x
image
Yoona
მყვინთავმა იმის გადაღება შეძლო, თუ როგორ იცვლის რვაფეხა ფერს (ვიდეო)
წყალქვეშა სამყარო გასაოცარი და შეუცნობელი ადგილია. პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათები და ვიდეოები ნამდვილად შთამბეჭდავია. ცოტა ხნის წინ წყალქვეშა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ვიდეო გამოჩნდა. მან ნამდვილი შოუ გადაიღო, რომლის დროსაც ბზინვარე რვაფეხამ ფერის შეცვლა დაიწყო.


image


სად მოხდა ეს?

ფოტოგრაფი და ოპერატორი ბრიჯიტ გლინი ვილემსტადეში, კიურასაოში ზუსტად 8 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა. ბრიჯიტმა გასაოცარი ადგილი აღმოაჩინა. მან ნათლად დაინახა, თუ კარიბის ზღვის რვაფეხამ ფერი როგორ სწრაფად შეიცვალა.



image


მან ამ ყველაფერის ვიდეოზე დაფიქსირება შეძლო. ბრიჯიტი აკვირდებოდა, თუ რვაფეხა მარჯნიდან მარჯნისკენ როგორ დაცურავდა და არაფერზე ეჭვი არ ეპარებოდა. იმ დროს გოგონამ კამერა ამოიღო და გადაღება დაიწყო, რვაფეხა გაჩერდა, თითქოსდა გაქვავდა, მაგრამ მისი ფერი ფართო სპექტრით ლამაზად იცვლებოდა.


image

რატომ იცვლის რვაფეხა ფერს?

ბუნებრივია, მისი მთავარი მიზანი შოუს ჩვენება არაა. ბრიჯიტი ამბობს, რომ რვაფეხა ფერს მხოლოდ ერთი მიზეზით იცვლის: ამრიგად მტაცებლებისგან თავს იცავს და მყვინთავების მოშორება სურს. მათ უჯრედის განსაკუთრებული სახეობა აქვთ, რომელსაც ქრომატოფორი ეწოდება, სწორედ ის იწვევს კანის ფერის ცვლილებას.


image

კანის ფერის შეცვლა კიდევ არაფერია. მათ ტექსტურის შეცვლა შეუძლიათ, რომელიც ქვებს ჰგავს, ასევე მის გვერდით მდებარე სხვა ნივთის სახე მიიღონ. ასე სწრაფად დამალვას ახერხებენ.

ბრიჯიტი ამბობს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, როცა ღამით ყვინთვის დროს ასეთ რვაფეხას ნახულობს. იმ დღეს გოგონას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რამდენად შთამბეჭდავ რამეს დაინახავდა. გაცნობიერება მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ამას დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ შეხედა. ბრიჯიტი არ უარყოფს, რომ ამის გაკეთების გამო სიამაყეს გრძნობს.


ასევე დაგაინტერესებთ:

20 შემთხვევა, როცა ცხოველებმა კადრი თავისი ყოფნით გაალამაზეს (+ ბონუსი)

image

15 ცხოველი, რომელზეც დედა ბუნებამ კარგად იმუშავა

image

“ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთად

image

სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს

image

არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს

image

0
332
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
332