x
მეტი
  • 06.04.2020
  • სტატია:100966
  • ვიდეო:345680
  • სურათი:463728
კვლევა: სელფის გადაღების დროს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ზვიგენების თავდასხმისას
სელფი


ნარცისიზმი ძალიან ცუდი მოვლენაა. ნარცისტულად განწყობილ ადამიანებს სურთ, რომ მათ ეთაყვანნონ. მათ გამუდმებით ყურადღების ცენტრში სურთ ყოფნა და სექსზეც ხშირად იმის გამო ამბობენ უარს, რომ პარტნიორის მზაობა, ჰქონდეთ მათთან ურთიერთობა, უკვე სრულად აკმაყოფილებთ. ნარცისებს სექსამდე ურთიერთობა არასოდეს ან თითქმის არასოდეს მიჰყავთ, რადგან მათთვის ისიც საკმარისია, როცა ვიღაცას მოსწონს ისინი. ამ გადახრის ერთ-ერთი აშკარა სიმპტომი კი სელფების გადაღების მოჭარბებულ და დაუოკებელ სურვილში ვლინდება; ნარცისები ყოველდღიურად უთვალავ სელფს იღებენ, რათა საკუთარ თავებს და გარშემომყოფებს დაუმტკიცონ, თუ რამდენად ლამაზები და მიმზიდველები არიან.


ნარცისიზმი ბოლო დროსაც ისევე მძლავრია, როგორც ყოველთვის და ადამიანები ახლაც ისევე იგდებენ თავს საფრთხეში, რათა ვინმემ მათ ყურადღება მიაქციოს, როგორც ყოველთვის.


როგორც ახლახან აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ადამიანების სულ მცირე 41 პროცენტს სიცოცხლე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუგდია რისკის ქვეშ, რათა კარგი სელფი გადაეღო, თუნდაც მაგალითად მაშინ, როცა ციცაბო კლდის პირას პოზირებდა.



გამოკითხულთა მესამედმა განმარტა, რომ ტურისტულ მოგზაურობებსა და ლაშქრობებში მხოლოდ კარგი სელფის გადასაღებად დადის, ხოლო 4 % გამოტყდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუგდიათ სხვა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება საფრთხეში შთამბეჭდავი ფოტოს გადაღების მიზნით.


გამოკითხვა ფირმა Case24.com-მა ჩაატარა, რომელიც მობილური ტელეფონის შალითებს აწარმოებს. კვლევის პროცესში სულ გამოიკითხა 2023 ადამიანი, მათ შორის კი 999 ქალი და 1024 მამაკაცი.


ამასთან ერთად, თურმე მამაკაცები უფრო მეტად რისკავენ, რათა სელფი გადაიღონ (61 %), ვიდრე ქალები (38 %).


გამოკითხულთა 11 %-ს ჰქონდა მიღებული ტრავმა სელფის გადაღების დროს. მიზეზი მრავალგვარი იყო და იწყებოდა ველოსიპედიდან ჩამოვარდნით და მთავრდებოდა ზღვაში ტალღის დაჯახებით.


სელფი


როგორც კვლევის პროცესში გამოირკვა, უფრო მეტი ადამიანი არის დაღუპული სელფის გადაღების დროს, ვიდრე ზვიგენებთან შეჯახებისას. სელფის გადაღების დროს სიკვდილი იმდენად გახშირდა, რომ მკვლევარებმა მას სახელიც კი მოუგონეს: სელფიციდი.


როგორც ინდურმა ჟურნალმა “საოჯახო მედიცინამ” დაადგინა, 2011 წლიდან 2017 წლამდე შუალედში სელფის გადაღების დროს 259 ადამიანი გარდაიცვალა, და ეს მაშინ, როცა იმავე პერიოდში ზვიგენებმა მხოლოდ 50 ადამიანი იმსხვერპლეს.


ამასთან, ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ გარდაცვალებათა უდიდესი ნაწილი 2017 წელზე მოდის (93 შემთხვევა) და ეს მაშინ, როცა 2011 წელს სულ 3 შემთხვევა დაფიქსირდა.



0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0