x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

image
დღეს, 2020 წლის 20 თებერვალს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო შენობა დატოვა. ის 2013 წლის 21 მაისს დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 6 წელიწადი და 9 თვე გაატარა. პირველი განცხადებები მერაბიშვილმა გათავისუფლებისთანავე გააკეთა.

“მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არანაირ კომპრომისზე...მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს.მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება... ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ.." – განაცხადა ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილმა. მისივე განცხადებით, ერთ წელიწადში, მას შემდეგ რაც დაამხობს არსებულ ხელისუფლებას, ის იძლევა გარანტიას, რომ გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც ამ საპყრობილეში იხდის სასჯელს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელ პარტიაში გააგრძელებს ის მოღვაწეობას, ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ის მოხარულია ოპოზიციის ასეთი ერთიანობით, თუმცა პატიმრობის პირობებში ის ჩამოცილებული იყო პოლიტიკურ მოვლენებს და გადაწყვეტილების მისაღებად დრო და ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა სჭირდება. ამის შემდეგ კი აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკაში. მერაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ კიდევ აღიძრას საქმე, “ თუმცა ეს მე ვერ გამტეხავს"- განაცხადა მან


ასევე საინტერესოა:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ შტაბს ქმნის

2
27
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
27
  
2020, 23 თებერვალი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 20 თებერვალი, 13:26
გამოვიდა და ეგრევე ისეთი სიბრიყვე დააბრეხვა თავისუფლად შეუძლიათ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით...
0 1 2