x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100896
  • ვიდეო:345607
  • სურათი:463570
დაიღუპა ძაღლი, რომელმაც თერთმეტი წელი პატრონის საფლავზე გაატარა
კაპიტანი


ეს ისტორია არგენტინაში 2008 წელს დაიწყო, როცა დაიღუპა მიგელ ჰუსმანი – იმ ძაღლის პატრონი, რომელზეც გვსურს, ამ მასალაში ვისაუბროთ.


ძაღლი პატრონის დაღუპვისთანავე უკვალოდ გაუჩინარდა. მიგელის ცოლმა საყვარელი შინაური ცხოველის პოვნა ქმრის გარდაცვალებიდან ორ თვეზე მეტხანს ვერ შეძლო. ქალმა იფიქრა, რომ კაპიტანი – როგორც ძაღლს სახელად ეძახდნენ, პატრონზე დარდით საერთოდ წავიდა სახლიდან და გაგარეულდა. თუმცა, ქალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთხელაც შინაური ცხოველი ქმრის საფლავთან ახლოს აღმოაჩინა.


ქალმა და მცირე ასაკის ვაჟმა, რომელიც მას და მიგელს ქორწინებიდან დარჩათ, არაერთხელ ამაოდ სცადეს კაპიტნის წაყვანა სახლში, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს; ძაღლი მათ სახლში არ მიჰყვებოდა და გარინდებული იწვა პატრონის საფლავზე. რამდენჯერმე ძალითაც კი წაიყვანეს შინ, მაგრამ ამაოდ; წაიყვანდნენ, ხელიდან უსხლტებოდათ და საფლავზე გარბოდა. ისევ და ისევ.



ბოლოს, გარდაცვლილი მიგელის ცოლმა და ვაჟმა ცხოველის სახლში ძალით წაყვანის მცდელობებს თავი დაანებეს და უკვე საფლავზე მიჰქონდათ საჭმელი საბრალო პირუტყვისთვის, რომელიც საკუთარ პატრონს გამწარებული გლოვობდა.


კაპიტანი


მესაფლავეებმა თქვეს, რომ ძაღლმა ზუსტად იპოვა პატრონის საფლავი. ის ყნოსავდა სხვადასხვა საფლავებს და ბოლოს სწორედ იმ ქვასთან დაწვა, რომელიც მის პატრონს ეკუთვნოდა. ამ ამბით ყველა გაოცდა, რადგან საქმე იმაშია, რომ მიგელ ჰუსმანი სულ სხვა ქალაქში ცხოვრობდა, საფლავი კი სხვა ქალაქში მდებარეობს. გარდა ამისა, სასაფლაოზე ათიათასობით სამარეა. როგორ ამოიცნო ძაღლმა პატრონის საფლავი ამდენ უცხო საფლავს შორის, ჯერაც გამოცანად რჩება.


ძაღლი თანდათან დაუმეგობრდა მესაფლავეებს. ისინი კვებავდნენ, ათბობდნენ ცხოველს ცივ ამინდში და ვეტერინართანაც კი წაიყვანეს, როცა ავად გახდა.


კაპიტანმა თერთმეტი წელი გაატარა მარტოობაში. სიცოცხლის ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ავადმყოფობის გამო მან ჭამა შეწყვიტა და ბოლოს ისე დახუჭა თვალები, თითქოს მიიძინაო.


მოკვდა კაპიტანი და მასთან ერთად რაღაც დიდებული და გასაოცარიც გაქრა ამ ცხოვრებიდან.

1
756
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
756
  
19 თებერვალი, 17:47
ჩემი აზრით ძაღლები არიან ხორცშესხმული ანგელოზები. არა ისეთები, როგორიც წარმოგვიდგენია - ბრწყინვალენი, მიუწვდომელნი, თეთრი ფრთებით...
არამედ, სწორედ ასეთები: ბალნით დაფარული თბილი სხეულით, სველი, გაყინული ცხვირით და უსაზღვროდ, უსაზღვროდ მოსიყვარულე თვალებით.
0 1 1