x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101522
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
როგორ მოახერხა ლევან გოთუამ გადასახლებაში "გმირთა ვარამის" მამულად დაწერა

image

"- ორმოცდაათი ქართველი ვიყავით ვორკუტის იმ ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა, - ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს. როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო. ყველა ერთხმად დაეთანხმა და მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა - იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რითი? არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები... მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. "გმირთა ვარამის" წერა ამ "ფურცლებზე" დაიწყო...
ვიღაცამ "პრავდისა" თუ "იზვესტიის" შეკვრები მოუტანა ურიკით და გაზეთების არშიებზე შეუდგა წერას...
ასეთი ხელნაწერი იმდენი იყო, ორი სატვირთო ვაგონი გამოვიდოდაო. სტალინის გარდაცვალების მერე, ბანაკში ქაღალდის შოვნა გახდა შესაძლებელი, დაჯდა ლევანი და მთელი რომანი გადაწერაო - იხსენებს იორამ ქააძე, ისიც ვორკუტის ბანაკელი...
აკრძალვის მიუხედავად, წუთითაც არ შეუწყვეტია წერა. ასეთ ხერხსაც კი მიმართა, ელექტრიკოსობა შეისწავლა და მაღალი ძაბვის მონტიორად მოეწყო მაღაროში. შევიდოდა სატრანსფორმატორო სადგურში, ჩაწვებოდა ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში, დაიდგამდა სანთელს და წერდა. ზედამხედველები შიშით ვერ ბედავდნენ იქ შესვლას, რადგან ლევანმა კარზე თავის ქალა დაახატა და ქვეშ მიაწერა: “სასიკვდილოა”, იქვე ამოთხრილ მეორე ორმოში კი ხელნაწერებს ინახავდა, ნეტავ, ერთი ხელნაწერი მაინც წამოეღოთ წამლად, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ ოქროს წიგნი იქმნებოდა მათ თვალწინ... "გმირთა ვარამის" პირველი ხელნაწერი ვორკუტაში დარჩა, ან ვინ გამოიტანდა ერთი კამაზიც არ ეყოფოდაო, ამბობენ, გადათეთრებული იგზავნებოდა თბილისში, მალულად...

კატორღაგამოვლილს გადასახლებიდან ჩამოჰყვა ვორკუტის სიცივე, ურთიერთგატანის, სიყვარულის სითბო და ქართული მიწის გაათმაგებული სიყვარული...

3
111
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
111
  
27 თებერვალი, 16:32
კი ვიცოდი ეს, მაგრამ დიდი მადლობა რომ შემახსენეთ,.. და მაგ წიგნში, რა დახვეწილად, როგორ გამართულად და ჭკვიანურადაა მოცემული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა - ჩემი ნება იყოს, ბიძოსა და "სასტავს", ქოც-ნაცებიანად, მივუსჯიდი "გმირთა ვარამის" წაკითხვასა და მერე ხალხისთვის "ჩაბარებას" :)
24 თებერვალი, 18:44
მალულად უნდა ეწეროს ...
24 თებერვალი, 17:55
ფარულად?
0 1 3