x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345476
  • სურათი:463429
წიგნიერების დონე და ეკონომიკური კეთილდღეობა

საზოგადოების უმრავლესობისთვის წიგნიერება ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ სკოლასთან, ბიბლიოთეკასთან, სავალდებულო საკითხავ მასალასთან. ბევრმა არ იცის, რომ წიგნიერებს უნარი პირდაპირ კავშირშია ცხოვრებოსეულ წარმატებასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან.წიგნიერების დაბალ დონეს თან სდევს, დაბალი ანაზღაურება, სიღარიბე.image

საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო პასუხიისმგებლობები, ოჯახური ცხოვრება და დასაქმება დამოკიდებულია წიგნიერების დონეზე.მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოქვეყნებულია შემდეგი გაფრთხილება: წიგნიერების მაღალი დონე ბრიტანეთის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. წიგნიერების უმაღლეს დონეზე განვითარებული უნარების გარეშე ცალკეულ ადამიანებს ექნებათ ცუდი შემოსავლები და ქვეყანა გახდება ეკონომიკურად არაკომპეტენტური მსოფლიო ბაზარზე.

დღეს, ეგრეთ წოდებულ, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის პირობებში, მოსწავლეთა წიგნიერების დონეზე გავლენას ახდენს ოჯახისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყანაში კეთილდღეობის ხარისხი. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს რესურსებზე და მათ ხელმისაწვდომობაზე. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, PIRLS 2011 ადასტურებს, რომ 500 ქულაზე მაღალი შედეგი აქვთ მაღალი HDI (ქვეყანაში კეთილდღეობის ხარისხის მაჩვენებელი) ინდექსის მქონე ქვეყნებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წიგნიერების დონის ამაღლება დიდი რაოდენობის ეკონომიკური რესურსის დახარჯვის გარეშეცაა შესაძლებელი.

ეგრეთ წოდებული მემკვიდრეობითი სიღარიბე, როდესაც ადამიანებს ჩაგონებული აქვთ, რომ ამგვარი ეკონომიკური მდგომარეობა მათი ბედისწერაა და ამას არაფერი არ შეცვლის, მხოლოდ წიგნიერების მაღალი დონის შემთხვევაში შეიძლება დაიძლიოს. ხოლო წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა ძალიან ადრე, სკოლამდელ პერიოდში უნდა დაიწყოს სათანადო, ასაკისთვის შესაბამისი, ადრეული წიგნიერებისთვის საჭირო აქტივობებით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი სკოლამდელ დაწესებულებებს ეკისრება, თუ ოჯახები უძლურნი არიან მემკვიდრეობით სიღარიბესთან ბრძოლაში.

1
23
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
23
  
22 თებერვალი, 19:32
როგორც ჩემი ახლობლებისგან გადმოცებით ვიცი,მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა საქართველოში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა იყო,ხალხი დუხჭირად ცხოვრობდა,მაგრამ განათლებისკენ და წიგნიერებისკენ იყო სწრაფვა.სიზარმაცეა დამნაშავე უწიგნურობაში.ბევრი მდიდარი მინახავს უწიგნური.
0 1 1