x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
მგონი რომ აზრები "დავარცხნილია" ,"ანდა იქნებ...?"

image

აზრები უშუალოა, რეალიზმით სავსე და ღრმად ფილოსოფიური“, თითქოს მარტივია, მარტივად ფიქრობს და მარტივად გვაფიქრებს, გენიალურობაც ამაშია.ციტირება უფრო მარტივია, ვიდრე ანალიზი და სირთულე არსადაა და არსადაა ფინალი.დასკვნა არაა მისი მთავარი მოტივი, მთავარი მიმდინარეობაა, შედეგი არ მნიშვნელობს, არამედ პროცესი, ის გვახედებს იქ, სადაც სირთულეშია სიმარტივე.მისი აზრები უსაზღვრო შესაძლებლობაა, გვაძლევს გასაქანს რომ დავუშვათ და დასაშვებზე უფრო მეტი დავუშვათ, ნუ გამოვრიცხავთ და არ გამოვრიცხოთ, "რა იქნებოდა რომ..." ან "ანდა იქნებ...?"სამყარო უსამართლოა, თუ მას უსამართლოდ ჩათვლი...მარტივია არა?

სტანისლავ ეჟი ლეცი(1909-1966) პოლონელი პოეტი, ძალიან პოპულარული გახდა მისი აფორიზმების, სენტენციებისა და ეპიგრამების ციკლი "დაუვარცხნელი აზრები" და "ახალი დაუვარცხნელი აზრები".ერთხელ მწერალმა მკითხველისგან წერილი მიიღო "კაცმა თქვენი აფორიზმები რომ გაიგოს, ნაკითხი უნდა იყოს", მან კი მოკლედ უპასუხა "აბა, როგორ!"

34.ან იქნებ სულაც ღმერთმა დამაკისრა თავისი ათეისტობა?

62.თუკი მუსაიფის ხელოვნება ამაღლდებოდა, შობადობა დაიკლებდა.

153.კაციჭამია თუ დანა-ჩანგალს ხმარობს, ვითომ ეს პროგრესია?

276.ვისაც სინდისი არ აქვს, უსინდისობით უხდება ამის ანაზღაურება.


369.თუ მირაჟი სინამდვილე გამოდგა, ზარალის ანაზღაურება მოითხოვეთ.

472.ყველაფერი აღწერილია.საბედნიეროდ, ყველაფერზე ჯერ არ უფიქრიათ.

532.პირველმა ისროლე ქვა, თორემ ეპიგონის სახელი გაგივარდება.

652.დასკვნა-ძნელი დასაწყისია.

780.ჯერ იყო სიტყვა.მხოლოდ შემდეგ ჩამოდგა დუმილი.

836.ვთქვათ, მართლაც გაანგრიე თავით კედელი.მერედა რა უნდა ქნა მეზობელ საკანში?



პ.ს გაგრძელება იქნება



0
78
4-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ქაფიანიძე
მაკა ქაფიანიძე
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0