x
მეტი
  • 30.03.2020
  • სტატია:100856
  • ვიდეო:345525
  • სურათი:463519
"დღეს რომ მშვიდობიანად ვარ თბილისში, ბატონი არჩილის გმირობის დამსახურებაა " - ვაჟა გაფრინდაშვილი

image


ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელმაც რუსი ოკუპანტების მიერ 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით უკანონო ტყვეობაში თითქმის 2 თვე გაატარა, გადაცემა "რეალურ სივრცეში" არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შვილის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა: "მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება", — ასე გაიხსენა დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი. "მისი გარდაცვალების შემდგომ არ ყოფილა არცერთი ფიზიკური ზემოქმედება ჩვენს თანამემამულეებზე", - განაცხადა მან "რეალური სივრცის" ეთერში. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
158