x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის მეომრების მიერ თურქული სამხედრო გემის აფეთქებას თურქული მხარე უარყოფს, თუმცა საინფორმაციო საშუალებები ადასტურებენ

image თურქეთის უარის მიუხედავად დიდი ალბათობით დასტურდება მასიური ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, ლიბიის დედაქალაქის პორტში თურქული სამხედრო გემის აფეთქებაზე, რომელიც ლიბიის აღიარებული ხელისუფლებისათვის გადასაცემი იარაღით იყო დატვირთული.
ინფორმაცია თავიდან გავრცელდა "Sky News Arabia"-ს მიერ ლიბიის ოპოზიციური ძალების არმიის სარდლის ხალიფა ჰაფტარის მომხრეების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხალიფა ჰაფტარის თქმით მათი გაფრთხილების მიუხედავად, რომ "ააფეთქებდნენ ნებისმიერ ტრანსპორტს, რომელიც ლიბიაში სამთავრობო ჯარებისათვის იარაღს შეიტანდა", თურქეთის სამხედრო ხომალდი მიადგა ტრიპოლის პორტს იარაღით დატვირთული.
ჰაფტარმა მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ იგივე ბედი ელის ნებისმიერ თურქულ გემს, რომელიც იარაღით დატვირთული მიადგება ლიბიის დედაქალაქს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: "ჩვენ დავეხმარებით ლიბიის კანონიერ ხელისუფლებას ნებისმიერი სახით და ფორმით, თურქეთი ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებად მიიჩნევს ფაიეზ სარადჯის ხელისუფლებას".
ანკარა მოგეხსენებათ ლიბია-თურქეთის სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირების მერე ღიად ეხმარება, სარადჯის ხელისუფლებას.
ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ქვეყანა დაყოფილია ზონებად, უზარმაზარ რეგიონს ტერორისტები აკონტროლებენ.
საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობამ შეეჩერებინათ სისხლისღვრა შედეგი ვერ გამოიღო.
ქვეყანაში "ნატოს" ჯარების შესვლის მერე ლიბიაში მშვიდობა დაირღვა და მას შემდეგ ომი მიმდინარეობს.

image





0
388
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
388