x
image
მაკა ნიკვაშვილი
არანაირი მეგობრები: ვარსკვლავები, რომელთაც მეგობრები საერთოდ არ ჰყავთ

image


მეგობრები რომ ყველას სჭირდება - ამას ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან გვიმტკიცებდნენ. მაგრამ ნუთუ მართლა საჭიროა გვერდზე ისეთი ადამიანების ყოლა, რომლებსაც ჩვენს განცდებსა თუ სიხარულს დაუფიქრებლად გავუზიარებთ? ჰოლივუდის ამ ცნობილმა ვარსკვლავებმა საკუთარ მაგალითზე დაამტკიცეს, რომ მათ მეგობრები საერთოდ არ სჭირდებათ.



ანჯელინა ჯოლი



image


მსახიობმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას მეგობრები პრაქტიკულად არ ჰყავს. გულისნადებს ის მხოლოდ დედას უზიარებდა და სკოლაშიც უპირატესობას მხოლოდ ბიჭების გარემოცვას ანიჭებდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ანჯელინამ ცხოვრების უმთავრესი აზრი დედობაში პოვა, ხოლო წლების განმავლობაში მისი საუკეთესო მეგობრის ფუქციას მისი მეუღლე, ბრედ პიტი წარმატებით ითავსებდა.




ბიონსე



image


წარმატებული ამერიკელი "R&B"-ის მომღერალი და ცნობილი სიმღერების ავტორი ბიონსე ნოულსი ჯოლის მსგავსად, საუკეთესო მეგობრებად დედას და მეუღლეს მიიჩნევს. მსოფლიო პოპვარსკვლავის თქმით, გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და საქველმოქმედო საქმიანობაში მისი აქტიური ჩართულობის გამო ის, მეგობრობას სამწუხაროდ ვერავისთან ახერხებს.




ნაომი კემპბელი



image


მოგეხსენებათ, რომ "შავი პანტერა" საკმაოდ რთული ხასიათით გამოირჩევა. ის მოგების ნახვას ყველა არსებული სიტუაციიდან ცდილობს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთხელ მან საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე დასასწრები ბილეთებიც კი გაყიდა. ვინ იცის, შეიძლება სწორედ მის ასეთ რთულ ხასიათს ვერ ეგუება ვერავინ?




რიჩარდ გირი



image


მას შემდეგ, რაც მსახიობი ბუდიზმმა სერიოზულად გაიტაცა, ის რადიკალურად შეიცვალა. გირი უკვე წლების განმავლობაში მეგობრებთან საერთოდ აღარ ურთიერთობს, მეტიც, მსახიობმა თითქმის ყველანაირი კონტაქტი თავის უახლოეს ადამიანებთანაც კი გაწყვიტა, 70 წლის ამერიკელი ვარსკვლავი მთელ თავისუფალ დროს მედიტაციაში ატარებს და "შინაგანი სამყაროს რელიგიის" თანახმად, სულ უფრო ხშირად საკუთარი სულის სიღრმეებს უკავშირდება.




0
1294
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1294