x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
5 ვარსკვლავი, რომლებმაც ლიპოსაქცია გაიკეთეს და ამას არც მალავენ

image

ლიპოსაქცია - ცნობილი სახეების ერთ - ერთი ყველაზე "საყვარელი" პროცედურაა, რომელსაც სელებრითები სისტემატურად მიმართავენ... და საერთოდაც რა საჭიროა ეს მომაბეზრებელი დიეტები და მტანჯველი ვარჯიშები, თუკი ქირურგიული მეთოდის საშუალებით შესაძლებელია რომ ჭარბი წონისგან სწრაფად და ეფექტურად გათავისუფლდე? მიუხედავად ამისა, ლიპოსაქცია ჭარბი წონის წინაამდეგ საბრძოლველად პანაცეა არ არის, თუმცა ამ ცნობილი ადამიანებისთვის ეს სულ ერთია - მოხდენილი სხეულისთვის ისინი მზად არიან დანის ქვეშ ყოველწლიურად დაწვნენ.



ბრიტნი სპირსი



image

ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი ბრიტნი სპირსისთვის ჭარბი წონა - ერთ - ერთი მთვარი პრობლემაა. მომღერალი მოხდენილი და ლამაზი სხეულისთვის მზად არის ყველანაირ "მსხვერპლზე" წავიდეს: იცავს მკაცრ დიეტებს, სპორტდარბაზში საათობით ვარჯიშობს და პერიოდულად არც ქირურგის დანის ქვეშ დაწოლაზე ამბობს უარს, ვინაიდან ლიპოსაქცია - ზედმეტი ცხიმისგან თავის დაღწევის ყველაზე სწრაფი და ეფქტური საშუალებაა.




კეშა


image


ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და კომპოზიტორს - კეშა როუზ სებერტ სიმსუქნისკენ მიდრეკილება ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ჰქონდა, გოგონა თავისი ფუმფულა ფორმებით ყოველთვის უკმაყოფილო იყო. მუსიკოსის მდგომარეობას ის გარემოებაც ართულებდა რომ პროდიუსერები მას ყველა არსებული საშუალებით - ნარკოტიკებიდან დაწყებული კვების შემდეგ ხელოვნურად გამოწვეული პირღებინებით დასრულებული გახდომას აიძულებდნენ, მომღერლის ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად ეფექტური ვერც ლიპოსაქცია აღმოჩნდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჭარბი წონის პრობლემა რეპერმა მაინც ვერ დაამარცხა.



კიმ კარდაშიანი


image


სოციალური ქსელების ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ირწმუნება, რომ მას პლასტიკური ოპერაციისთვის არასდროს მიუმართავს, ხოლო თავის ლამაზ სხეულს ის მხოლოდ დედა - ბუნებას და სწორ კვებას უმადლის. თუმცა, საოცარი სწორედ ის არის, რომ ასეთი მრგვალი, მადისაღმძვრელი თეძოებისა და დუნდულების ფონზე ამერიკული რეალითი შოუების ვარსკვლავს წელის არეში არც ერთი ზედმეტი გრამი არ აქვს. პასუხი მარტივია: კიმი ლიპოსაქციას სისტემატურად იკეთებს.


ტარა რიდ


image


"ამერიკული ნამცხვრის" ნამდვილი ვარსკვლავი - ტარა რიდი სანამ პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებდა, ერთ – ერთ ყველაზე სექსუალურ ჰოლივუდელ მსახიობად, სრულიად სამართლიანად ითვლებოდა. ცნობილმა სელებრითმა ან ცუდი პლასტიკური ქირურგი შეარჩია ან მისი სურვილები ექიმის შესაძლებლობებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა... ფაქტია, რომ მამოპლასტიკისა და მუცლის ზონაზე გაკეთებული ლიპოსაქციის შედეგად ულამაზესი ტარა რიდი თვალსა და ხელს შუა ნამდვილ მონსტრად იქცა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსახიობი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა, ვარსკვლავმა ლამაზი, სავსე ფორმის "ბიუსტის" ნაცვლად, სრულიად სხვადასხვა ზომის მკერდი მიიღო, მუცელზე კი საშინელი სტრიებისა და ნაკეცების კვალი ვარსკვლავს დღემდე ეტყობა.



კორტნი ლავი



image


კორტნი ლავმა პირველად ლიპოსაქციის გაკეთება ალთეა ფლინტის როლისთვის, ფილმში - "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ" გადაწყვიტა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, კორტნის სხეული კი მილოშ ფორმანის 1996 წელს გადაღებულ საკულტო ფილმში მართლაც სრულყოფილად გამოიყურება. თუმცა, მალევე ვარსკვლავმა წონაში კვლავ, საგრძნობლად მოიმატა და "ამოტუმბული" კილოგრამები გაორმაგებული რაოდენობით ისევ უკან დაიბრუნა. დროთა განმავლობაში სკანდალურმა ამერიკელმა მსახიობმა და როკ - მომღერალმა ფორმაში ჩადგომა კვლავ გადაწყვიტა და ზედმეტი ცხიმების მოშორება კარგად აპრობირებული - ქირურგიული მეთოდის საშუალებით სცადა.




0
611
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
611