x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სექსი მოსაწყენია, წამიკითხავს ამის შესახებ“ - ყველაზე ცნობილი ქალიშვილები

image


ამ ცნობილმა ქალბატონებმა თავის დროზე სექსზე უარი სხვადასხვა "საპატიო" მიზეზის გამო თქვეს: ზოგიერთმა მათგანმა ცხოვრება იმ ერთადერთის მოლოდინში გალია, ზოგმაც სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამო გადაწყვიტა.



სიუზან ბოილი


image


ბრიტანელი ტელევარსკვლავი სიუზან ბოილი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს პოპულარული ტელეპროგრამის - "ბრიტანეთი ეძებს ტალანტებს" ფინალში - "I dreamed a dream" მიუზიკლიდან "გარიყულნი" შეასრულა. მორიდებული, მორცხვი, არტისტული, სპეციფიკური გარეგნობის, საკმაოდ მსუქანი შოტლანდიელი დიასახლისის ხმის იშვიათმა მომხიბვლელობამ როგორც ჟიურის, ასევე მილიონობით ტელემაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. მართალია, მან პროექტი ვერ მოიგო, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, სულ მოკლე დროში სუპერვარსკვლავი გამხდარიყო. სიუზან ბოილის მიერ გადამღერებული ცნობილი მუსიკოსების ძველი ჰიტები მსოფლიო ჩარტების სათავეში გაჟღერებისთანავე მოექცა. წარმატებულმა მომღერალმა ერთხელ ჟურნალისტებს ისიც კი გაუმხილა, რომ 53 წლის განმავლობაში მას მამაკაცისთვის არასდროს უკოცნია, ინტიმურ ურთიერთობაზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ. თუმცა, 53 წლის ასაკში სიუზანს ბედმა გაუღიმა და თავისი ოცნების მამაკაცს შეახვედრა, რომელთანაც დღესდღეობით სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფება, თუმცა, ინტიმური ცხოვრების დეტალებზე ყველასთვის საყვრელი მუსიკოსი საუბარს ერიდება და დუმილს არჩევს.




ელისაბედ I



image

თუმცა, სიუზან ბოილი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ქალიშვილი არ არის. ჭეშმარიტი - "ქალწული დედოფლის" წოდებას XVI საუკუნის ინგლისის დედოფალი ატარებდა. ელისაბედ I-მა ტახტისა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო გადაწყვიტა, საკუთარი უმანკოება სიცოცხლის ბოლომდე დაეცვა, ვინაიდან კარგად ესმოდა, რომ ქმრის ყოლის შემთხვევაში, ინგლისის მეფე მას უსაზღვრო ძალაუფლებას სამუდამოდ ჩამოართმევდა. თუმცა, ქმრის არყოლა საყვარლების არყოლასაც არ ნიშნავდა, მაგრამ პურიტანულ ინგლისში ამის გაფიქრებაც კი ყველას შიშის ზარს სცემდა. დედოფლის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ მხოლოდ მისმა მსახურებმა იცოდნენ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის შიშით შეპყრობილნი, ელისაბედის პირადი ცხოვრების შესახებ კრინტს არავისთანძრავდნენ.



ჟანა 'არკი


image


მოგეხსენებათ, "ორლეანელი ქალწული" საფრანგეთის ეროვნული გმირია, რომელიც 19 წლის ასაკში კოცონზე დაწვის შემდეგ, ხალხის მეხსიერებაში, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ქალწულად დარჩა.




ლიზა კუდროუ


image


HBO სუპერპოპულარული სერიალის - "მეგობრების" მსახიობი ლიზა კუდროუ რეალურ ცხოვრებაში თავისი ეკრანული გმირის, ფიბისგან რადიკალურად განსხვავდება: კუდროუმ საკუთარი "სიწმინდე" მანამდე შეინარჩუნა, სანამ საკუთარ მეუღლეს არ შეხვდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როცა წყვილი დაქორწინდა, ლიზა უკვე 32 წლის იყო, სამი წლის შემდეგ კი მათ ვაჟი - ჯულიანი შეეძინათ. ჰოლივუდის ვარსკვლავის ორსულობა სერიალშიც იქნა გათამაშებული, სადაც მსახიობი ეკრანული ძმისთვის, ფრენკისთვის სუროგატი დედის როლში მოგვევლინა.




ადრიანა ლიმა



image


თანამედროვეობის ერთ-ერთი ულამაზესი ბრაზილიელი სუპერმოდელი და "Victoria's Secret"-ის ყოფილი ანგელოზი ადრიანა ლიმა სერიოზულად მხოლოდ ორ რამეს ეკიდება: საკუთარ კარიერას და ქრისტიანობას. ლიმა თავგამოდებული კათოლიკეა და მისთვის "ქორწინებამდე სიწმინდის" შენარჩუნება - ცარიელი სიტყვები არასდროს ყოფილა. ლამაზმანის ცდუნება თავის დროზე ვერც ქალების გულთამპყრობელმა, ლენი კრავიცმა შეძლო! როგორც ცნობილია, მუსიკოსი ლიმაზე დანიშნული 2002 წელს იყო, თუმცა საქმე ქორწილამდე, ისევე როგორც ინტიმამდე არ მისულა. ადრიანამ ქალწულობა საკუთარი ქორწილის დღეს, 2009 წლის ვალენტინობა დღეს, კალათბურთელ მარკო ჯარიკთან დაკარგა, მაშინ ადრიანა 27 წლის იყო!




0
1371
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1371