x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
2020 წლის საუკეთესო აპლიკაციები უცხო ენების შესასწავლად: საქმეში Netflix ერთვება
ახლა უცხო ენა შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად ისწავლოთ, რადგან რამდენიმე აპლიკაცია არსებობს, რომლებიც ამ ამოცანასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ენის შესასწავლი საუკეთესო აპლიკაციები სიტყვის მარაგის გაფართოებაში, სწორი გრამატიკის სწავლაში და გაკვეთილების მარტივად ათვისებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ასეთი სწავლება საკმაოდ ეკონომიკურია, განსაკუთრებით თუ უცხო ენის შემსწავლელ კურსებს შევადარებთ.

თუ უცხო ენის სწავლა გსურთ, შემდეგ აპლიკაციებს სჯობს ყურადღება მიაქციოთ.


image

Babbel


ონლაინ სწავლება ბაბელთან ერთად უფრო მეტად ჰგავს უცხო ენის შესწავლას, რომელსაც სკოლის პროგრამაში ნახავთ. სწავლება საკმაოდ მარტივი და გასართობია. თითოეული გაკვეთილი თარგმანს, სიტყვის ან ფრაზის ვარიანტებს, ასევე ნახატებს მოიცავს.

ასევე დაწერილ სიტყვებს ნახავთ, რომელსაც სწავლობთ ან მან წარმოთქმას მოუსმენთ. გაკვეთილები მხოლოდ 15 წუთი გრძელდება, ამიტომ ენის შესწავლა არ გაგიჭირდებათ. სპეციალური მოდელი ყველა წარმატების ჩანიშვნის საშუალებას მოგცემთ.


Mondly

ამ საინტერესო აპლიკაციას ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს. აპლიკაცია მოიცავს სურათებს, აუდიოჩანაწერებს, თარგმნას, რომლებიც სწავლაში დაგეხმარებათ.

მასწავლებელი სიტყვას და ფრაზას საკმაოდ მელოდიურად გამოთქვამს, რომ მათი აღქმა გაგიადვილდეთ. გარდა ამისა, აპლიკაცია პრემიუმ ფუნქციაზე დიდ ფასდაკლებას იძლევა.


image


Duolingo

ამ აპლიკაციას საკმაოდ საინტერესო ინტერფეისი და მოკლე სათამაშო ვარჯიშები აქვს. პროგრამაში შეზღუდული არაა ენები, რომლებიც შეგიძლიათ ერთდროულად შეისწავლოთ. აქ უკვე შესწავლილ თემებს მარტივად დაუბრუნდებით, რომ მასალა გაამყაროთ.

აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დათვალოთ დღეები, როცა საკუთარი მიზნების მიღწევა შეძელით.


Memrise

ამ აპლიკაციის დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მოკლე ვიდეორგოლები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც გაჩვენებთ თუ სხვადასხვა ფრაზა რეალურ საუბარში როგორ გამოიყენება. გაკვეთილები ხმის ტონალობს და სიტყვის ან ფრაზის წარმოთქმის საშუალებას გაძლევთ. ასევე სიტყვის ან ფრაზის თარგმნას, ასევე მათი გამოყენების განმარტებას მიიღებთ.


image

Busuu

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ენის არჩევას შეძლებთ, რომლის შესწავლაც გსურთ და პროგრამა დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რა დონას ფლობთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ყოველდღიური მიზნები და სწავლების გეგმა შეადგინოთ.


Lirica

თუ ერთსა და იმავე მუსიკას ხშირად უსმენთ, გამეორებით სიტყვის სწავლას შეძლებთ. აპლიკაცია უნიკალურია იმით, რომ უცხო ენის სწავლებისთვის გამოგადგებათ.

სწავლების ტრადიციული მეთოდის ნაცვლად აპლიკაცია პოპულარულ მუსიკას იყენებს. ამასთან ქვეყნის უნიკალურ კულტურაში ჩაძირვას შეძლებთ.


image

Drops

ამ აპლიკაციას მხიარული გაფორმება აქვს. ის თითოეულ ასოს გაჩვენებთ, სიტყვას წარმოთქვამს და სურათს გიჩვენებთ. აპლიკაციაში ახალი ენა ყოველთვის ემატება.

ყოველი გაკვეთილის შემდეგ შეგიძლიათ შესრულებული ამოცანების სტატისტიკა შეამოწმოთ.


Netflix

იმის მიუხედავად, რომ Netflix ტექნიკურად აპლიკაცია არაა, ენის შესწავლის უფასო გაფართოება დაგეხმარებათ, რომ ბევრი ენის მცოდნე გახდეთ. აპლიკაციის დაყენების შემდეგ უცხო ენის შესასწავლად გაკვეთილი აირჩიეთ. სწავლება ძირითადად ფილმის ან ტელეშოუს ყურებით ხდება.

ვიდეოს ჩვენების დროს ეკრანის ქვედა ნაწილზე თქვენს მშობლიურ ენაზე სუბტიტრები ჩნდება, ასევე იმ ენაზე, რომლის შესწავლაც გსურთ. თქვენ შეგიძლიათ დიალოგებს მოუსმინოთ, საჭირო შემთხვევაში ვიდეო შეაჩეროთ და კვლავ ჩართოთ.


image

Pimsleur

ეს აპლიკაცია შესასწავლად 51 ენას გვთავაზობს. თავისი არსით თქვენ ირჩევთ ენას, რომლის სწავლაც გსურთ და 30 წუთიან აუდიოგაკვეთილს იწყებთ. აპლიკაცია როლურ ამოცანებს, კითხვის გაკვეთილებს და ციფრულ სურათებს მოიცავს.


Rosetta Stone

ყველაზე ცნობილი აპლიკაცია უცხო ენის შესასწავლად. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, აპლიკაცია შეგიძლიათ საკუთარი უპირატესობების მიხედვით ააწყოთ. სწავლება საკმაოდ მარტივად და მოსახერხებელ რეჟიმში ხდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

18 შთამაგონებელი იდეა, რომელიც ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს

image

ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

image

დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ

image

9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

image

ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ

image

0
169
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
169