x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოციალურ ქსელში უცნობ ქალს დასცინეს და როცა გაირკვა სიმართლე, ბოდიში მოუხადეს (ვიდეო)
image
ბრენდონ ტატრო ქალაქ იაკიმას(აშშ) ერთ-ერთ ქუჩაზე მისეირნობდა, როდესაც საკმაოდ უცნაურ სურათს გადააწყდა, ქერათმიანი ქალბატონი სახლის წინ მტვერსასრუტით წმინდავდა ტროტუარს, რა დროსაც საკმაოდ სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა შენარჩუნებული, ახალგაზრდა კაცი ამ უცნაურმა სურათმა საკმაოდ გააკვირვა და გაამხიარულა, ამოიღო ტელეფონი, გადაიღო ვიდეო და "ფეისბუქზე" დადო.


ვიდეორგოლის გმირი საკმაოდ მალე გახდა დაცინვის საგანი, სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ, რომ ქალს დაავიწყდა, რომ არსებობს ცოცხი, ზოგმა სულელი უწოდა, ხოლო ზიგიერთმა ივარაუდა, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო.



ეს ისტორია იმით მთავრდება, რომ არ არის სასურველი ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა, თუ არ იცით მსგავსი ქმედების მიზეზი.


ქალი, რომელიც ასე უცნაურად იქცეოდა, აღმოჩნდა ადგილობრივი მაცხოვრებელი კეტი როდრიგესი, როგორც Fox News ი წერს, ქალმა განმარტა, რომ ცოტა ხნის წინ მის სახლთან მდგომ ფურგონს დაეჯახა მთვრალი მძღოლი, ირგვლივ მიმოიფანტა შუშის ნამსხვრევები და იმის შიშით, რომ შესაძლოა ვინმემ ჭრილობა მიიღოს გადაწყვიტა ამ ხერხით გაესუფთავებინა ადგილი.



"მე არც ნარკომანი ვარ და არც გიჟი, ვფიქრობდი სხვა ადამიანებზე და ცხოველებზე, რომ არ დაზიანებულიყვნენ"-აღნიშნა კეტიმ.


სოციალური ქსელის მრავალმა მომხმარებელმა ბოდიში მოუხადა კეტის, მათ შორის ვიდეორგოლის ავტორმაც.


მეტიც, სოციალური ქსელის მომხარებლებმა გააწყვიტეს, კეტის შეუგროვონ და დაუმატონ ახალი მანქანის ფული, მისი ფურგონი ფაქტობრივად გადასაგდებია.

0
670
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0