x
image
მაია 24
"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი 
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი 10 მარტამდე პერიოდის ასტროლოგიურ მომოხილვას გვთავაზობს, რა დროის განმავლობაშიც მერკური რეტროგრადული იქნება. რა ცვლილებებს, შეფერხებას ან შოკისმომგვრელ მოულოდნელობას უნდა ელოდეთ ამ პერიოდში? აი რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი:


"მერკური, მთვარის მერე ყველაზე სწრაფად მოძრავი ციური სხეულია ჩვენს მზის სისტემაში, მასზე დაკვირვებით, ჩვენ შეგვიძლია წვრილ-წვრილ სწრაფად ცვალებად მოვლენათა კალეიდოსკოპს მივადევნოთ თვალი ჩვენს ცხოვრებაში. მერკურის მიერ წარმოქმნილი მოვლენები ძირითადად ისეთ ამბებს ეხება ხოლმე, რომლებიც გვაიძულებენ დავფიქრდეთ და ინტელექტუალურად განვვითარდეთ.


მერკურის ტრანზიტები განსაკუთრებით ყურადსაღები ხდება მაშინ, როდესაც ეს პლანეტა რეტროგრადულ ფაზაში გადადის. მას ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ბევრი თავსატეხი, რადგან ამ პერიოდებში მატულობს შეცდომათა რაოდენობა, დოკუმენტების უკან მობრუნების ალბათობა, შეფერხებები ინტერნეტის და სხვა კავშირგაბმულობების სისტემათა მუშაობაში, ტექნიკის გაუმართაობა. ასეთი რამ ყოველ წელიწადს დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ ხდება და 3-კვირიან პერიოდს მოიცავს. თუმცა მოვლენები ცოტა უფრო ადრე იწყება და 3-კვირიანი უკუსვლის დასრულების შემდგომაც, დაახლოებით, კიდევ 1 კვირა შლეიფად გასდევს ხოლმე.



17 თებერვლიდან მერკურმა ფაზა შეიცვალა და რეტროგრადული გახდა.


მერკურის რეტროგრადულობის გავლენა, პრაქტიკულად, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ამ პერიოდებში ყველაფერი, რაც გარშემო გვაკრავს, არასწორად აღიქმება - თითქმის ისე, როგორც "მრუდე სარკეში". ჩვენ ვერ ვფლობთ სრულ/სრულყოფილ ინფორმაციას, მხედველობის არიდან გვისხლტება მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა შესახებ ვგებულობთ მოგვიანებით, მერკურის დირექციულობის დროს.


მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ჩვენი ცხოვრების რა სფეროებს ეხება რეტრო მერკური.

ეს გახლავთ:


• დოკუმენტები, წერილები, ამანათები, ფულადი გზავნილები შესაძლოა შეფერხდენ ან სულაც დაიკარგონ. ხშირია დოკუმენტებში გაპარული შეცდომებიც


• კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ინფორმაციის მიღება-გაცვლა, გაძნელებულია. შესაძლოა გაჭირდეს იმ ადამიანის მოძება, ვინც ახლა უსათუოდ გჭირდებოდათ. ცუდად მუშაობენ ტელეფონები, ფოსტა


• ადამიანები იცვლიან ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას, აღარ ასრულებენ დანაპირებებს, გაურკვეველი მიზეზებით იშლება შეხვედრები


• ახალი ცოდნის ათვისება, სწავლის დაწყება, კურსები, სემინარები, ტრენინგები, ვებინარები, კონფერენციები


• გამომცემლობა


• მოძრავი ქონება


• სატრანსპორტო საშუალებები, გზა, მგზავრობა


• ვაჭრობა


ეს თემები ფერხდება, ან ისე არ ვითარდება, როგორც თავიდან დაგეგმილი გვქონდა.


მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზეც. ამ დროს შესამჩნევად გვიქვეითდება კონცენტრაციის უნარი, გაფანტულები, უყურადღებოები და გულმავიწყები ვხდებით. შედეგად, შესაძლოა გამოგვრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შემდგომ ათასნაირი გაუგებრობის მიზეზი ხდება. ასევე უფრო ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. იკლებს პასუხისმგებლობის გრძნობაც.


ამ პერიოდში არ ღირს ახალი მობილურების შეძენა, სამსახურის დაწყება, სამოგზაუროდ წასვლა, სერიოზული კონტაქტების დამყარება. ყველაფერი ეს საკმაოდ მოკლევადიანი შეიძლება აღმოჩნდეს და მერკურის დირექტულ ფაზაზე დაბრუნებისთანავე აღმოვაჩინოთ ხარვეზები და პრობლემები. არც მოგზაურობის წამოწყებაა სასურველი. შესაძლოა ჩვენი მარშრუტი არცთუ სასიამოვნო, ან სულაც სახიფათოც გამოდგეს.


ამ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები ვერ გაამართლებენ ჩვენს იმედებს, ან გაიწელებიან დროში უაზროდ. იმდეგაცრუება გველის ასევე რეტროგრადული მერკურის დროს დაწყებულ ახალ ნაცნობებთან დაკავშირებითაც. მართებული იქნებოდა თუ მივუყვებოდით იმ რუტინული საქმეების დასრულებას, რომლებიც უკვე წამოწყებული გვაქვს.


ყოველივე ამის გამო, ადამიანების უმეტესობას მერკურის რეტროგრადულობა უსიამოვნო პერიოდად მიჩნია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მერკური მართავს ჩვენს გონებას და ეს პერიოდი გვაძლევს საშუალებას, გონებით წარსულ მოვლენებს დავუბრუნდეთ და ახალი თვალით შევხედოთ ძველ საგნებს. ასეთ დროს თითქმის ყოველთვის აღმოვაჩენთ ხოლმე რაღაცას, რაც შესაძლოა ადრე გამოგვრჩენია.


მეორეს მხრივ, ეს ის პერიოდია როდესაც წარსულიდან სრულიად მოულოდნელად ჩნდებიან ჩვენი ძველი ნაცნობები. ვუბრუნდებით ძველ ადგილებს, იქნება ეს სამუშაო ადგილი თუ მშობლიური ქალაქი. ვპოულობთ დაკარგულ წვრილმან ნივთებს, შარშანდელი ტანსაცმლის ჯიბეებში, ან ძველ ჩანთებში. ან საგულდაგულოდ გადანახულ და დავიწყებულ ფურცლებს, სადაც ძველი ლექსები ან ბავშვობის დროინდელი ნახატებია... ამოვხსნათ რაღაც დაფარული, საიდუმლო, ჩავწვდეთ არსს იმისა, რაც ადრე უზომოდ გვაინტერესებდა. მოკლედ, ძველ მივიწყებულ საქმეებთან ხელახლა გვაბრუნებს რეტრო მერკური და ახალ შანსებს გვაძლევს.


ცხადია ეს ყველაფერი, რაზედაც ზევით ვისაუბრე, ეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირად რუკაში მერკური დირექტული ჰყავთ. უკუსვლითი მერკურის პატრონებისათვის კი - პირიქით, სწორედ ახლაა აქტიურობის დრო ამ სფეროებში.


და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - მერკურის რეტროგრადულობა 17 თებერვალს დაიწყო და 10 მარტს დასრულდება".


ასევე ნახეთ:


რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით



ვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე


თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა



"ზო­გი­ერთს მე­ო­რე შა­ნსი მი­ე­ცე­მა" - როგორ უნდა მოემზადოთ 23 თებერვლის ახალმთვარეობისთვის

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
4554
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
4554
  
2020, 22 თებერვალი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1