x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101013
  • ვიდეო:345710
  • სურათი:463802
გაკვეთილის ორგანიზაციის ფორმები
image

საგაკვეთილო სისტემის ორგანიზაციის სულ სამი ძირითადი ფორმა არსებობს, ესენია ფრონტალური, ინდივიდუალური და ჯგუფური.

სწავლების ფრონტალური ფორმის გამოყენების დროს მთელი კლასი მუშაობს ერთიანი ამოცანის გადაწყვეტაზე. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთკავშირის დასამყარებლად აუცილებელია სწავლების საერთო საგნის სწორად შერჩევა, საერთო მიზნის დასახვა და ასე შემდეგ. ამ პროცესის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის დამყარდეს უშუალო ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს სწავლების პროცესში.

სასწავლო მასალის ფრონტალური გადმოცემა ემსახურება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას, თითოეულ მოსწავლეს აქვს უნარი აღიქვას ახალი მასალა, აწარმოოს ჩანაწერები, იაზროვნოს, დაიმახსოვროს მნიშვნელოვანი დეტალები და ასე შემდეგ. ამ დროს თითქოს ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგალითად გარემოს, კლასში არსებულ სიტუაციას და სხვა. სწავლების ეს ფორმა შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ახალი ინფორმაციის მისაწოდებლად მთელი კლასისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თემის მიწოდება ასეთი ფორმით ყოველთვის მომგებიანი არ არის, ყველა ფორმას აქვს თავისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. მთავარია ჩვენ განვსაზვროთ როდის საგაკვეთილო სისტემის რომელი ფორმა გვჭირდება.


ინდივიდუალური ფორმის დროს თითოეული მოსწავლე იღებს დავალებას, რომელიც მან დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. მასწავლებელი ამ შემთხვევაშიც, როგორც ყოველთვის აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ეხმარება, უსწორებს და აფასებს მოსწავლეებს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს, აძლევს მითითებებს და ასე შემდეგ. სწავლების დროს ინდივიდუალური მუშაობა ხშირად ძალიან მომგებიანია, ეს ფორმა განსაკუთრებით მიზანშეწონილია მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და სიბეჯითის გამოსავლენად. ინდივიდუალური მუშაობის დროს მოსწავლეები თითქმის იზოლირებულები არიან ერთმანეთისგან, არ უშლიან ხელს ერთმანეთს, თუმცა ასეთი ტიპის მუშაობის დროსაც ხშირია ხმაური კლასში, ამიტომ ინდივიდუალური მუშაობის პროცესში მოგვარებული უნდა იყოს დისციპლინის საკითხიც. მოსწავლეებმა მაქსიმალურად კარგად უნდა დაიცვან კლასში ქცევის წესები, რათა ხელი არ შეეშალოს მის მეგობარს მუშაობაში.

ჯგუფური მუშაობის დროს კლასი იყოფა რამოდენიმე ჯგუფად. სასურველია ჯგუფებში ყოველი ჯგუფური მუშაობისას ბავშვების განსხვავებული კომბინაცია გვქონდეს, სისტემატურად ერთნაირი შემადგენლობის ჯგუფები სასურველი არ არის თვითონ ბავშვების განვითარებისთვის. ჯგუფური მუშაობა საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა შორის თანამშრომლობასა და მეგობრობას. ჯგუფური მუშაობა შეიძლება ჩატარდეს როგორც ერთანი, ასევე დიფერენცირებული დავალებებით. გონივრულად გამოყენებული სწავლების ორგანიზაციის ჯგუფური ფორმა საუკეთესო აღმზრდელობითი საშუალებაა. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას. აჩვევს მათ დისკუსიას, მსჯელობასა და აზრთა გაცვლის აუცილებლობას.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთინო ზარანდია
ქეთინო ზარანდია
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0