x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
2020 წლის მოდური კაბები და ტენდენციები
გაზაფხული გვიახლოვდება, რაც იმის ნიშანია, რომ მალე გარდერობის გაახლება მოგვიწევს. მაგრამ რომელ მოდელებს და ტენდენციებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ?

წარმოგიდგენთ წამყვანი დიზაინერების მიერ შემოთავაზებულ ტენდენციებს:image

1.ლურჯი-წლის ფერი

აქტუალური მოდელი და ლურჯი ფერი - ყოველთვის მომგებიანი ვარიანტია. მაგრამ ეს ფერი ყველას როდი უხდება. თუმცა, გამოსავალი აქაც შეგიძლიათ მონახოთ და ლურჯის სხვადასხვა შეფერილობები მოსინჯოთ.image


2.პასტელის ფერები

პასტელის მთელი პალიტრა ამ წელს ძალიან მოდურია. ასეთი ფერის კაბები ძალიან დახვეწილი და შთამბეჭდავია.

image

3.მინი

მინი ისევ მოდაშია. თუ ლამაზი ფეხები გაქვთ, ეს ტენდენცია თქვენთვისაა.image

4.ბოჰემური 70-იანები

ბოჰემური 70-იანები ისევ მრავალი დიზაინერის შთაგონების წყაროა. ამ შტრიხს ბევრი წამყავნი დიზაინერის და მოდის სახლის კოლექციებში ნახავთ.

image

5.დრაპირება

დრაპირება კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას. მისი წყალობით შესანიშნავად შეგიძლიათ სხეულის პრობლემური ადგილები შენიღბოთ.

image

6.ასიმეტრია

ასიმეტრიული კაბები ყოველთვის ორიგინალურად გამოიყურება. მათი წყალობით შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებით.image

7.მოშიშვლებული მხრები

ეს ტრენდი თქვენს ქალურობას კიდევ უფრო გამოკვეთს. კაბები ასეთი მხრებით-ამ წლის ერთ-ერთი ფავორიტია.

image

8.გამჭვირვალე

ჰაეროვანი შიფონის კაბები და ცალკეული გამჭვირვალე დეტალები-სინაზის პიკია. ასეთი კაბები უფრო მეტ ჰაეროვნებასა და ქალურობას შეგძენთ.

image

9.მინიმალიზმი

ეს ტრენდი ნამდვილად არ გახლავთ ახალი, მაგრამ აქტუალობას კვლავაც ინარჩუნებს. ასეთი კაბები თითქმის ყველა ქალს უხდება და თანაც, შეგიძლიათ ორიგინალური შტრიხები შემატოთ აქსესუარებით.

image

0
823
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
823
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0