x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100893
  • ვიდეო:345601
  • სურათი:463569
10 საინტერესო ისტორიული ფაქტი მაჰათმა განდიზე

image 1.მოჰანდას განდი(1869-1948) ინდოელი ხალხის ეროვნული ლიდერი იყო.ის ხელმძღვანელობდა ინდოეთის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.

image2.განდის ხშირად უწოდებდნენ მაჰათმას, რაც "დიდსულოვანს" ნიშნავს.მას სჯეროდა, რომ სიმართლე მხოლოდ ტოლერანტობისა და სხვებზე ზრუნვის შედეგად გაიმარჯვებდა.

3.ის დაიბადა პორბანდარში, გუჯარათში.13 წლისა თავისივე ასაკის გოგონაზე, კასტურბაზე დაქორწინდა.მათ 4 შვილი ეყოლათ.19 წლის ასაკში განდი სამართლის შესასწავლად ლონდონში გაემგზავრა.image4.1893 წელს განდიმ ადვოკატად დაიწყო მუშაობა სამხრეთ აფრიკაში, თუმცა იქ ჩასვლიდან მალევე, კანის ფერის გამო, მატარებლის ვაგონიდან გადააგდეს.ის სამხრეთ აფრიკაში 21 წელიწადი დარჩა.image5.განდი სამხრეთ აფრიკაში შანკანიანთა უფლებებისთვის იბრძოდა.სჯეროდა, რომ ოპონენტებს თავის სიმართლეში დაარწმუნებდა, ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.მოქმედების ამ მეთოდს სატიაგრაჰას პრინციპი ("სიმართლის გზა") ეწოდება.

6.განდი ინდოეთში 1915 წელს დაბრუნდა, ამრისტარის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში.image7.1920 წელს განდიმ წამოიწყო ხელით რთვისა და ქსოვის პროგრამა, რაც, მისი აზრით, ინდოელებს ეკონომიკურ თავისუფლებას მოუტანდა.ამ წამოწყებამ ბრიტანელები გააღიზიანა.image8.განდის შეხედულების გამო ხშირად აპატიმრებდნენ, როგორ სამხრეთ აფრიკაში, ასევე ინდოეთში, მან 7 წელი ციხეში გაატარა.image9.1948 წელს განდიმ შიმშილობა დაიწყო მოთხოვნით, ინდუსებსა და მუსლიმებს ბრძოლა შეეწყვიტათ.მისმა მოთხოვნამ გაჭრა.


image

10.1948 წლის 30 იანვარს, ინდუისტმა ექსტრემისტმა, ნათურამ გოდსემ მაჰათმა განდი მოკლა.მკვლელი ფიქრობდა, რომ განდი ზედმეტად შემწყნარებელი იყო მუსლიმების მიმართ.

image


0
97
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ქაფიანიძე
მაკა ქაფიანიძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0