x
image
კატაპულტი
როგორ უნდა გაწმინდოთ ოთახის მცენარეების ფოთლები სწორად - სასარგებლო რჩევები
image
ოთახის ყვავილები ამარაგებენ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს ჟანგბადითა და ტენიანობით, თუმცა დროთა განმავლობაში მათ ფოთლებს მტვერი ედებათ და ისინი ვეღარ ახერხებენ თავიანთი ფუნქციის შესრულებას. გარდა მაისა, მტვერმა შესაძლოა თავად მცენარეც დააზარალოს. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ოთახის მცენარეები რეგულარულად გავასუფთაოთ, . ამისათვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და მათი გამოყენება მცენნარის სახეობაზეა დამოკიდებული.image

დიდი ფოთლების მქონე მცენარეები ორ კვირაში ერთხე მაინც უნდა გაწმინდოთ. ამისათვის უნდა გამოიყენოთ რბილი ტილო და ნაზად მოაცილოთ ფოთლებს მტვერი, არაა საჭირო ძლიერი დაწოლა, თორემ ისინი შეიძლება დაზიანდეს.

ასევე შეგიძლიათ “შხაპი მოუწყოთ" თქვენს მცენარეებს. იმისათვის, რომ ქოთანში ზედმეტი წყალი არ მოხვდეს, წინასწარ შეფუთავთ მას და ფოთლებს მსუბუქად გადაავლებთ წყალს. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მცენარისათვის “შხაპის მიღება" არ შეიძლება. ეს ეხება ძალზედ ნაზი და ცვილისმაგვარი ფოთლებიც მქონე მცენარეებს. იგივე შეიძლება ითქვას მცენარეებზე, რომლებიც ყვავილობის პროცესში არიან. თუ მაინცდამაიც, გამოიყენეთ წყლის სპრეი დასანამად და ფოთლებიდან წყალი ნაზად მოაცილეთ, ისე რომ მცენარე არ გაირყეს.image

ზოგიერთი ადამიანი ყვავილებს აპრიალებს სპეციალური საშუალებებით ან რძით, ზეთით და ლუდით. ამგვარ რისკზე წასვლა არ ღირს, რადგან ასეთმა საშუალებამ შესაძლოა ფერი შეუცვალოს ფოთლებს ან სულაც დააზიანოს ისინი.


არსებობს ერთი ხრიკი ოთახის მცენარეების გასაწმენდად, რომელიც აპრობირებულია და საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა:

ბანანის ქერქის შიდა მხარე გადაუსვით ფოთლებს ნაზად, ასე არა მხოლოდ მტვერს მოაცილებთ მცენარეს, არამედ გარკვეული პერიოდით დაიცავთ მას დამტვერიანებისაგან.

1
115
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
115
  
20 თებერვალი, 20:41
საინტერესო სტატიაა
0 1 1