x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
დაგროვების აშლილობა

image
ნივთებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, რაიმეს მოცილების გაძნელება, ქაოსსა და უწესრიგობაში ცხოვრება, ეს დაგოვების აშლილობის ძირითადი მახასიათებლებია. რამდენიმე წლის წინ პაციენტების გარკვეულმა ჯგუფმა სპეციალისტთა ყურადღება მიიქცია. ისინი კომპულსურად აგროვებდნენ ნივთებს და ეშინოდათ, რომ თუ რაიმეს გადააგდებდნენ, თუნდაც 10 წლის წინანდელ გაზეთებს, შეიძლება სასწრაფოდ დასჭირვებოდათ. ეს ინდივიდები, როგორც წესი, თინეიჯერობის ასაკში იწყებენ გარკვეული ნივთების შეგროვებას და დიდ სიამოვნებას იღებენ ამ მიზნით საყიდლებზე სიარულისას. ადამიანების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებსაც საყიდლებზე სიარული და ნივთების შეგროვება უყვართ, ეს ინდივიდები ძლიერ შფოთვასა და დისტრესს განიცდიან ნივთების გადაყრისას, რადგან ყველაფერს პოტენციურ გამოყენებას უძებნიან, გარკვეულ სენტიმენტალურ მოგონებებს უკავშირებენ, ან ეს ნივთები უბრალოდ მათი იდენტობის ნაწილი ხდება. მათ სახლებში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, თუმცა უმრავლესობა ამას ვერც კი აცნობიერებს, ვიდრე ოჯახის წევრები ან ოფიციალური პირები არ სთხოვენ, რომ დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართონ. დაგროვების აშლილობა გარკვეულწილად გავს ობსესიურ-კომპულსურ და იმპულსის კონტროლის აშლილობას, თუმცა DSM5-ში ცალკეულ აშლილობად არის წარმოდგენილი.
გავრცელების სიხშირის მიხედვით ის დაახლოებით 2%-დან 5%-მდე ინდივიდებში გვხვდება და თანაბრად აღინიშნება ქალებსა და მამაკაცებში.

რა შეიძლება გახდეს დაგროვების აშლილობის განვითარების მიზეზი? სამწუხაროდ, ამის შესახებ დასკვნის გამოტანა რთულია და სხვადასხვა ფაქტორებზე სასაუბროდ მრავალ კვლევას საჭიროებს.
ერთ-ერთ კვლევაში ნივთის შენახვა-გადაგდების გადაწყვეტილების მიღების ნერვული მექანიზმები შეისწავლეს დაგროვებისკენ მიდრეკილ და ამ მიდრეკილებისგან თავისუფალ ინდივიდებში. განსხვავებები აღმოჩნდა თავის ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც ობიექტის ემოციური მნიშვნელობის იდენტიფიკაციის სირთულეებთან და სათანადო ემოციური რეაქციის გენერირებასთან არის დაკავშირებული (Tolin et al., 2012).
აქედან გამომდინარეობს მკურნალობის მეთოდების შემუშავებაც. როგორც წესი, დაგროვების აშლილობის მქონე ინდივიდებს ასწავლიან საგნებისადმი ახალი მნიშვნელობის მინიჭებას და იმ შფოთვის შემცირებას, რომელიც მათთვის ღირებული ნივთის გადაგდებას სდევს თან. შედეგები საკმაოდ ოპტიმალურია, მაგრამ ეს მეთოდი არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ობესიურ-კომპულსური აშლილობის შემთხვევაში და ასევე ბუნდოვანია ინფორმაცია მკურნალობის ხანგრძლივი შედეგების შესახებ.


0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0