x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სკოლაში იპოვეს ჩანთა, რომელიც 60 წლის წინ დაიკარგა
image

პენსილვანიის შტატში, ქალაქ დიუბუას ჩრდილოეთ კანტონის სკოლის მოსწავლეებმა, იპოვნეს ჩანთა, რომელიც ერთ-ერთ მოწაფეს სკოლაში დაეკარგა.თუმცა როგორც გაირკვა, ჩანთის პატრონი სკოლაში სწავლობდა 1950-იან წლებში. მისი შვილებისა და ნათესავების თანდასწრებით გახსნილი ჩანთა გახდა ნამდვილი დროის კაფსულა დღევანდელი მოსწავლეებისათვის.


ჩანთა იპოვნეს კედელსა და ტანსაცმლის კარადას შორის. როგორც გამოძიებამ დაადგინა, იგი ეკუთვნოდა სკოლის მოსწავლეს, სახელად პატი რუმფოლას, რომელიც სწავლობდა ჩრდილოეთ კანტონში 1950-60-იან წლებში. სკოლის მოსწავლეებმა მისი ნათესავები იპოვნეს.

image


როგორც გაირკვა, პატი რუმფოლა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მის ხუთ შვილს საშუალება მიეცათ გაერკვიათ, რა იდო მასში. აღმოჩენა გახდა რეალურად მათთვის დროის კაფსულა!

image

როგორც გაირკვა, პატიმ ჩანთა 1956 წელს დაკარგა, როდესაც ის 14 წლის იყო. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ .სკოლაში ჩანთა 60 წლის განმავლობაში ხელუხლებლად იდო.(სკოლის რემონტი მაინც არ გააკეთეს ამ ხნის განმავლობაში?)

image

პატი რუმფოლა დაიბადა 1942 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ ის გახდა პედაგოგი და პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა ანაპოლისის ერთ – ერთ სკოლაში.

1980 წელს, იგი დაქორწინდა ჯონ მაიკლზე, მათ ეყოლათ ხუთი შვილი . ამის გარდა იგი დიზაინერობამ გაიტაცა, ადგილობრივი თეატრისთვის კერავდა კოსტუმებს.


პატის ძალზე მეგობრული ოჯახი ჰყავდა, ყველა მის შვილმა შექმნა ოჯახი და შვილიშვილებით გაახარეს ბებია.


პატი გარდაიცვალა 2013 წელს, 71 წლის ასაკში, ადგილობრივ საავადმყოფოში.


image

ჩანთაში იდო, ყველაფერი ის, რაც მოზარდი გოგონასთვის აუცილებელი იყო, მათ შორის ტუჩის საცხიც და პუდრაც.

image

image

ნათესავების, მეგობრების და საყვარელი ძაღლის ფოტოები

image

image

image

მედალიონები, სკოლის ბიბლიოთეკის აბონემენტი, კალენდარი, სადაზღვევო პოლისი, ახალგაზრდა ქრისტიანთა წევრობის ბარათი, ბეისბოლის გუნდის Myers Chevrolet-ის თამაშების გრაფიკი, წითელი ჯვრის წევრის ბარათი, სტადიონის ბილეთები და ა.შ.

imageimage
image
image
image
image

image

ასევე მრავალრიცხოვანი ჩანაწერები, საკუთარი და სხვისი, გამოყენებული და გამოუყენებელი ბილეთები, ქვითრები, საღეჭი რეზინის ცარიელი შეკვრა და სხვა ბევრი რამ, რაც ჩანთის პატრონისთვის ჩვეულებრივ ნაგავს წარმოადგენდა - მაგრამ შთამომავლობისთვის გახდება, სრულიად რელიქვიები!

image

image

image

image

image

image

პატის ჩანთაში ნაპოვნი ხურდა ფული შვილებმა გაინაწილეს სამახსოვროდ.

image



intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები
0
665
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0