x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
11 რამ,რაც სკოლაში არ გასწავლეს.

image
ბილ გეიტსი შეიძლება გიყვარდეს ან შეიძლება გეზიზღებოდეს, მაგრამ ძნელია იმის უარყოფა, რომ იგი არაორდინალური და კარგად მოაზროვნე ადამიანია.ამიტომ ყველასთვის საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი იქნება მისი სიტყვები, რომელიც მან ერთ-ერთ სკოლაში გამოსვლისას წარმოთქვა.

1)ცხოვრება უსამართლოა-შეეჩვიე ამ ფაქტს.
2)მსოფლიოს ფეხებზე ჰკიდია შენი გრძნობები და თვითშეფასება.იგი ელოდება შენგან რაიმე მიღწევებს მანამ სანამ ყურადღებას მიაქცევს შენს გრძნობებს და რაღა თქმა უნდა, ღირსებას.
3)ძალიან საეჭვოა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე წელიწადში 40.000 დოლარს ვინმე გადაგიხდის. შენ ვერ გახდები წარმატებული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ლიმუზინით და პირადი მძღოლით ვიდრე ამას არ დაიმსახურებ.
4)თუ თვლი, რომ შენი მასწავლებელი მკაცრია და ბევრს ითხოვს-
მოითმინე სანამ სამსახურში უფროსს გაიცნობ.მასწავლებლისგან განსხვავებით უფროსის კარიერა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შეასრულებ დავალებებს.
5)მაკდონალდსში ბურგერების შეწვა ღირსების შემლახველი არ უნდა იყოს.
6)არ იჩქარო და შენს წარუმატებლობაში მშობლები არ დაადანაშაულო. შეეშვი წუწუნს და სჯობს საკუთარ შეცდომებზე ისწავლო.
7)შენს დაბადებამდე შენი მშობლები არ იყვნენ ასეთი მოსაწყენები, როგორც შენ ეხლა გეჩვენება.ისინი გახდნენ ასეთები იმიტომ, რომ შენს უდარდელ ცხოვრებაზე ზრუნავენ.
8)ზოგიერთ სკოლაში ცუდ ნიშნებს აღარ წერენ და ტესტის გადაბარების უფლება გაქვთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ.
-ცხოვრებაში მსგავსი არაფერი ხდება.
9)ცხოვრება არაა დაყოფილი სემესტრებად და საზაფხულო არდადეგებიც არ არსებობს იქ.
10)რეალური ცხოვრება არ აგერიოს იმაში, რასაც ტელევიზორში აჩვენებენ.
11)გქონდეს კარგი ურთიერთობა "აჩკარიკ"-ბოტანიკოსებთან, დიდი ალბათობით, რომელიმე შენი უფროსი გახდება.

5
561
7-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
561
  
2012, 7 აგვისტო, 21:27
მაგარია +100000
2012, 7 აგვისტო, 21:03
+10000
2012, 7 აგვისტო, 20:50
სრული ალგორითმი არაფერი განსაკუთრებული
2012, 7 აგვისტო, 17:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 7 აგვისტო, 16:36
+++++++++++++ ძალიან მაგარი სიტყვებია... ბოლოზე გამეცინა კარგად თან... მაგარია და სწორია... გაიხარე
0 1 5