x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია
მეცნიერები აპირებენ, რომ მომავალში ფუტკრები მინი რობოტებით ჩაანაცვლოს. ამერიკელმა ინჟინრებმა უკვე შექმნეს პატარა მფრინავი მოწყობილობები, რომლებიც 0, 66 გრამს იწონიან. მინიატურული ზომის მიუხედავად, სასწაულ ტექნიკას ხანგრძლივი მართვადი ფრენის განხორციელება შეუძლია.


image

ტექნოლოგიების განვითარება

ბოლო წლებში ინჟინრების ძალიან ბევრი ჯგუფი ცდილობს, რომ 1 გრამზე ნაკლები წონის მიკროაპარატები შექმნან. დღესდღეობით ამ ამოცანის შესრულება ძალიან რთულია. ასეთ პატარა მოწყობილობაში ხომ მართვის აპარატი, მოძრაობის მექანიზმი, ენერგიის მიღების სისტემა ან კვების სხვა წყარო უნდა მოთავსდეს.


ამ სფეროს განვითარებისთვის DARPA-მ გასულ წელს ინჟინრებს შორის ცალკე კონკურსიც კი გამოაცხადა.

როცა მეცნიერები მფრინავი რობოტების შექმნას ხელს კიდებენ, ამოცანა რამდენიმე მომენტით რთულდება: წონის შეზღუდვა და უფრო სწრაფი და მსუბუქი ამძრავის დაყენება. ამ მომენტისთვის უკვე არსებობს რობოტი-ფუტკრები, მაგრამ ისინი მუდმივად იხვეწებიან. აღსანიშნავია, რომ ახლა შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.


image

სიახლეები

მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ ჰარვარდის და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფმა მსოფლიოს აჩვენა მზის ბატარეაზე მომუშავე მფრინავი მოწყობილობა, ასევე რობოტები, რომლებიც მავთულის მეშვეობით იკვებებიან და კონტროლირებადი ფრენის შესრულება შეუძლიათ.


image

ყველა ამ მოწყობილობაში პიეზოელექტრული ამძრავები გამოიყენება, რომლებიც მცირე ზომის და მსუბუქი წონის გამო ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ დარტყმის მიმართ შეზღუდული წინააღმდეგობა აქვთ. რობოტი ფუტკრები ამ ეტაპისთვის არასტაბილურად დაფრინავენ, ამიტომ ეს პარამეტრი ძალიან მნიშვნელოვანია.

ახლა მეცნიერებმა შექმნა მინი რობოტი, რომელშიც რბილი დიელექტრიკული ამძრავები არის გამოყენებული.


ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

image

აშშ-ში სამკაულით კონტრაცეპტივების ტესტირებას ატარებენ

image

ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

image

ჩინეთში დაბადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შეიძლება გენიოსები გაიზარდნონ

image

მეცნიერები: ტატუს მქონე ადამიანები უფრო რისკიანები არიან, მაგრამ უძილობით იტანჯებიან

image

9 ძალიან მაგარი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბავშვებისთვის

image

0
366
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
366