x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარი ხდება

სიგარეტის წევა


როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სიგარეტის კონტრაბანდა მართლაც წარმოადგენს გამოწვევას, თუმცა მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებიც, რომლებმაც ანალოგიურად გააძვირეს სიგარეტის ფასი, რათა ეზრუნათ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამ სიტყვებით მინისტრმა სიგარეტის ფასის კიდევ უფრო გაძვირება დააანონსა.


ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირში სიგარეტის ფასები უნდა გათანაბრდეს.


ევროკავშირის ქვეყნებში სიგარეტის ფასი საშუალოდ 5 ევროდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ერთი კოლოფი სიგარეტის მინიმალური ღირებულება 15 ლარი გახდება.



ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) შეფასების თანახმად, როგორც თამბაქოს მოხმარება, ასევე პასიური მწევლობა არის დაავადებათა შემდეგი ჯგუფების რისკ ფაქტორი: კარდიოვასკულარული დაავადებები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, მათ შორის ფილტვის სიმსივნეები, ასთმური დაავადებები და ასევე სხვადასხვა ორგანოთა ჯგუფის სიმსივნეები.


სიგარეტის წევა


საქართველოში თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 3000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, ხოლო ამ მავნე ჩვევისგან გამოწვეული პათოლოგიების მკურნალობა ბიუჯეტს ყოველწლიურად 200 მილიონი ლარით აზარალებს.


როგორც მთელი რიგი ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევებით არის დადგენილი, სიგარეტსა და თამბაქოს სხვა ნაწარმზე ფასების ზრდა ადამიანებს ნიკოტინდამოკიდებულებისთვის თავის დანებებისკენ უბიძგებს.

1
872
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
872
  
2020, 22 თებერვალი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1