x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101034
  • ვიდეო:345733
  • სურათი:463834
გარეული ცხოველები მხოლოდ ღამით აქტიურობენ, რათა ადამიანებთან კონტაქტი თავიდან აიცილონ
ცხოველები ღამით


როგორც უახლესი კვლევა ცხადყოფს, საკუთარი ბიოლოგიური რიტმის საპირისპიროდ, ძუძუმწოვრებს ძინავთ დღისით, რათა თავიდან აიცილონ ადამიანებთან კონტაქტი, რასაც კატასტროფული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია მათ სიცოცხლეზე. ცხოველები უკვე ძირითადად მხოლოდ ღამით აქტიურობენ.


პლანეტის უძლიერესი და ყველაზე მრისხანე მტაცებლები – ლომები, ვეფხვები და დათვები – ცხოველები, რომლებიც წინათ თამაშობდნენ, ნადირობდნენ და წყვილდებოდნენ როგორც დღისით, ასევე ღამით, აღარ აქტიურობენ მზის შუქზე, რათა შემთხვევით ადამიანებს არ შეეჩეხონ.


როგორც ბერკლის (კალიფორნია, აშშ) კვლევამ ცხადყო, გარეულ ცხოველებს ეშინიათ ადამიანებთან ნებისმიერი ხასიათის კონტაქტის. ისინი გაურბიან არამხოლოდ მონადირეებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებსაც.



ადამიანის საქმიანობის ისეთი ასპექტები, როგორებიცაა მიწის დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ტყეების გაკაფვა და ქალაქების გაშენება, აიძულებს ცხოველებს, დღისით ყოველგვარი აქტიურობა შეწყვიტონ და ღამით მოქმედების რეჟიმში იცხოვრონ.


მაგალითად, “ნეიშენელ ჯეოგრაფიკის” ცნობით, სინათლის მოყვარული ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან აზიური მზის დათვები, რომლებიც წარსულ საუკუნეებში საკუთარი სიცოცხლის 80 %-ს მზეში ატარებდნენ, რათა D ვიტამინი გამოემუშავებინათ, დღეს სიცოცხლის 90 %-ს ღამის სიბნელეში ატარებენ.


ძუძუმწოვრები სულ მცირე, უკანასკნელი 65 მილიონი წლის მანძილზე იყვნენ დღისით აქტიურები. ღამით აქტიურობის რეჟიმზე გადასვლას მათ ჯანმრთელობაზე გამოუსწორებელი დარტყმის მიყენება შეუძლია.


ცხოველები ღამით


ადამიანების თვით ისეთ უწყინარ გართობასაც კი, როგორიც არის ტყეში სალაშქროდ წასვლა, შეუძლია ცხოველებს დაურღვიოს ცხოვრების რიტმი.


როგორც ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, ცხოველთა 64 შესწავლილი სახეობის 20 %-ზე მეტი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო ღამეულ ცხოვრებაზე გადავიდა და სრულებით შეწყვიტა დღის სინათლეზე გამოჩენა.


ეს ყოველივე ნათელს ფენს იმ ფაქტს, თუ რამდენად წინდაუხედავები ვართ ადამიანები და რამდენად შეუძლია ჩვენი ცხოვრების თითქოს ყველაზე უწყინარ ასპექტებსაც კი გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს ეკოსისტემას.


0
256
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0