x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345476
  • სურათი:463429
ეს მოხდა პარიზში... "თქვენ მზად ხართ ამას ხელი შეუშალოთ იმის გამო, რომ დაღლილი ხართ?"

image

"ეს მოხდა პარიზში ჩემი ერთ–ერთი ვიზიტის დროს. აეროპორტში ჩავჯექი ტაქსიში და გავემართე სასტუმროსკენ. პარიზის ქუჩებში საცობები იშვიათია, მაგრამ მაინც არის ხოლმე და მეც ერთ–ერთ მათგანში მოვყევი.
საცობში მტანჯველი ლოდინის დროს ჩვენს წინ მდგომი მანქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, მიუახლოვდა გვერდით, საპირისპირო მიმართულების კოლონაში გაჩერებულ მანქანას და გაუბა საუბარი საჭესთან მჯდომ ახალგაზრდა ქალს.

ცოტა ხანში კოლონებმა ნელნელა დაიწყეს მოძრაობა, მაგრამ წყვილი თითქოს არაფერიო განაგრძობდა საუბარს. მათი მანქანების ზოლზე, ორივე მხრიდან მოძრაობა მთლიანად პარალიზებული გახდა. მე ჩამოვწიე მინები რათა შევერთებოდი აღშფოთების გამომხატველ შეძახილებსა და სიგნალებს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მსგავსი არაფერი გამიგონია. მძღოლები „ჩემი“ ტაქსისტის ჩათვლით სრულიად მშვიდად ადევნებდნენ თვალს ამ სიტუაციას, ხოლო გვერდით ზოლებზე მოძრავი ავტომობილების მძღოლები მოწონების შეძახილებით ან ჰაროვანი კოცნითა და ღიმილით უვლიდნენ წყვილს გვერდს.

– რა ხდება? – ვკითხე მე გაოცებულმა ტაქსის მძღოლს.

– მუსიეს მადმუაზელი მოეწონა და ახლა ცდილობს პაემანი დაუნიშნოს. – მიპასუხა მან ღიმილით.

– კი მაგრამ ეს ხომ უზრდელობაა! – წამოვიძახე მე აღშფოთებით, – ისინი აფერხებენ მოძრაობას, ხელს უშლიან სხვებს. მე მაგალითად ძალიან დაღლილი ვარ და ერთი სული მაქვს როდის მივალ სასტუმროში, რომ დავიძინო.

– მუსიე, იქნებ ეს სიყვარულია, ბედია მათი, ოჯახი, ბავშვები ბოლოს და ბოლოს და თქვენ მზად ხართ ამას ხელი შეუშალოთ იმის გამო, რომ დაღლილი ხართ და ძილი გინდათ?"

1
119
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
119
  
19 თებერვალი, 17:59
ევროპაში ცნობილი გამოთქმაა "რა პარიზული ტაქსის სალონივით ყარხარო" )))
ჰოდა ეხლა წარმოვიდგინე - პარიზელი ტაქსის მძღოლი (ალჟირელი, სენეგალელი და მსგავსი) და ასეთი რომანტიკა ? მეტი არაა ჩემი მტერი... )))))))))
0 1 1