x
მეტი
  • 29.05.2020
  • სტატია:100928
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464414
ეს საკვები სერიოზულად ვნებს თავის ტვინს – ეს უნდა იცოდეთ!
image
ყოველდღიური ცხოვრების აჩქარებული ტემპი იძულებულს ხდის ადამიანებს საჭმელი სწრაფი კვების ობიექტებში მიირთვან. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაადგინეს, რომ ამგვარი საკვები ზიანს აყენებს ორგანიზმს, თუმცა ახლა ცნობილი ხდება, მისი თავის ტვინის მავნებლობის შესახებ.

მკვლევარებმა რიჩარდ სტივენსონის სახელობის სიდნეის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ფრი, ბურგერები და პიცა არა მხოლოდ წონაზე ახდენს მავნე ზეგავლენას, არამედ თავის ტვინზეც, კერძოდ, ჰიპოკამპზე.

ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია ჩვენს მეხსიერებაზე და ასევე ამუშავებს ორგანიზმიდან მიღებულ იმპულსზე დანაყრების შესახებ.

მკვლევარებმა რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგად, დაადგინეს, რომ პიცა, ფრი და ბურგერებით ერთი კვირის განმავლობაში კვებას მწყობრიდან გამოჰყას თავის ტვინის ეს ნაწილი და შესაბამისად, ადამიანი ვეღარ გრძნობს დანაყრებას, ასევე ხანგრძლივი დროის მანძილზე მსგავსი კვება სერიოზულ ზიანს აყენებს მეხსიერებას.


კვლევის შედეგების მიხედვით, ასევე ცნობილი გახდა, რომ არაჯანსაღი კვება იწვევს დიაბეტს, აგერესიას, დეპრესიას, სტრესსა და მოჭარბებულ მადას.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 105-მა მოხალისე ჯანმრთელმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც ჩვეულებრივ, ჯანსაღი საკვებით იკვებებოდნენ. ისინი დაყვეს ორ ჯგუფად, ერთს კვებავდნენ ბურგერებით, ჩიფსებით, ბელგიური ვაფლებით, პიცით და მისთანებით, ხოლო მეორე ჯგუფს ჩვეულებრივი კვება დაენიშნა. 8 დღის შემდეგ ჩატარებულმა შედარებებმა ცხადჰყო, რომ პირველი ჯგუფის წევრები ვერ აკონტროლებდნენ საკუთარი ორგანიზმის დანაყრებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი საკვები ჰქონდათ მიღებული, უფრო მეტს ითხოვდნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის ახალგაზრდები.


ასევე საინტერესოა:

1.

გოგრა – სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი

2.

5 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს კიბოს პროვოცირებას

3.

როგორ უნდა შეინახოთ საკვები მაცივარში, რომ თქვენს ჯანმრთელობას არ ავნოთ?!

0
239
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0