვირის ახალგაზრდობა და თავისას გაიტანს.
ვხედავთ, როგორ დასუფთავდება ქართული პოლიტიკა. განიწმინდება უწმიდურებისგან და ეს ყოველივე უფლის ნიშნითა დაღდასმული.
უბრალოდ არაფერი ხდება, მათ კოსმოსი იცავს!
ვხედავთ, საქართველოს გამყიდველები, შადიმანები სულს ღაფავენ და მალე მოცილდებიან, ანუ მოაცილებს უფალი ჩვენი. რუსეთი ქართულ პოლიტიკას ვეღარ დააბინძურებს, ასევე ვერც დასავლეთი და ვერც ამერიკა.
წინასწარმეტყველება კი ასეთია: საქართველო გაბრწყინდება და ამას წინ ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება!
დღეს რუსეთი გვეომება (ან როდის არ გვეომებოდა?). თუ საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ მოგწონს, რა შუაშია აფხაზეთი და სამაჩაბლო, ქართული ტერიტორიები, საკუთარ მიწაზე დევნილებად ქცეული ხალხი? ყველაფერმა ხომ ქართველი ხალხის ზურგზე გადაიარა? რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველო ქართველების გარეშე, რასაც ვერასდროს მოესწრება. მისი სურვილია ტერიტორიები და ეს სრული სიმართლეა.
დიახ, რუსეთი მეფისნაცვალს ვეღარ დასვამს საქართველოში. ის დრო წავიდა. დღეს, როგორც საქართველოს გამოადგება, ისე იქნება ყველაფერი.
მოდის ის მთავრობა, რომელიც ჩემს ხალხს წაადგება, მოდიან ის „მეცნიერები“, ვინც საქართველოს პოლიტიკას მყარად დააყენებენ ფეხზე და მოდის ბრძენი „გიორგი ბრწყინვალე“, ვინც ომს უსისხლოდ მოიგებს!
და ვხედავთ, საქართველოს პოლიტიკა უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე რუსეთისა, დასავლეთისა და ამერიკისა. არ ვაჭარბებთ, იმიტომ, რომ ასე იქნება; იმიტომ, რომ ასეთია წინასწარმეტყველება და მორჩა!
აბა, შადიმანებო, მოიმარჯვეთ კალმები და სვავებივით მეცით, დამკორტნეთ, რატომ კარგი გითქვამს საქართველოზეო. მაგრამ ფრთხილად! უფლის სიტყვების ქილიკს, ხომ ხედავთ, რომ კოსმოსი არ გპატიობთ და არც გაპატიებთ. ყველაფერი ძალიან ახლოსაა. მტრის ჯინაზე საქართველო და ჩემი ხალხი გაივლის ბეწვის ხიდს და გადარჩება. აი თქვენი სულები კი, შადიმანებო... ამინ!
ყველას ყველაფერი აგისრულდებათ - მთავრობასაც, ოპოზიციასაც და საერთოდ, მთელ ქვეყანასაც. საქართველო იწმინდება, სუფთავდება და ბოლომდე იცრება უფლის საცერი! რჩეულნი რჩებიან, ხოლო საკუთარი ხალხის გამყიდველები, მატყუარები და ბოროტები კი აღიგვებიან მიწის პირისაგან და ეს ყოველივე ძალიან ახლოსაა.
2008 წელი, 5 დეკემბერი
საქართველოსთან ომი რუსეთს რაში აწყობდა? რუსეთმა ხომ იცოდა, რომ მსოფლიო დაუპირისპირდებოდა და ამით ამერიკას და ასევე დასავლეთსაც ხელში დიდ კოზირს უგდებდა? თავის მხრივ, საქართველო ომისთვის მზად არ იყო - ქართული ჯარი, ტექნიკა, „ჰაერი“, რომელიც არ ჰქონდა საქართველოს... გამოდის, რომ საქართველოს ომი არ აწყობდა. ეს ომი სურდა რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორის სახელს საუკუნეების განმავლობაში დაიმკვიდრებდა.
[რაში და] იყო იყო დიდი შიში. რუსეთს დაემუქრა უბედურება კავკასიის მხრიდან - ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან: ქართული ჯარის მოძლიერება, ამერიკის უკვე მყარი და დიდი გავლენა კავკასიაში და რაც მთავარია, ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფოების ლტოლვა საქართველოსკენ. თუ საქართველო ომს დაიწყებდა, ანუ კავკასიის განმათავისუფლებელ ომს, მათ ჩრდილოელი მეზობლებიც აჰყვებოდნენ და რუსეთს დიდი გასაჭირი დაუდგებოდა. გესმით? ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, კაზაკები და სხვანი. რუსეთს ყოველთვის ამის ეშინოდა და ეშინია.
მოხდა ისე, რომ ქართულმა არმიამ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ ჯარს, მერე კი იყო ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ქართველებმა ცეცხლი შეწყვიტეს მაშინ, როცა ნათლად ჩანდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები აუცილებლად ჩაებმებოდნენ ომში რუსეთის წინააღმდეგ, და რა მოყვებოდა ამას, კარგად უწყოდა ამერიკამაც და დასავლეთმაც. ისიც საკმარისი იყო, რომ რუსული ტანკები და ჯარისკაცები სუვერენულ სახელმწიფოში შეცვივდნენ, ბომბავდნენ საქართველოს და აგრესორი რუსები მსოფლიოს თვალში წარმოჩინდნენ ისე, როგორც იყო გეგმით წარმოდგენილი. ფაქტობივად, ეს არ იყო შესაშინებელი გეგმა, იგი უფრო სერიოზულ ომში გადაიზარდა და რუსეთი ჩიხში მოემწყვდა; რისიც ყოველთვის ეშინოდათ, ზუსტად იმ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ!!!
რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა საქართველოსთან მიმართებაში. მას თავისუფლად შეეძლო მთელი პოლიტიკა 180 გრადუსით შეებრუნებინა და კავკასიის ომები რაღაც დროით მაინც გადაეწია. მაგრამ იმის თაობაზე, რომ ამერიკას სურს რუსეთის დაშლა და ამაზე აქტიურად მუშაობს, მეორე აზრი არ არსებობს. ყველაზე კარგი და სანდო, გამწარებული პარტნიორი კავკასიაში იყო საქართველო, იგი ხელსაყრელია თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობითაც და „აბრეშუმის გზითაც“. ისე, დასავლეთსა და ამერიკას აქეთ აქვთ ჩვენთან შესახვეწი!!!
ამერიკელებმა კარგად შეისწავლეს კავკასიელ ხალხთა ისტორია, კულტურა და, რა თქმა უნდა, საქართველო ამოირჩიეს. რუსეთი კი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს, ანუ ცდილობს, დააკანონოს ორი არარსებული რესპუბლიკა და კავკასიაში შექმნას სამხედრო-ბუფერული ზონები. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ეს ტერიტორიები რუსეთისააო, განაცხადებენ და მერე იმასაც დაამატებენ, ვინ არიან აფსუები, ან „სამხრეთ ოსეთი“ სად არისო? მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან. წინასწარმეტყველებას ვერავინ გაექცევა!
მოკლედ, რუსეთმა საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა. მათ დაავიწყდათ ბრძენთა ნათქვამი, რომ ომსა და ძალადობას სიკეთე არასდროს მოუტანია ქვეყნისთვის. ვხედავ, რუსეთში ეხლა დაიწყება ომები. მეცოდებიან რუსები, როგორც ერთმორწმუნე ერი, ხალხი. რა დააშავა უბრალო რუსმა ან ქართველმა ხალხმა? ჰოდა, ყველაფერი ასრულდება ისე, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ.
ასე რომ, რუსეთს ომი რომ არ დაეწყო, კავკასიას კარგავდა და სხვაც ბევრი დიდი, პოლიტიკური დანაკრგი ექნებოდა. მაგალითად, თუნდაც საქართველოზე გამავალი მილები – გაზისა თუ ნავთობისა.
შავი ზღვის ზოლი, ანუ საქართველო დასავლეთისთვის გადამრჩენელი ალტერნატივაა, ასე რომ, არც დასავლეთი და არც ამერიკა, ვიმეორებ, არ დათმობს საქართველოს. მთავარი მათთვის ის არის, რომ იხილონ დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ძლიერი ჯარითა და ძლიერი ეკონომიკით და ეს ასეც ასრულდება ასი პროცენტით.
საქართველო მთელ კავკასიას სჭირდება, განსაკუთრებით, აზერბაიჯანს. სომხეთს ხომ ჰაერივით ჭირდება; ასევე ირანს, თურქეთს და ა.შ. ასევე საქართველოსკენ ილტვის ჩრდილოეთ კავკასია და ამას რუსეთი ვეღარ შეაჩერებს. ეს არის მცირე ანალიზი საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობისა და ასევე წინასწარმეტყველებაც მომავლისა.
საქართველოს შიდა პოლიტიკა ძალიან დაიძაბება. ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია, ასე ვთქვათ, სიღარიბის ზღვარს კილომეტრებითაა გადაცილებული. ვხედავთ, ერთადერთი, ღმერთია მათი მფარველი, მიწაზე მათთვის არც მთავრობას სცალია, არც ოპოზიციას და არც სხვას! აი ასე ფიქრობს ხალხი.
ფსიქიკა ძალიან დაეძაბა ხალხს და ძალიან გაბოროტდა. მათ ურწმუნოებას საზღვარი არ აქვს. ფრთხილად! კაცი რომ რწმენასა და სიკეთეს დაკარგავს, ის ხვდება დიდ უარყოფით ენერგიებში და იქიდან მხოლოდ უფალი თუ გამოიყვანს. ეს არის უიმედობა მომავლისა, ღრმა დეპრესიები და საბოლოოდ საკუთარი თავის დასამარება. რაც მთავარია, ასეთ დროს ადამიანი კარგავს რეალობის აღქმის უნარს, ანუ მოქმედებისა და მოვლენების შეფასების უნარს, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება, ვეღარ საზღვრავს. უფრო მეტად უარყოფითისკენ იხრება; ვერ ითმენს, ყველაფერი იმ წუთას, იმ საათში სურს, თუ არადა, წყალსაც წაუღია ის სიკეთე, რასაც უფალი აძლევს მომავალში. წყალსაც წაუღია გაბრწყინებული საქართველო, თუ თვითონ არ იქნება დღეს კარგად. აი ასე, ამით იკარგება კონტაქტი კოსმოსთან. ეს კი ძალიან საშიშია, ადამიანებო!
გამოფხიზლდით, შეხედეთ რეალობას, შეაფასეთ საღად ყველაფერი, რაც დღეს ხდება და იყავით მშენებლები ჩვენი საყვარელი სამშობლოსი. მიიღეთ მონაწილეობა, არ ჩამორჩეთ, თორემ ცხოვრება სასტიკად გაგისწორდებათ თქვენი ურწმონობის, უმოქმედობისა და განსაკუთრებით, დაუნახავობის გამო. გამოფხიზლდით, რათა გაარჩიოთ კარგად, სად არს სიკეთე და სად არს ბოროტი. რომ იარსებო, უნდა მიჰყვე მოვლენებს, რაც შენ ირგვლივ ხდება. მოიშორეთ ურწმუნოება, ბოროტება. სიმართლით გადაწყვიტეთ ყოველივე და თუკი ამას შეძლებ, ადამიანო, მაშინ გაიმარჯვებ. გაარჩიე სიკეთე და ბოროტება, ნუ აურევთ ერთმანეთში მათ, ნუ იქნება სულ ერთი შენთვის, ადამიანო, ბოროტებიდან მიიღებ შვებას თუ სიკეთიდან, იმიტომ, რომ ბოროტება არასდროს იმარჯვებს და თუკი რამეს მოგცემს იგი, უფალი სწრაფადვე წაგართმევს!
სიმართლე არასდროს დაიმალება, ყველას და ყველაფერს ნიღაბი ჩამოეხსნება და ბოროტება განადგურდება. „დათესე სიკეთე და წინ დაგხვდება!“ - ეს რეალური, ჭეშმარიტი სიტყვებია უფლისა. ნუ დაკარგავთ იმედს, უფალი ჩვენთანაა! მოიშორეთ უიმედობა და შიში მომავლისა. გაიგეთ, რომ ყოველივე შეიცვლება საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლოდ და ეს დრო მალე დადგება. თავისუფალ საქართველოში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და დღეს არსებულ სირთულეებს უფალი გადაგვატანინებს!
2008 წელი, 6 დეკემბერი
...ყველაფერი თავიდან დაიწყება. ოპოზიციას გაერთიანება არ აწერია ბედისწერაზე, არ არსებობს. წარსულშიც ვერ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვიდა. ისე ასრულდა ყველაფერი, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ.
დღესაც ოპოზიციონერებად ისევ ნაწყენი, თანამდებობიდან გადაყენებული და ოპოზიციაში გადასული„ნაცმოძრაობის“ ლიდერები და წევრები გვევლინებიან. ვხედავთ, რომ ისინი თანამდებობის გარეშე არავითარ პოლიტიკურ ფასეულობას აღარ წარმოადგენენ არც დასავლეთისა და არც ამერიკისთვის. ჰოდა, პრეზიდენტიც ამ ხიდს უწვავს და ხელიდან ართმევს მართვის საშუალებებს, ანუ გადააყენებს თანამდებობიდან და ამით აუფასურებს მათ მდგომარეობას.
ჩემო საყვარელო ქართველებო, რასაც ვხედავთ და ვწერ, რათა გამცნოთ ყოველივე, სრული სიმართლეა. მე ვხედავ, რომ მოდის ახალი, ახალგაზრდა ოპოზიცია, რომელსაც ამ მთავრობასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია. ისინი არიან საკუთარი საქმის მეცნიერები და ყველაფერი ასრულდება.
დღეს კი, რა პროცესებიც მიდის საქართველოში, ანუ პოლიტიკური გადანაცვლება-ჩანაცვლებები, ეს ხალხს - ჩემს მშიერ და გაჭირვებულ ხალხს, არაფერს მოუტანს. ეს მძიმე გზა ჩვენი გასავლელია, ქართველებო! ამას ვერ ავიცდენთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო და დასრულდება ეს საშინელი სიზმარიც, რაც საქართველოს ირგვლივ ხდება. ეს ასეა!!!
ერთადერთი, კოსმიური ენერგია იცავს ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს, თორემ, მერწმუნეთ, ადამიანებო, რომ ყველასაგან მიტოვებულები აღვიგვებოდით მიწის პირისაგან, უბრალოდ, გავქრებოდით და ეს არც რუსეთს, არც დასავლეთს და არც ამერიკას არ დაამწუხრებდა. მომავალში კიდევ უფრო მიხვდებით, რას ნიშნავს, როცა კოსმიური ენერგიები გვიცავს და უფალიც ჩვენთანაა.
მსოფლიოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გადასატანი და მადლობა, უფალო, რომ დამანახე საქართველოსა და ქართველების გადარჩენა!
ამ წუთში სენტიმენტალობამ შემიპყრო და რასაც ახლა ვიტყვი, დიდი სიმართლეა: ეკლესიებში, ხატებთან მდგომი, არასდროს არაფერს ვთხოვ უფალს არც ჩემი ოჯახის - შვილების, შვილიშვილების, მეუღლისა თუ სხვა ვინმესთვის. ღმერთს შევთხოვ მხოლოდ ერთს: „ღმერთო, შენ უშველე ჩემს ქვეყანას - ჩემს საქართველოს! გადაარჩინე ერი ჩემი, ჩემი ქართველები!“
ეს ერთადერთი თხოვნა მქონდა მთელი ჩემი სიცოცხლე უფლისადმი, კოსმოსისადმი და ასეც ვცხოვრობ. ყოველდღე ვფიქრობ და ვწინასწრამეტყველებ ჩემს ქვეყანაზე თუ მრავალ სხვა სახელმწიფოზე და ყოველივე სრულდება ასი პროცენტით დროთა განმავლობაში. ბევრი გვებრძვის, ბევრი გვიპირისპირდება, მაგრამ ვიცი, რომ მათ უფალმა პასუხი უკვე გასცა და კვლავაც გასცემს მომავალში.
ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში ნაფტალინის სუნი ტრიალებს. დიახ, ნაფტალინიდან ამოღებულები ბევრ რამეს დაანაფტალინებენ. ფრთხილად! კიდევ კარგი, რომ ეს ქართულ პოლიტიკაში არაფრად აისახება. ისეთი ხალხი გამოჩნდება, რომლებიც საზოგადოებას არც ახსოვდა; რომლებმაც ვითომ წარსულში ხომ „გააბრწყინეს“ ქართული პოლიტიკა და ახლა, ლაპარაკს მოწყურებულებს, დაბრუნება სურთ, რათა „დიდი წვლილი შეიტანონ“, ანუ ერთი აგური კიდევ ჩაიდონ ჯიბეში. ხალხი? ხალხი მათთვის ბრბოა. იციან, რომ გაჭირვებულ და მშიერ ადამიანებს, თუ რამეს დაპირდები და განსაკუთრებით, თუ კარგად ილაპარაკებ (თანაც ჩვენს პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს ეს ნიჭი არ აკლიათ), საითაც გსურს, იქით მიმართავ. დიახ, ასე ვთქვათ, ერთ ყვარყვარეს კიდევ მრავალი ყვარყვარე ემატება და ერთმანეთს ყვარყვარეებს ეძახიან!
მოკლედ, ვხედავთ, ისევ ქაოსია ქართულ ოპოზიციაში. ისინი ვერ შეთანხმდებიან. ძალზე მიუღებელი კანდიდატურები ფიგურირებენ და ხალხი მათ არ აჰყვება. ხალხს არ სურს 7 ნოემბრის გამეორება და მერე „არდადეგებზე“ წასვლა!
მთავრობაში კი მინისტრები, პრემიერ-მინისტრი და სხვანი ისევ იცვლებიან, ანუ ერთმანეთს ადგილებს უცვლიან და მერე ისევ ბრუნდებიან.
მსოფლიო კრიზისი საქართველოს დიდად არც ეტყობა. ჩვენ კრიზისი ზამთარსა და ზაფხულში - ყოველთვის გვაქვს. ასე რომ, საქართველო ამასაც გადაიტანს. რუსეთმა იკითხოს, რომ მათი მდგომარეობა ნულზე დაბლაა ჩასული. მილიონერებს (არ ვლპარაკობ მილიარდერებზე) კარგავენ, ეკონომიკაც ნულოვან ნიშნულს გადაცდა. რა თქმა უნდა, ამას არ ახმოვანებენ, მაგრამ მაინც ვერ დამალავენ.
სანამ ერთი რუსი ოკუპანტიც კი იმყოფება ქართულ მიწაზე, რუსეთი დიდი გაჭირვებიდან ვერ გამოვა! - ასეთია ნება უფლისა. რუსეთი ვერ დადგება ფეხზე. საქართველო მათთვის დიდი წყევლაა და ამიტომ უნდა მოშორდნენ აქაურობას. ამას მალე თვითონაც კარგად დაინახავენ. ამინ!
2008 წელი, 9 დეკემბერი
ვხედავ, რუსეთი მიიღებს იგივეს, რაც საქართველოს გაუკეთა. მთავარი ისაა, რომ ამერიკასთან იდება, ანუ გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც ამერიკას ავალდებულებს, რუსეთისა თუ სხვა ქვეყნების მიერ განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, დაიცვას საქართველო ჰაერშიც, ხმელეთზეც და წყალზეც. ეს არის ის, რაც რუსეთმა გაკეთა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. მათაც ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული ოსებთან და აფსუებთან. სწორედ ეს იქცა და იქცევა გათხრილ საფლავად რუსებისთვის. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიაა და რუსეთს არავითარი უფლება არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოში შემოჭრისა და ომის გაჩაღებისა. მათი აღვირახსნილობა გამოწვეული იყო იმით, რომ რუსების ქმედებებს 90-იან წლებში, როცა ქართული მიწიდან, საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს ქართველები და ისინი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად აქციეს, მსოფლიო გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს იყო ქართველების გენოციდი, რომელიც რუსებმა განახორციელეს!
რუსებს ეგონათ, რომ მსოფლიო მათ დღევანდელ თავხედობაზე ისევ თვალებს დახუჭავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთს უფალმა ნიღაბი ჩამოხსნა მსოფლიოს წინაშე (ეს წინასწარმეტყველება 1993-1995 წლებში ჩავწერე), დასავლეთმა და ამერიკამ არ აპატიეს რუსეთს და ვხედავ, რომ არც აპატიებენ. რუსეთს ძალიან ცუდად აქვს საქმე - დაწყებული ჩრდილოეთ კავკასიით, დამთავრებული ეკონომიკით, რომელიც ინგრევა და ამიტომ მილიარდერები კი არა, მილიონერებიც აღარ ჰყავთ, ვხედავთ.
რუსეთთან მხოლოდ მაშინ მოილაპარაკებს საქართველო, როცა იგი გავა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიებიდან.
დანარჩენი კი, ანუ ის, რაც კოსმოსიდან წამოვა - უარყოფითი ენერგიები, რუსეთს შავ დღეში ჩააყენებს. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასთან - საქართველოსთან გაჩაღებულ აგრესიას არ აპატიებს კოსმოსი და ისეთ ომს დაატეხს თავს რუსეთს, მტრის კარს! თუმცა ეს ყოველივე ადრე გვაქვს ნაწინასწარმეტყველები.
რუსეთი ვერ შეაჩერებს იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელთაც დასავლეთი და ამერიკა ახორციელებენ მთელ კავკასიაში. რუსეთის გავლენის, ანუ დამპყრობლური გავლენის დრო წავიდა. რუსეთი დღეს უძლურია, ვიმეორებ, რათა შეაჩეროს ეს პროცესი. წინასწარმეტყველებები სრულდება. ვხედავთ, რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა ნდობა დასავლეთში, ამერიკასა და მთელ მსოფლიოში და ნდობის აღდგენას არ ვხედავთ.
რუსეთი შეცდომებს შეცდომებზე უშვებს. თუკი, ვიმეორებ, საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურთ, მაშინ უნდა აღიარონ, უნდა ცნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სოჭივით კი არ მიისაკუთრონ.
ამერიკა რუსეთს არაფერს დაუთმობს. მისი ახალი მთავრობის იმედი რუსეთს ტყუილად აქვს - მისი მთავარი პროგრამა არის რუსეთის დაშლა და იცოდეთ, რომ დაშლიან კიდეც. დიდ დარტყმას რუსეთი კავკასიისა და უკრაინის დაკარგვით იწვნევს. დღეს კიდევ იმედი აქვთ, მაგრამ ყველაფერი ძალიან გვიანია. ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსული ჩექმით, ძალადობით მოპოვებული მდგომარეობა და ხისტი პოლიტიკა დაღუპავს რუსეთს.
ასეც მოხდა უკვე. ამერიკა ისევ პირველ ადგილზეა, ევროპა კი უფრო დაყურადდა რუსეთის მიმართ, ნდობა დაკარგა და მთლიანად ამერიკის მხარეს გადაიხარა. ასე რომ, რუსეთის ყველა ცდა, დაიბრუნოს დასავლეთის ნდობა, ამაოა. რუსეთმა საშინლად წააგო, მით უმეტეს, რომ დიდ სიურპრიზებს ვხედავთ ამერიკის ახალი მთავრობისგან რუსეთის მიმართ. ამინ!
2008 წელი, 13 დეკემბერი
ვხედავთ, მომავალში რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ამერიკა მუსლიმებს აუმხედრებს და მიუსევს მას. ეს ძალიან საშიშია. მე ვურჩევდი რუსეთის მთავრობას, ნურც გაიღიმებენ, ლაპარაკი იმაზე, რომ „დიდი რუსეთი“ უძლეველია, ზედმეტია! დედამიწაზე უძლეველი და მუდმივი არაფერი არსებობს. კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი საქართველოს სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. გაუმაძღრობა და სიხარბე დაღუპავს რუსეთს. აფხაზეთი და სამაჩაბლო - ეს საქართველოა და ვხედავთ, დგება დრო, როცა საქართველო იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს ასი პროცენტით.
რუსეთს საქართველოს დაქუცმაცების მცდელობას კოსმოსი არ აპატიებს. ყველაფერი საკუთარ სახლში მიუბრუნდება. ასევე ვხედავთ იმასაც, რომ საქართველოს ვერც პოლიგონად, ვერც მესამე მსოფლიო ომის ცენტრად ვერ გადააქცევს. ეს არასდროს მოხდება. ამ თემაზე ჯერ კიდევ 1993-1995 წლებში ვიწინასწარმეტყველეთ. ვთქვით, თუ რა მოხდება მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომის დროს და რა მდგომარეობაში იქნება საქართველო (ეს ყველაფერი წარსულში უკვე დაიბეჭდა ჟურნალში „ლელა - ქართველი ვანგა თუ...“, გაზეთებში „შანსი“, „დვრიტა“, „ახალი დვრიტა“, 2003 წელს გამოვეცი წიგნი, რომელშიც ზუსტად არის აღწერილი ყველაფერი, რაც მოხდება). ძალიან ბევრი რამ უკვე ასრულდა და კიდევ ძალიან ბევრი რამ ასრულდება.
რუსეთის მცდელობას, აზიაში, აღმოსავლეთის მუსლიმურ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარებას, ანუ მეორე ნატოს შექმნას, კრახი აწერია, არ გაუმართლებთ. ამერიკის მიმართ მუსლიმებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, მართალია, მაგრამ რუსეთს მაინც ამერიკას ამჯობინებენ, იმიტომ რომ მსოფლიოს ერთპიროვნულ მმართველად მაინც მას მიიჩნევენ. რუსეთი ძლიერი იყო მაშინ, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი, როცა მოკავშირედ ჰყავდა თხუთმეტი რესპუბლიკა, თხუთმეტი სახელმწიფო. დღეს რუსეთს აღარ აქვს სიძლიერე აღარც დასავლეთში და არც მთელ მსოფლიოში. მათ პატარა საქართველოსთან ომით საკუთარი შეიარაღებისა და ჯარის სისუსტე და არარსებული სიძლიერე მსოფლიოს წინაშე წარმოაჩინეს. ქართულ სახელმწიფოსთან ამ ომმა რუსეთს თავი მოჭრა მთელ მსოფლიოში. ამიტომ მუსლიმები რუსეთს უყურებენ არა როგორც ზესახელმწიფოს, არამედ, როგორც ჩვეულებრივ ძალას, რომელიც ძლიერ მოკავშირედაც კი არ მიაჩნიათ.
მუსლიმებს რუსეთთან კონტაქტი არაფერს აძლევს, მაგრამ, როგორც იციან, ვითომ დიდი ინტერესით, პატივისცემითა და რუსების დიდი მხარდაჭერის იმედით არიან. ეს ყოველივე, ვხედავ, მუსლიმების მხრიდან ძალიან დიდი თამშია! რუსეთიც ხედავს მათ თამაშს, მაგრამ ვერაფერს გახდება. მუსლიმური სამყარო (თუ სხვა სახელმწიფოები) - ეს პატარა საქართველო არაა.
რუსეთმა უდიდესი შეცდომა დაუშვა კავკასიასთან მიმართებაში და ისევ განაგრძობს. მაგრამ, როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველეთ, ისე დაამთავრებს რუსეთი თავის მოღვაწეობასა და ყოფნას საქართველოში: ისინი აღიგვებიან მიწის პირისაგან და საკუთარი სახლი ექნებათ დასაცავი. თვითონ კარგავენ ტერიტორიებს და თუ პოლიტიკური კურსი არ შეცვალა რუსეთმა თავის სამხრეთში, ანუ ჩრდილოეთ კავკასიასთან ბრძოლებში, მთელ ძალებს კარგავს და, ვიმეორებ ადრე ნათქვამ წინასწარმეტყველებას: რუსეთისგან დარჩება ერთი გუბერნია! გაფრთხილებთ, ასეთია წინასწარმეტყველება. ღვთისმშობლის ქვეყნის დალაშქვრას უფალი არ გაპატიებთ!
(გაგრძელება იქნება)image
0
638
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
638