x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ანკარის მიერ ამერიკისათვის გაგზავნილმა თხოვნამ, თურქეთს გადასცეს საზენიტო, სარაკეტო სისტემა "Patriot"-ი, მეტყველებს იმაზე, რომ თურქეთი სირიაში საბრძოლო ავიაციის გამოყენებას გეგმავს

image მასიური ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ანკარის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მიწოდებულ თხოვნაზე-საზენიტო სარაკეტო სისტემა "Patriot"-ის თურქეთისათვის მიწოდების შესახებ მეტყველებს ანკარის მიერ იდლიბის პროვინციაში მოქმედი თურქეთის არმიის დანაყოფების მოქმედებებში ჩართოს ავიაცია და სირიული და რუსული ავიაციისაგან საკუთარი სამხედროების დასაცავად ჯერ კიდევ გამოცდის რეჟიმში მყოფ რუსულ ს400-ს ამერიკული სისტემა ამჯობინა.
ექსპერტები თვლიან, ამერიკული სისტემები თურქებს სულაც არ ჭირდება საკუთარი საზღვრების და ცის ჩასაკეტად, მათ ეს ჭირდებათ საკუთარი სამხედრო ავიაციის დასაფარად სირიის საჰაერო სივრცეში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თურქეთმა აშშ-ს საზენიტო, სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე ჯერ კიდევ წინა კვირას გაუგზავნა თხოვნა.
თავად თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, იდლიბის პროვინციაზე კონტროლის აღება მხოლოდ დროის ამბავია.
ის, რომ თურქები გადამწყვეტ როლს ანიჭებენ ამერიკული სისტემის მიღებას ადასტურებს ერთი ფაქტიც.
გახსოვთ ალბათ თურქეთის მიერ რუსული საფრონტო ბომბდამშენის
"Су-24"-ის ჩამოგდება.
თუ აქამდე ამ ფაქტს ასე თუ ისე ზერელედ განიხილავდნენ რუსები, ახლა უკვე რუსი ექსპერტები ღიად საუბრობენ ამ თემაზე.
ტელეარხმა «Звезда»-მ გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეოკადრები სადაც კარგად ჩანს საზენიტო რაკეტის გაშვების პროცესი.
ახლა ამბოხებულები, რომლებიც სირიის სამთავრობო არმიამ უკუაგდო რუსული სამხედრო ავიაციის დახმარებით, ცდილობენ კონტრშეტევით დახურონ გასასვლელი სარმინის სამხრეთით.
ამბოხებულები იყენებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომელიც მათ თურქეთმა მიაწოდა, საუბარია პროთურქულ დანაყოფებზე სირიაში.
image თურქული წყაროების ინფორმაციით, თურქული მხარე კარგა ხანია უკვე რაც ამუშავებს გეგმას სირიაში " F-16"-ის გამოყენებაზე და თუ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააკმაყოფილა თურქეთის თხოვნა საზენიტო, სარაკეტო სისტემა "Пэтриот"-ის მიწოდებაზე, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო დაუყოვნებლივ გადაისვრის სირიაში აღნიშნულ სისტემას და მათი ოპერატიულ მიმართულებებზე გაშლის შემთხვევაში აქტიურად ჩართავს საბრძოლო მოქმედებებში "F-16"-ს.

0
616
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
616