x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101015
  • ვიდეო:345710
  • სურათი:463803
ძაღლმა პოლიციაში განაცხადა, რომ დაიკარგა
ძაღლი


გასულ კვირას ძალიან უჩვეულო და სახალისო ამბავი მოხდა ტეხასის შტატში (აშშ). დილის საათები იყო, როცა ოდესის პოლიციის დეპარტამენტის შენობის კარი... ძაღლმა შეაღო.


ძაღლი ძალიან მეგობრულად იყო განწყობილი და ადამიანებს ალერსიანად ექცეოდა. ის თითქოს ცდილობდა, პოლიციელებისთვის რაღაც აეხსნა.


სამართალდამცავები მალევე მიხვდნენ, რომ ძაღლი დაკარგული იყო და ცდილობდა, ამის შესახებ ადამიანებისთვის ეცნობებინა.



“ყველას გაგვიხარდა ძაღლის დანახვა პოლიციის შენობაში”, – განაცხადა სერჟანტმა რასტი მარტინმა The Dodo-სთან ინტერვიუში. “ჩვენ ჩოგბურთის ბურთი გვქონდა და ვეთამაშეთ შინაურ ცხოველს. ის ყველას შეგვიყვარდა”.


თუმცა, პოლიციელებს არ დავიწყებიათ, რომ ძაღლი დაკარგული იყო და დაიწყეს მისი პატრონის მოძებნა. შინაურ ცხოველს ყელზე საყელური აღმოაჩნდა, თუმცა ნიშანი, სადაც პატრონის შესახებ ინფორმაციის ამოკითხვა იყო შესაძლებელი, მომძვრალიყო და ამიტომ ძაღლის იდენტიფიცირება მხოლოდ მიკროჩიპის გაშიფვრის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი.


ძაღლი

თუმცა, უცებ მოულოდნელი რაღაც მოხდა. ეტყობა, ძაღლი მიხვდა, რომ უკვე ძალიან დიდხანს იყო შინიდან წასული და დაიკარგა. ამიტომ ადგილიდან მოწყდა და თავისი ფეხით გაემართა საკუთარი სახლისკენ, რომელიც პოლიციის სამმართველოს შენობიდან დაახლ. ერთნახევარ კილომეტრში მდებარეობდა.


საბოლოოდ ძაღლი პატრონს დაუბრუნდა პოლიციის დახმარების გარეშე. ამიტომ ვინ იცის, იქნებ, სულაც არ აპირებდა, განეცხადებინა, რომ დაიკარგა? იქნებ, უბრალოდ, უცნობ ადამიანებთან თამაში და მათთან დამეგობრება სურდა? ან იქნებ, მართლა ვერ გაიხსენა, თუ სად ცხოვრობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციაში მივიდა და გაერთო, მეხსიერებაში აღიდგინა სახლისკენ მიმავალი გზა? ამ ყველაფერს სამწუხაროდ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევიტყობთ, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან ძაღლი ახლა უკვე შინ არის მზრუნველ პატრონთან და თავს ბედნიერად გრძნობს.


1
327
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
327
  
27 თებერვალი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1