x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ საბერძნეთის სასამართლომ ორ რუს მეზღვაურს თითქმის 400 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

image საბერძნეთის სასამართლომ ორ რუს მეზღვაურს ალექსანდრე ილარიონოვს და ანდრეი ჟურავლიოვს 395 წელი მიუსაჯა, ისინი დამნაშავედ სცნეს ადამიანების უკანონო მიგრაციის და გაყიდვის ორგანიზებაში.
«Интерфакс» -ი უწყება ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კომიტეტის, რუსეთის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის ივანე მელნიკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები შედიოდნენ იმ 24-ი რუსი მეზღვაურის სიაში, რომლებიც დააკავა საბერძნეთის პოლიციამ 2019 წლის 2 ნოემბერს.
საბერძნეთის კანონმდებლობის შესაბამისად თითოეული მიგრანტის გადაყვანა 7 წლიდან 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს და 6 მილიონი ევროს გადახდა საბერძნეთის ბიუჯეტში.
კუნძულ როდოსზე დაკავებულ იქნა გემი 62 კაციანი ეკიპაჟით. ამჟამად სასამართლოს ვერდიქტს კიდევ 12 მეზღვაური ელოდება.
მელნიკოვის თქმით რუსი მეზღვაურები დაქირავებული იყვნენ გემებზე, რომლებსაც გადაჰყავდა ტურისტები თურქეთიდან საბერძნეთში და იტალიაში და გახდნენ "შავი ბიზნესის" მსხვერპლნი.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ საჭიროა 74, 8 ათასი ევრო, რომელიც ჭირდება ბერძენი ადვოკატის მომსახურებას.
რუსეთის დიპლომატიური მისია მოითხოვს სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას, გაეროს კონვენციის შესაბამისად.
დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მეზღვაურების უფლებები შეზღუდულია საბერძნეთის მკაცრი კანონების გამო.
წელსვე 27 იანვარს «Газета.ру» იტყობინებოდა ანალოგიურ შემთხვევაზე, როცა ორი რუსეთის მოქალაქე ანტონ კარამოვი და პლატონ დავიდოვი დაადანაშაულეს არალეგალი მგზავრების გადაყვანაში. დაკავებულების ნათესავების თქმით, მათმა ნათესავმა მეზღვაურებმა არ იცოდნენ, რომ ისინი "შავ ბიზნესში" იყვნენ გარეული.

0
215
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
215