x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ადამიანი, რომელმაც Cut, Copy და Paste გამოიგონა, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლარი ტესლერი


კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი ლარი ტესლერი, რომელმაც მონაცემების ამოჭრის, ასლის შექმნის და ჩასმის ფუნქციები გამოიგონა, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.


სხვადასხვა დროს ლარი “ქსეროქსის”, “ეიფლის”, “ამაზონის” და “იაჰუს” თანამშრომელი გახლდათ.


მიუხედავად იმისა, რომ ტესლერი არ იყო იმდენად ცნობილი, როგორც სხვა ის სპეციალისტები, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ, მისი გამოგონებები მილიონობით ადამიანს დღემდე ეხმარება და ცხოვრებას უმარტივებს.



წარმოიდგინეთ, რომ არ გაქვთ მონაცემების ამოჭრის, კოპირების და შემდეგ სასურველ ფანჯარაში ჩასმის შესაძლებლობა. რამდენ დროს და ენერგიას დაკარგავდით ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე მასალების ხელახლა შესაქმნელად? ეს გასაოცრად რუტინული და მომაბეზრებელი საქმე ბევრ ადამიანს ნევროზით დააავადებდა.


ტესლერი სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე გაემგზავრა სტენფორდის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების შესასწავლად, სანამ 1973 წელს გახდებოდა კომპანია “ქსეროქსის” პალო ალტოს კვლევის ცენტრის (PARC) თანამშრომელი. სწორედ აქ შექმნა მან კლასიკური Crtl + C და Crtl + V ტექნოლოგია.


ლარიმ ტიმ მოტისთან ერთად დაამზადა მომხმარებლის პირველი გრაფიკული ინტერფეისი, რომელიც მაუსის მეშვეობით იმართებოდა. მას “ჯიპსი” უწოდეს და ის თანამედროვე კომპიუტერული მაკეტის პირველი ვერსია გახლდათ.


“ჯიპსი” აღწერილია, როგორც "იმ ტიპის ინტერფეისი, რომელშიც მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეიყვანოს ტექსტი მიმდინარე ათვლის წერტილში, ან დააჭიროს ღილაკს, სადაც უნდა გაჩნდეს ჩასმის წერტილი".


ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ გაიხსენეთ, რომ ეს მოხდა ათწლეულების წინ.


მას შემდეგ, რაც ეს ტექნოლოგია შექმნა, ტესლერი “ეფლში” გადავიდა და 1980 წლიდან 1997 წლამდე სწორედ იქ მუშაობდა განსხვავებულ პოზიციებზე, მათ შორის “ეფლ ნეტის” ვიცე-პრეზიდენტის და “ეფლის” მთავარი მეცნიერის თანამდებობებზე.


შემდეგ მან დააფუძნა კომპანია სახელწოდებით Stagecast Software, რომელიც ბავშვებს პროგრამირების კონცეფციების ათვისებაში ეხმარებოდა. აღნიშნულ კომპანიას ტესლერი 2001 წლამდე, “ამაზონში” მუშაობის დაწყებამდე უძღვებოდა, სადაც იგი სავაჭრო სფეროს ვიცე-პრეზიდენტად მოღვაწეობდა, “იაჰუში” კარიერის გაგრძელებამდე, სადაც ის პასუხისმგებელი იყო მომხმარებლების გამოცდილების და დიზაინის მიმართულებით.


ლარი ტესლერი


ტესლერმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ტექნოლოგიური კონსულტანტის ამპლუაში.


ლარის ასევე ეკუთვნის პასუხისმგებლობა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე, რაც მომხმარებელს აძლევს პროგრამის გახსნისას კლავიატურების გამოყენების შესაძლებლობას.


დღეს ლარი ტესლერის მიერ შექმნილ და გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს ჩვენ ისე ვიღებთ, როგორც ბუნებრივ მოვლენას. მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ ვინ იყო ლარი და მასთან ერთად პატივი უნდა მივაგოთ ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მოღვაწეობით ცხოვრებას გვიმარტივებენ.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0