x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის უკანასკნელი დღე

image

1915 წლის ივლისის ცხელ დღეებში თბილისის სამხედრო ლაზარეთში, სიკვდილს ებრძოდა დიდი ვაჟა-ფშაველა . ავადმყოფობას სულ მთლად გაეტეხა ეს მთასავით კაცი...
გათენდა 27 ივლისი, მდგომარეობა უფრო გართულდა... რამდენიმე საათიც და მისმა სულმა მარადიულობაში გადაინაცვლა...
კიდევ ერთი ღირსეული ქართველი მოუკვდა 54 წლის ასაკში სამშობლოს...

სიკვდილის წინ მთის წყალი და მინდვრის ყვავილები ითხოვა, უნდოდა მთაში ასვლა და უკანასკნელი წუთების იქ გატარება, მაგრამ ეს ვერ შეძლო... "მოწყალების დას კი სთხოვა: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარეშემო ეს მინდვრის ყვავილები დამიყარეო.თხოვნა მაშინვე შეუსრულეს: იატაკზე დაუგეს ლოგინი და ირგვლივ მინდვრის ყვავილები და ბლახი მიმოუბნიეს.
მთის წყალმა და მთის ყვავილებმა ცოტა გაახალისა საუბრობდა ჩარგალზე, თავის ყოფაზე, თავის საქმიანობაზე, შიგდაშიგ ოხუნჯობდა კიდეც.
ცოტა წათვლიმა.შუაღამის შემდეგ მოწყალების დას ჰკითხა, რომელი საათიაო? სამიო რომ უთხრეს, მიკვირს სამ საათაამდე როგორ ვიცოცხლეო, ჩაილაპარაკა, ეს ჩემი უკანასკნელი საათიაო.
მერე რაღაცის ჩურჩული დაიწყო თვალდახუჭულმა, მილუშულმა, დამლაგებელმა ყური ახლოს მიუტანა და გაარჩია ძლივს გასარჩევი სიტყვები-ვაჟა უკანასკნელ ამოსუნთქვასაც ლექსს აყოლებდა:

“მუხთალო წუთისოფელო,
ტანჯული შვილი გშორდები,
თუ ვინმეს ვალი მიმყვება,
იქიდან გავუსწორდები”.

image

0
543
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0