x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ არ ღირს იაპონიაში ლიფტში პირველი შესვლა

image


იაპონურ კულტურაში, თანმიმდევრობასაც კი, რომლის მიხედვით ადამიანები ლიფტში შედიან, მათ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებთ. ამიტომ ასეთ წვრილმანებშიც კი, "ამომავალი მზის" ქვეყნის შვილებს სრული ჰარმონია და წესრიგი აქვთ, სადაც თითოეულმა მათგანმა თავისი როლი და ადგილი ზუსტად იცის.


image


იაპონური ეტიკეტი არა მხოლოდ საკმაოდ მკაფიო, არამედ ძალიან ზუსტია. ადამიანების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება არა მხოლოდ სქესის, ასაკისა და სოციალური სტატუსის, არამედ სიტუაციის მიხედვითაც განისაზღვრება, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალი ისეთი უჩვეულო წესი მოქმედებს, რომლებიც ურთიერთობებს მცირე დეტალებამდეც კი არეგულირებს, რაც ერთი მხრივ - ძნელი, თუმცა, მეორე მხრივ - საკმაოდ მოსახერხებელია, ვინაიდან ზედმეტი ტვინის ჭყლეტა საჭირო არ არის.



image



მაგალითად, ავიღოთ ლიფტი. ალბათ, ყველა აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც კაბინაში შესული იძულებული ხარ დაელოდო მეორე ადამიანს, რომელიც ლიფტისკენ მორბის და ამ დროს კარების დამჭერი არავინაა, შედეგად, კარები იხურება და ადამიანი გარეთ რჩება. იაპონიაში, სწორედ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის საგანგებო წესი არსებობს. ამისათვის მათ - სპეციალური, ლიფტის კაპიტნის მოვალეობა მოიფიქრეს.


image



ლიფტით სარგებლობის არაფორმალური წესები:


1. თუ ცარიელ ლიფტში პირველი შეხვედით - თქვენ ლიფტის კაპიტანი ხართ.

2. როგორც ლიფტის კაპიტანი კი, ვალდებული ხართ დადგეთ მართვის პანელის გვერდით და დააჭიროთ თითი კარების გაღების ღილაკს, დაელოდეთ, სანამ ყველა მსურველი კაბინაში არ შემოვა.

3. ლიფტში როგორც კი ბოლო ადამიანი შემოვა, კარების დახურვის ღილაკს დააჭირეთ, დაელოდეთ სანამ კარებები არ დაიხურება. ამ დროს უკვე კაბინაში შესვლა ყველასთვის იკრძალება.

4. როგორც კაპიტანი, ვალდებული ხართ თითოეულ სართულზე სადაც ლიფტი შეჩერდება კარები გეჭიროთ.

5. თუ თქვენს სართულზე ახვედით, დაიმახსოვრეთ, როგორც გემის კაპიტანმა კაბინა ყველაზე ბოლოს უნდა დატოვოთ, თქვენ ვალდებული ხართ ღია კარები ყველასთვის ბოლომდე გეჭიროთ.

6. ახალი კაპიტანი ხდება ის, ვინც საკონტროლო პანელთან ყველაზე ახლოს იმყოფება. ახალ კაპიტანს კარები მანამ უჭირავს, სანამ ძველი კაპიტანი ლიფტს არ დატოვებს.


image


მოკლედ, თუ თქვენ იაპონიაში პირველად ხართ და საკმარისი გამოცდილებაც არ გაქვთ (ან არც სწრაფი რეაქციებით და გარკვეული უნარებით გამოირჩევით, რაც ყველა კაპიტანს უნდა გააჩნდეს) უბრალოდ, ეცადეთ ლიფტში პირველი არ შეხვიდეთ და საკონტროლო პანელიდანაც საკმაოდ შორს დადგეთ.



0
1040
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1040