x
მეტი
  • 08.07.2020
  • სტატია:101311
  • ვიდეო:346629
  • სურათი:465234
ნამდვილი ამბავი: როგორ გადაარჩინა წმინდა გიორგის ძალამ 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი 7 წლის ბავშვი
image

ბორჯომის რაიონი სოფ. დაბა (XIV სკ) სასწაულმოქმედი წმ. გიორგის სახელობის ეკლესია .

ვეცდები მოგიყვეთ ერთ-ერთი სასწაული რომელსაც მეც შევესწარი ბავშვობაში.

ეკლესია კლდეშია აგებული, ამ კლდეს რომ გავუყვეთ ვიწრო და საშიში ბილიკია, ასევე გამოქვაბულებიცაა რომლის ზემოთ და ქვემოთ არსებული კლდის მთლიანი სიმაღლე დაახლოებით 200მ-ია, საიდანაც 7წლის ბავშვი გადმოვარდა !


მამა-შვილი სოფ. ტბიდან სოფ. დაბაში ფეხით მოდიოდა, ბავშმა უთხრა მამას :

-მე მოკლე გზა ვიცი, ამ გზით წავალ და მალე შეგხვდები.

ბავშვი გაიქცა ფეხი აუცდა კლდიდან გადმოვარდა და ბუჩქს მოეჭიდა დაახლოებით 200მ სიმაღლეზე (იმ კლდეზე სადაც ეკლესია მდებარეობდა )

ბავშვი განწირული ხმით შველას ითხოვდა, ეკლესიის დაბლა მდელოა, სადაც ბაღებია, სწორედ იმ ბაღში ფუსფუსებდნენ ჩემი ბებო და პაპა, მეც მათთან ერთად ვიყავი . ბებიამ დაუძახა რა გქვია? იქიდან ისმოდა ხმა

-მიშიკო მქვია, მიშველეთ!

სასწრაფოდ გავიქეცით მოსახლეობას რომ გაეგო, დაახლოებით საათნახევარი იყო ბავშვი იმ ბუჩქზე ჩაოკიდებული . სანამ მოსახლეობა მობილიზდა, თოკები გადააბეს ერთმანეთს და წავიდნენ ბავშვის გადასარჩენად, საკმაოდ მიუვალი ადგილი იყო თოკო არ მისწვდა, კაცებმა მაშინვე ქამრები მოიხსნეს გადააბეს თოკს და გადაარჩინეს .

ბავშვი ჩამოიყვანეს, მახსოვს მამამისს ფერი არ ედო ისეთი გაფითრებული იყო შიშისგან, ხალხი ბავშვს შემოეხვია ბავშმა კი თქვა:

-საერთოდ არ მტკივა ხელები, თითქოს ვიღაცას ვეჭირე ზემოდან .

გადმოატრიალა თეთრი ხელის გულები პატარამ, მას სიწითლეც კი არ ჰქონია. იღიმებოდა, მისი ხელები ყველამ ვნახეთ მივხვდით, რომ ქრისტესმიერი წმ. გიორგის კიდევ ერთი სასწაული იყო .

ალბათ ზოგი არ დაიჯერებთ თუცა ეს ჩემი თვალით ვნახე და კიდევ ბევრი რამ რ, აუცილებლად მოგიყვებით შემდეგ სტატიაში .

უფალი გფარავდეთ ყველას .



4
1116
3-ს მოსწონს
ავტორი:sofio datunishvili
sofio datunishvili
1116
  
25 თებერვალი, 4:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

24 თებერვალი, 0:27
ნამდვილად ასე იყო ,მე ტბიდან ვარ და ჩემი ახლობლები არიან ,მარტლაც დიდება უფალს ,დაილოცოს წმინდა გიორგის მადლი და ძალა.
23 თებერვალი, 2:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

22 თებერვალი, 13:37
ბავში?
0 1 4