x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერებმა ფუტკრები მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ცოცხალ არსებებად აღიარეს
ფუტკარი


მეცნიერებს ფუტკრები მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ცოცხალ არსებებად მიაჩნიათ. ეს კი იმ გარემოებასთან არის უშუალო კავშირში, რომ ეს წარმოუდგენლად სასარგებლო მწერები ჩვენ გვაძლევენ თაფლს, ფიჭას, ფუტკრის რძეს და დინდგელს, ამტვერიანებენ მცენარეებს და უდიდეს გავლენას ახდენენ როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური საკვების წარმოებაზე.


რა მოხდება, თუ ფუტკრები აღარ იარსებებენ ჩვენს პლანეტაზე?


ფუტკრების გარეშე აღარ გვექნება თხილი, მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი. მათ გარეშე შინაურ ცხოველებს აღარ ექნებათ საკვები. პლანეტის მთელი ეკოსისტემა უბრალოდ ჩაკვდება.



ეკოლოგებმა ორგანიზაციიდან “დედამიწის მეთვალყურეები”, გამოაქვეყნეს შემაშფოთებელი დასკვნა იმის შესახებ, რომ ფუტკრების რაოდენობა დედამიწის ეკოსისტემაში თანდათან მცირდება და მათი ზოგიერთი სახეობა უკვე გადშენების პირასაც კი იმყოფება. მათ მოუწოდეს ადამიანებს, დაფიქრდნენ მოახლოებული კატასტროფის მასშტაბებზე.


მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ფუტკრების გადაშენება პირდაპირ კავშირშია ადამიანების მიერ სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ ინსექტიციდებთან, კლიმატის ცვლილებასა და მცენარეთა რაოდენობის შემცირებასთან დედამიწაზე. მათ მოუწოდეს ადამიანებს, გაიხსენონ, რომ ფუტკრები ჟანგბადსაც აწარმოებენ იმით, რომ მცენარეთა დამტვერიანებას და გამრავლებას უწყობენ ხელს, ხოლო მცენარეების გარეშე ჟანგბადი, მოგეხსენებათ, წარმოუდგენელია.


ფუტკრები


ფუტკრის ევოლუცია დაახლ. 65 მილიონი წლის წინ განხორციელდა აპოიდური კრაზანიდან, რომელიც მტაცებელი გახლდათ. დღესდღეობით კი თაფლის შემგროვებელი ეს უძვირფასესი არსება არის ერთადერთი მწერი, რომელიც მთლიანად მცენარეთა მტვრით და ნექტრით იკვებება.


იმედია, გლობალური კატასტროფა არ მოხდება, ფუტკრების გადაშენებას თავიდან ავიცილებთ და არ დავდგებით სერიალ “შავი სარკის” ერთ-ერთი ეპიზოდის მსგავსი რეალობის წინაშე, როცა საზოგადოებას მცენარეთა განაყოფიერების უნარის მქონე მინი რობოტების წარმოება უწევს. მითუმეტეს, რომ საამისოდ ჯერ ტექნოლოგიურადაც არ ვართ მზად.


0
623
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0