x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჩინგიზ ყაენი და მისი იმპერია
აღმოსავლეთ მონღოლეთში, ხენტის რეგიონში, მდინარე ონონის ნაპირებთან დელუუნ ბოლდოკში დაიბადა თემუჩინი, მომავალში ჩინგიზ ყაენი. მისმა მამამ, ესუგეიმ თათრებთან ბრძოლაში მოკლა მათი მთავარი თემუჩინ უგე და სახლში დაბრუნებულმა თავის ახალშობილსაც დამარცხებული ბელადის სახელი დაარქვა. მემატიანეთა გადმოცემით თემუჩინს ბავშვობაში ძაღლების ეშინოდა და მტირალაც იყო. სიყმაწვილეში სიღატაკეს და გაჭირვებას განიცდიდა, ის მეზობელ ტომს ჩაუვარდა ტყვედ და 3 წელი მძიმე მონობაში გაატარა.
image
მის სახელთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო მონღოლური ვერსია. "ჩინ" – მონღოლურად ძლიერს, შეურყეველს და უშიშარს ნიშნავს, "ჩინო" მგელს ნიშნავს და რადგანაც მონღოლთა წარმოდგენებსა და ლეგენდებში მგელს განსაკუთრებული ადგილი უკავია – ეს გარეული ნადირი თავიანთ საერთო წინაპრად მიაჩნიათ, აქედან გამომდინარე ჩინგიზ ყაენის სახელიც დაკავშირებულია ამ სიტყვებთან.
მამა – ესუგეი, ბორჯიგინის გვარის წარმომადგენელი იყო, ისინი კი ტაიჩიუდთა ძლევამოსილ ტომს ემორჩილებოდნენ. მას პირველი ცოლიდან – სოჩიგელიდან ჰყავდა ერთი ვაჟი ბეგთერი, რომელიც შემდგომ თემუჩინმა და ჰასარმა ჩასაფრება მოუწყვეს და ისრებით დაცხრილეს.
დედა – ოელუნი მერკიტი იყო, ყველაზე ლამაზ ოლხუნუდის ტომიდან, ის მერკიტთა ტომის მეომრის ჩილედუს ცოლი იყო ვიდრე ესუგეი მას წაართმევდა.
image
ქერულენი და ონონი ძირითადი მონღოლეთის მთავარი მდინარეებია, რომელთა ნაპირებზეც გაატარა სიყმაწვილე თემუჩინმა. მომავალი ყაენი ახალგაზრდობის გარკვეული პერიოდი ცენტრალური აზიის ყველაზე ძლიერი ტომის – ქერაითების მბრძანებლის ვან ხანის უბრალო ნუქერიც კი იყო. პირველად ტომის ბელადი გახდა ხარა ჯირუგენის მთასთან მდებარე ტბა ხოხთან, ანუ გულის ფორმის მთის ძირში მდებარე ლურჯ ტბასთან, ხოლო 50 წლის თემუჩინი უკვე დიდ ყაენად გამოაცხადეს ყურულთაიზე.
image
ჩინგიზ ყაენმა შექმნა კარგად გაწვრთნილი და უმაღლეს დისწიპლინას დაქვემდებარებული არმია. მისი რეფორმები შეეხებოდა მეომრების დაყოფას, რაც შემდეგში მდგომარეობდა: არბანები – ათეულები; ძაგუნი – ასეული; მინგანი – ათასეული; დუმანი – ათიათასეული. არმიაში თითოეულ მონღოლ მეომარს ევალებოდა იარაღი თავისი ხელით გაეკეთებინა ან შეეძინა, შესაბამისად იარაღის ხარისხიც სხვადასხვანაირი იყო. 25 წელიწადში მონღოლურმა არმიამ უფრო მეტი მიწა და ხალხი დაიპყრო, ვიდრე რომაელებმა მოახერხეს 4 საუკუნის მანძილზე.
image
მონღოლები და თათრები იმ დროს ორი სხვადასხვა ხალხის სახელი კი არ იყო, არამედ ერთიდაიგივე ხალხის ორი სახელწოდება. საკმაოდ გვიან გახდა "თათარი" აღმოსავლეთ ევროპის თურქული მოდგმის ხალხების აღმნიშვნელი. რადგანაც ჩინგიზ ყაენი გამოსული იყო პატარა ტომიდან მონღოლეთის აღმოსავლეთი ნაწილიდან მისი წარმომავლობა მკაფიოდ მონღოლური იყო. თავისი აღზევების შემდეგ მან ბრძანა, ცენტრალური აზიის ყველა დამორჩილებული ტომისთვის "მონღოლები" ეწოდებინათ.
image
ისტორიამ და დიდი მონღოლური იმპერიის ჟამთააღმწერელმა შემოგვინახა ცნობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ნადირობისა, რომელიც მოეწყო 1222–1223 წლების გასაყარზე ზამთრის თვეებში და მასში მონაწილეობდა 10 ათასი მონღოლი მხედარი.
image
ჩინგიზ ყაენის იმპერია გადაჭიმული იყო კოლოსალურ ფართობზე, იმ პერიოდისთვის კოლოსალური მოსახლეობით, არადა მონღოლური ტომი სულ მილიონი კაცს მოიცავდა. ჩინგიზ ყაენი ყველა დაპყრობილ ტერიტორიებზე განსაკუთრებით ყურადღებას უთმობდა ხიდების მშენებელობას და ყველა სხვა მმართველზე მეტი ხიდი ააგო ისტორიაში. გარდა ხიდებისა თავის სამფლობელოების მთავარ გზებზე აწყობდა ე.წ. "იამებს" ანუ საფოსტო პოსტებს, სადაც ყოველთვის მზად ჰყავდათ ცხენები და შიკრიკები ყაენის ბრძანების წასაღებად. საფოსტო ცხენს სადავეზე შებმული ჰქონდა ეჟვნები, რათა ყველა შემხვდურს გზა დაეთმო.
მთელს იმპერიაზე ვრცელდებოდა და სავალდებულო კანონად ითვლებოდა ჩინგიზ ყაენის მიერ დაწერილი ე.წ. კანონთა კრებული – იასა (ან იასაყი), ეს იყო დადგენილებებისა და წესები კრებული, რომელსაც დიდხანს იყენებდნენ მონღოლები, როგორც სამართლის კოდექსს. იასას მკაცრი კანონით ყოველი ნუქერი და უბრალო მეომარი ბრძოლის შემდეგ უნდა მისულიყო მბრძანებელთან და ცალ ფეხზე დაჩოქილს მიერთმია მისთვის მთელი ნადავლის მეხუთედი ნაწილი ყველაზე საუკეთესო რაც იქნებოდა. გარდა ამისა, გარკვეული წილი უნდა გადაედოთ მონღოლეთში დიდ ყაენთან გასაგზავნად, ქალაქ ყარაყორუმში.
ამჟამად იასა სრულიად მივიწყებულია და უმნიშვნელო ნაწყვეტებიღაა მისგან შემორჩენილი.
image
გასაოცარია კაცმა შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელმაც წერა კითხვა არც იცოდა, ასევე არ იცოდა მონღოლური ენის გარდა სხვა ენა. არც მონღოლმა ბელადებმა იცოდნენ წერა–კითხვა, რომ მნიშვნელოვანი ცნობები გაეგზავნათ, რადგანაც მათ ეშინოდათ რომ შათირს არ დაემახინჯებინა შინაარსი, ისინი სიმღერის სახით ადგენდნენ გასაგზავნ წერილს, რომელსაც შათირი ზეპირად სწავლობდა.
image
ჩინგიზ ყაენის პირველი ცოლი ბორტე მასზე ასაკით უფროსი იყო. მასთან ოთხი შვილი ჰყავდა: უფროსი ჯუჩი – თავნება და მოუდრეკელი, ჩაღათაი – მეორე შვილი, რომელსაც სძულდა უფროს ძმა ჯუჩი, უგუდეი – ჩინგიზ ყაენის მესამე შვილი და ბორტესთან ნაბოლარა – თული. მხოლოდ ისინი და მათი შთამომავლობა ატარებდა წოდებას – ჩინგიზიდები. ხოლო ცალკეული მათგანი მოიხსენიებოდა ჩინგიზიდი ქიურიაგანებად, ანუ ჩინგიზიდ უფლისწულებად.
ერთი ვერსიით ჯუჩი 1179 წელს გაჩენილა მერკიტთა ტყვეობაში ძალად დაორსულებული ბორტესგან, სახელიც "ჯუჩი" მონღოლურად სტუმარს ნიშნავს. ჩინგიზ ყაენი ბოლომდე არც ენდობოდა ჯუჩის, ამიტომ იყო რომ იგი ყველაზე შორეული ულუსის (ოლქის) მმართველად დანიშნა, სადაც მიწების დაპყრობა კვლავ უხდებოდა. მისი მკვლელობაც ბურუსითაა მოცული: ერთხელ ნადირობისას ნადირის დევნაში ჯუჩი ირემს გაეკიდა და ლელიანში თავის ნუქერებს ჩამორჩა, ძლივს იპოვნეს მოგვიანებით მონღოლთა ჩვეულების მიხედვით ხერხემალგადატეხილი ეგდო. ფარული მკვლელების ვინაობა ვერ გამოაშკარავდა, ადრევე მოესწროთ მიმალვა. გადმოცემით ამბობდნენ თავად ჩინგიზ ყაენის მიერ იყვნენ მიგზავნილებიო, ამ ვერსიას იმეორებს აღმოსავლური მემატიანეებიც – ჯუვეინი და სხვები.
ჩინგიზ ყაენს ასევე ჰყავდა თათარი ცოლები, არისტოკრატი იესუგენი და მისი უფროსი და იესუი. ყაენის უკანასკნელი ცოლი მერკიტი ხანის ასული ყულანი იყო, რომელთანაც ვაჟი შეეძინა ქულგანი. ქულგან ხანი მოგვიანებით ლურჯ ურდოში ბათო ხანთან იბრძოდა რუსთა ველებზე, სადაც რიაზანის მახლობლად მდებარე მოწინავე ციხე-სიმაგრე კოლომნასთან დაიღუპა.
image
ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების ყველაზე სანდო ვერსიაა, რომ ნადირობისას ცხენიდან გადმოვარდა ასაკში შესული. მისივე ანდერძით ის დაკრძალულია ხუნტეის მთათა სისტემის უმაღლეს მწვერვალ ბურხან ხალდუნზე რაც მონღოლურად ნიშნავს – "მთა ღმერთი". საბჭოთა პერიოდის დროს ეს სივრცე – "იხ ხორიგი" (მონღ. ჩაკეტილი ზონა) ჩაკეტეს ჩინგიზ ყაენის სავარაუდო სამარისკენ მისასვლელი გზები და გარკვეული ხანი ჩაკეტილი რჩებოდა.
ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ, მომსწრეთა სიტყვით დაწერილი იქნა ოფიციალური მატიანეები მისი ცხოვრებისა და ლაშქრობათა შესახებ მონღოლურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. ყველა ეს მემატიანეები აქებენ დიდ ყაენს და მონღოლთა მიერ დარბევებს და ამახინჯებენ მოვლენათა ნამდვილ სურათს, მართალს წერენ მხოლოდ რაშიდ ედ დინი და არაბი მემატიანე იბნ ალ ასრი. ასევე დღემდეა შემონახული სამხრეთ ჩინელი სარდლის, მენ ხუნის ჩანაწერები.
ჩინგიზ ყაენის გარდაცვალებიდან 141 წლის შემდეგ მონღოლები განდევნილნი იქნენ მათ მიერ დაპყრობილი ჩინეთიდან (1368 წელს) და 153 წლის შემდეგ (1380 წელს) დამარცხებულ იქნენ კულიკოვის ველზე რუსების მიერ.
image
ჩინგიზ ყაენის დინასტია წარმოადგენდა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხნიერ დინასტიას. ზუსტად 7 საუკუნის მანძილზე – 1220 წლიდან 1920 წლამდე, ვიდრე იქ საბჭოთა ხელისუფლება დამყარდებოდა ბუხარას ჩინგიზ ყაენის შთამომავლები, ყაენები და ემირები მართავდნენ. ჩინგიზ ყაენის უკანასკნელი შთამომავალი ალიმ ყაენი ძალაუფლებას ინარჩუნებდა 1920 წლამდე უზბეკეთში.
0
568
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0