x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო

მომენტი, როდესაც მამა თავის ახალშობილ შვილს პირველად ხედავს, ყოველთის განსაკუთრებულია... თუმცა, ფლავიო დანტასთვის ის მაინც განსხვავებული და საოცარი აღმოჩნდა!

მამა–შვილის პირველი შეხვედრის ამსახველმა ფოტომ ინტერნეტსივრცე მთლიანად მოიცვა და უამრავი გული და მოწონება მოაგროვა.


image


ფლავიო და მისი მეუღლე შვილის დაბადებას სულმოუთქმელად ელოდნენ. მათ იცოდნენ, რომ ქალიშვილი უნდა ჰყოლოდათ და მომავალი მამა ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი იყო. ის ფეხმძიმე მეუღლის მუცელს ყოველ დღე ეფერებოდა და კოცნიდა და მუცლად მყოფ შვილს იმის შესახებ ესაუბრებოდა, თუ როგორ ძალიან უყვარდა, თუ როგორი შესანიშნავი, მსოფლიოში საუკეთესო მამა იქნებოდა მისთვის და რომ მის დაბადებას და მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა.

როდესაც პატარა ანტონელა დაიბადა, ფლავიო მას მიუახლოვდა და ბავშვს უთხრა, თუ რაოდენ ბედნიერი იყო მისი ნახვით! და სწორედ იმ მომენტში, ქალიშვიმა… გაუღიმა!

მართალია, სკეპტიკოსებმა, იმის გამო, რომ ბავშვები მშობლებს მხოლოდ 3–6 თვის ასაკში აღიქვამენ და იმ პერიოდიდან უღიმიან, შეიძლება თქვან, რომ ანტონელას არ გაუღიმია და ეს მხოლოდ უნებლიე რიაქცია იყო. მაგრამ, ამ მამა–შვილის შემთხვევა, შეიძლება, საოცარი გამონაკლისი იყოს და ღიმილი რეაქცია იყო მამის ხმაზე, რომელიც მან იცნო!

«მე სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ გრძნობას, რომელსაც იმ მომენტში განვიცდიდი! — დაწერა ფლოვიომ საკუთარ ინსტაგრამზე, რომელიც მთლიანად ქალიშვილს მიუძღვნა. — ეს სიყვარულია, რომელსაც მკერდი ვერ იტევს! ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისთვის, რომ ყველა სევდა და წუხილი დაივიწყოთ და მათ გვერდით გატარებული, ყოველი წუთით, ყოველი დღით ვიხართ!».

imageimageimageimageimageimageimage






1
428
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
428
  
2020, 26 თებერვალი, 11:05
ბედნიერება)
0 1 1