x
image
კატაპულტი
როგორი იყო პირველი ფილმი და პირველი კოცნა ფილმში?! – უნიკალური კადრები და ისტორია
image
ფილმის ისტორია მუსიკის, ლიტერატურისა და ფოტო-ხელოვნების განვითარების პარალელურად პოულობდა თავის ადგილს მსოფლიო კულტურაში.

პირველი ფილმის “დაბადების დღედ" ითვლება 1895 წლის 28 დეკემბერი. ეს იყო ძმები ლუმიერების ფილმი “მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ". მისი ჩვენება გაიმართა პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. მისი ხანგრძლივობა სულ რაღაც 45 წამი იყო და მუნჯურ ფილმს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მაქს და ემილ სკლადოვსკებმაც მოაწყვეს კინოჩვენება, თუმცა ისტორიაში პირველ კინოდ მაინც ლუმიერების ფილმი ჩაიწერა, რადგან ამ უკანასკნელების ნაშრომი გახლდათ მოძრავი სურათების ფილმი, სკლადოვსებისა კი მხოლოდ უძრავი ფოტოების მონაცვლეობა იყო.


კინო ისტორიაში შემდეგი ერთ-ერთი ხმაურიანი მოვლენა იყო ფილმში კოცნა.

ეს იყო რამდენიმე წამიანი სცენა მეი ირვინისა და ჯონ რაისის შესრულებით, რომელიც 1896 წელს იქნა გადაღებული. მისი სახელწოდება შინაარსთან შესაბამისია - “კოცნა".


მაყურებლებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამ მუნჯურმა ფილმა და აშკარა იყო, რომ ფილმში კოცნა უკანასკნელი არ იყო და მომავალშიც იქნებოდა მსგავსი სცენები. თანამედროვე ფილმებში ახლა აღარავის უკვირს კოცნა, სექსი და პორნოგრაფიაც კი და მთელი ამ ისტორიის მანძილზე ვერაფერს ხდებიან მორალური პრინციპების დამცველნი.



ასევე საინტერესოა:

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – 1930 წლის უნიკალური ფოტოები და ისტორია

0
248
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0