x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცმა სექსზე უარი თქვა, რის შემდეგაც ის დააყაჩაღეს

პოლიცია


ხშირად გაიგონებთ, რომ სირიელი ლტოლვილი მამაკაცები სექსს მოწყურებული ხალხია, რომლებიც გოგოებს დასდევენ და აუპატიურებენ ევროპულ ქვეყნებში. ზოგადად, აზიურ მოსახლეობაზე არსებობს ეს სტერეოტიპი, რომ მათ ძალიან უნდათ სექსი და ზოგჯერ ძალადობასაც არ თაკილობენ. არადა, სირიელების, ირანელების, არაბების და პაკისტანელების დიდი ნაწილი ძალიან კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები არიან. მათთვის სექსი, რომელიც ალაჰის მიერ არ არის კურთხეული, ეშმაკთან კავშირის ტოლფასია. სხვაგვარად შეუძლებელია იფიქრო, თუ იზრდები ისეთ ჩაკეტილ სოციუმში, როგორიც აზიური საზოგადოებებია.


სწორედ ამ ფაქტის სადემონსტრაციოდ შეიძლება გამოდგეს ის, რაც ავსტრიაში, კერძოდ კი ქალაქ ლინცში მოხდა. 58 წლის სირიული წარმომავლობის მამაკაცი 8 თებერვალს, საღამოს 20 საათზე ქალაქის პარკში ფეხით სეირნობდა, როცა უცნობმა ქალმა საზოგადოებრივი საპირფარეშოდან გამოსძახა. მასთან ერთად მეორე ქალიც იმყოფებოდა. ქალებმა ჰკითხეს სირიელს, სექსი ხომ არ სურდა. სირიელმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მაშინ ერთ-ერთმა ქალმა მამაკაცს პიჯაკში აგრესიულად სტაცა ხელი და თავისკენ მიიზიდა, რა დროსაც ორივე ქალმა უცნობ მამაკაცებს მოუხმეს. მათ სირიელი კედელთან მიაყენეს და ჯიბიდან საფულე ამოაცალეს, რის შემდეგაც ოთხივე უცნობი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.


სექსი



გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, მაგრამ ეჭვმიტანილები ჯერაც არ დაუკავებიათ.


0
301
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0