x
image
_K_
რატომ ვერ მიდიხართ ადამიანისგან, რომელმაც გული გატკინათ - ექსპერტები ამ ფენომენს ხსნიან
imageზოგჯერ ტოქსიკურ ურთიერთობას ახალ შანსს ვაძლევთ და გვგონია, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. შეიძლება იმიტომ, რომ თავს მარტოსულად ვგრძნობთ, ნეგატიურ ემოციებს ვახშობთ ან, უბრალოდ, სიყვარულით ვართ დაბრმავებულები, ლოგიკას უკუვაგდებთ და ვუბრუნდებით ყოფილს.


სტატიაში შელბი სელსის, ადამიანის ფსიქოლოგიის ექსპერტის კვლევას შემოგთავაზებთ, რომელიც ფოკუსირებულია თანამედროვე ურთიერთობებზე. ის ამტკიცებს, რომ არაერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ჩვენი ქვეცნობიერი ყოფილთან დაბრუნებას გვაიძულებს.






1. ერთმანეთთან დაბრუნება მარტივი და ნაცნობია.

ყოფილთან დაბრუნება ყველაზე მარტივია რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. უკვე იცით ერთმანეთის სურვილები, საყვარელი საჭმელი და სასმელი, ჩვევები და ნაკლოვანებები - გარდა ამისა, ყოველთვის მარტივია უკვე ნაცნობ ადამიანთან დაბრუნება.


სელსის მიხედვით, ვეჩვევით პარტნიორის მოყენებულ ტკივილს, ამიტომ მასთან მოულოდნელი სიურპრიზები აღარ გველოდება. ვუშვებთ, რომ მომავალში შეიძლება ისევ გვატკინოს გული და ამას შეგუებული ვხვდებით.


image






2. მარტოობას თავს ვერ ართმევთ.

დაშორება მარტივი არაა. თავს მარტოსულად გრძნობთ და ადამიანი, რომელიც კომფორტს გაგრძნობინებდათ, თქვენ გვერდით აღარაა. ყოველთვის, როცა დაშორებაზე ფიქრობთ, გახსენდებათ პარტნიორთან გატარებული ბედნიერი მომენტები და ნაბიჯის გადადგმას ურთიერთობის დასამთავრებლად ვერ ბედავთ.


შელბის თქმით, ადამიანებს ეშინიათ მარტო დარჩენის და ახალი ურთიერთობების დაწყების. მათი აზრით, მარტო ყოფნას იმ ადამიანთან დარჩენა სჯობს, ვინც გულს სტკენთ.

image






3. რთულ ემოციურ გზას გადიხართ.

პარტნიორთან დაშორება ხშირად დრამატულია და გულგატეხილს გვტოვებს. ცუდი ისაა, რომ ნეგატიური ემოციები მანამდე არ მოგვშორდება, სანამ საბოლოოდ არ დავივიწყებთ ყოფილს ან მასთან დაბრუნებას არ გადავწყვეტთ - თუ ისევ მიგვიღებს, რა თქმა უნდა.


სელი ხსნის, რომ ყოფილი პარტნიორისგან გარკვეული დროით შორს ყოფნა გვეხმარება მასთან გატარებული კარგი მომენტების გაიდეალურებაში და ცუდის დავიწყებაში. მისი თქმით, ხშირად ქვეცნობიერად სპეციალურად ვახშობთ ნეგატიურ გრძნობებს, რათა ტრავმა ხელახლა არ განვიცადოთ.

image






4. ვიმედოვნებთ, რომ ის შეიცვლება.

"სიყვარულით დაბრმავება" ხშირად რეალურად ხდება. იმის გარდა, რომ ზოგჯერ ვერ ვხვდებით, ჩვენი ქცევები ჩვენსას აღარ ჰგავს, ზოგჯერ ჩვენი სიამაყე და პრინციპებიც გვავიწყდება და უბრალოდ მივყვებით იმ არარეალურ იმედს, რომ ჩვენი პარტნიორი შეიცვლება.


როცა ყოფილს კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ და ვუჯერებთ, რომ გამოსწორდება, თუნდაც გულის სიღრმეში ამის არ გვჯეროდეს, მისი შეცვლის სურვილი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ამ სიტუაციაში ლოგიკურად ფიქრი. სინამდვილეში, ადამიანები ძალიან იშვიათად იცვლიან შინაგან ბუნებას.

image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცნობილი წყვილები, რომლებიც შვილების გაჩენის შემდეგაც არ დაქორწინებულან

image


2. რატომ რჩებიან მოღალატე კაცები ცოლებთან - 8 პოპულარული მიზეზი

image


3. რა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს თქვენს პარტნიორს, თუ მობილურს გამუდმებით გიმოწმებთ

image


4. რა ხდება, როცა ფსიქოპათებს უყვარდებათ?

image


5. 12 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები აკეთებენ (თუ 3 პუნქტი მაინც ემთხვევა, თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება)

image

1
402
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
402
  
2020, 17 მარტი, 2:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1