x
image
გემი დალანდი
იცით რას ნიშნავს ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის სხვადასხვა ფერი?
image
ჭურჭლის რეცხვა ნამდვილად არაა სასიამოვნო, მაგრამ ეს საქმიანობა ძალიან ბევრი დიასახლისის ყოველდღიური რუტინაა.

გიფიქრიათ როდისმე, თუ რატომ აქვს ჭურჭლის სარეცხის ღრუბლებს სხვადასხვა ფერი? შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ სილამაზისთვისაა, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ამის შესახებ გამოცდილმა დიასახლისებმაც კი არაფერი იციან.

როგორც წესი, მათ სხვადასხვა შეფერილობას ძალიან ბევრი ადამიანი მარკეტინგულ ხრიკად აღიქვამს. სინამდვილეში კი ფერი-ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მთავარი მახასიათებელია.

imageღრუბლის ერთი ზედაპირი, როგორც წესი, უხეში ბოჭკოებისგანაა დამზადებული. ეს მხარე მიმწვარი და ძნელად მოსაცილებელი ნარჩენებისთვის გამოიყენება და სწორედ მათ უნდა მიაქციოთ ყურადღება.image
თუ ღრუბელი მწვანე ფერისაა-ის ძნელად მოსაშორებელი ნარჩენებისთვისაა განკუთვნილი, მისი მაგარი ზედაპირი გაცილებით უხეშია და ამიტომ ნაზ ზედაპირზე შესაძლოა ნაკაწრებიც კი დატოვოს. ამიტომ, ფრთხილად უნდა გამოიყენოთ ასეთ ჭურჭელთან.


ემალირებული ჭურჭელიც კი შეიძლება დააზიანოს ასეთმა უხეშმა ღრუბელმა, ამიტომ ღრუბლის შერჩევისა თუ გამოყენებისას, მისი ფერი აუცილებლად გაითვალისწინეთ.

image თუ ღრუბელს წითელი შეფერილობა აქვს-მისი სახეხი ნაწილი საშუალო სიმაგრისაა. ეს ფერი გაცილებით ოპტიმალური არჩევანია. წითელი ღრუბლით საჭმლის ნარჩენებსაც კარგად მოაშორებთ და არც ნაკაწრების გაჩენის საფრთხე ემუქრება თქვენს ჭურჭელს.imageრაც შეეხება ყვითელ ფერს-ეს ყველაზე რბილი ვარიანტია. ამ ღრუბლით თამამად შეგიძლიათ მინის და ფაიფურის ნაზი ჭიქები გარეცხოთ. ნაკაწრები გამორიცხულია.

image როგორც ხედავთ, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის შეფერილობა ნამდვილად არ ყოფილა მარკეტინგული სვლა და როცა მის ყიდვას დააპირებთ, შეგიძლიათ ამ ცოდნით იხელმძღვანელოთ.


1
6428
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
6428
  
2020, 23 თებერვალი, 23:48
მესულ მაგას ვყიდულობ
0 1 1