x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის ეკლესიამ ქალებს "უფასო მეძავები" უწოდა
image
რუსეთის საპატრიარქოს კომისიის თავმჯდომარე ოჯახურ საკითხებში შეხვდა საზოგადოება "OrthodoxBRO»-ს წევრებს, დიმიტრი სმირნოვის აზრით "ჩვენთან ქალებს თავადაც არ ესმით რა არის ქორწინება, არ სურთ აღიარონ, რომ "მე უფასო მეძავი ვარ", ამიტომ ამბობენ:სამოქალაქო ქორწინებაში ვიმყოფები.გამარჯობათ!არადა შენ უფასოდ უწევ მომსახურეობას და მორჩა!ისე სხვა შემთხვევაში შენ ცოლად არავინ მიგიჩნევს"


სასულიერო პირის განცხადებით, ქვეყანაში სტატისტიკის მიხედვით გათხოვილი ქალები რამდენჯერმე აჭარბებენ დაქორწინებულ მამაკაცებს, რომლის ახსნაც მარტივად შეიძლება:"ის მამაკაცები, რომლებზეც ამბობენ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება, არ თვლიან მათ ცოლებად, არამედ დროებით სიამოვნებად, ისინი რომ მათ ცოლებად თვლიდნენ, რა ძნელია რეგისტრაციის გავლა?არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს"-განაცხადა სმირნოვმა.



ამ განცხადებას საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოებიდან და რუსეთის მთავრობიდან, მოგვიანებით განცხადება გააკეთა ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილემ ვახტანგ ყიფშიძემ, რომელმაც სცადა "შეემსუბუქებინა" მღვდელთმთავარის განცხადება.



მან აღნიშნა, რომ საკუთარი განცხადებით სმირნოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ქალების პრობლემებზე, რომლებიც მამაკაცებთან ერთად ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე, "თავისებური წესით". რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ივარაუდა, რომ მღვდელს სურდა ესაუბრა იმ ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, რომლებსაც ქალები მამაკაცებისგან განიცდიან, რა დროსაც უარს ამბობენ ოჯახური ვალდებულებების შესრულებაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეყრებიან.




სახელმწიფო დუმის საოჯახო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოქსანა პუშკინამ სმირნოვის სიტყვებს ”უსიამოვნო” უწოდა, აღნიშნა, რომ დრო იცვლება, ხოლო რუსეთში სწავლობენ ბოდიშის მოხდას და შეცდომების აღიარებას.


ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეკლესიის საზოგადოებასა და მედიას შორის ურთიერთობის განყოფილების უფროსს მიმართა ასეთი შეკითხვით: "შემიძლია თუ არა ასევე ვუწოდო(გულისხმობს მეძავს) მამაკაცებს, რომლებიც ცხოვრობენ სამოქალაქო ქორწინებაში?.


რუსეთის ქალთა კავშირის აზრით, სმირნოვის შენიშვნა არის "ცუდი და მოულოდნელი", მაგრამ ამ შემთხვევაში "ყველას როგორც შეუძლია ასე იცავს საკუთარი ფასეულობებს" , უნდა ითქვას, რომ ოჯახი არის საფუძველი, რომელიც დაფუძნებულია "სიყვარულზე, პატივისცემასა და პასუხისმგებლობაზე".

0
202
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0