x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
წყალტუბო - ახალზელანდიელი ფოტოგრაფის დანახული ქალაქი-მოჩვენება
image

საბჭოთა წლებში წყალტუბო განთქმული იყო თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით და სამკურნალო წყაროს წყლით, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში.სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგია და ფიზიოთერაპია.

ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ცნობილი სანატორიუმები იყო: "მეგობრობა" (1937-40 ), "თბილისი" (1951 წ), "იწი"), "მეშახტე" "ბალნეოსერვისი" და სხვა, რომლებიც განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩეოდნენ, აქ უყვარდა დასვენება სტალინს.

დღესდღეობით, ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქართული კურორტი ქალაქ-მოჩვენებას ჰგავს. ახალი ზელანდიელმა ფოტოგრაფმა, ამოს ჩაპლმა (Amos Chapple-მოინახულა აქაურობა და გვანახვა, თუ როგორ გამოიყურება კურორტი ამჟამად. წერს ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი.


დღეს ქალაქი ძირითადად შედგება სამედიცინო კომპლექსების, აბაზანებისა და სანატორიუმებისაგან, რომელთაგან ბევრი ნაგავსაყრელად არის ქცეული. ზოგიერთ სანატორიუმში ცხოვრობს ხალხი, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილები.

”ნახო, პატარა მოხუცი ქალბატონი როგორ მისეირნობს დიდებულ, განადგურებულ დარბაზში, ჭერზე ჩამოკიდებული ბროლის ჭაღით - ეს უნიკალური ვიზუალური ესთეტიკაა”, - წერს ფოტოგრაფი.

image

სანატორიუმებში დასახლებულ ოჯახებში არის ტელევიზორი, კომფორტული ავეჯი - თითქმის ზუსტად ისე, როგორც დედაქალაქში, საშუალო კლასის მცხოვრების ბინაში. მყუდრო ოთახებს არაფერი აქვთ საერთო შენობების დანგრეულ კედლებთან. ”- აღნიშნავს ჩაპლი.

მუხედავად ამისა, ქალაქში კვლავ ფუნქციონირებს რამდენიმე საკურორტო და სპაცენტრი.

ჩაპლმა ერთ-ერთი მათგანიც კი მოინახულა, სადაც მან "ცხელი, სუნიანი ტალახის აბაზანები მიიღო".

image

"2019 წლის ოქტომბერში პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, უმდიდრესმა კაცმა საქართველოში, გამოაცხადა, რომ აპირებს კურორტის სანატორიუმების აღდგენას, ასევე ახალი საცხოვრებლის აშენებას იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ სანატორიუმებში ცხოვრობენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამ წინადადებას სიფრთხილით შეხვდა: კრიტიკოსები ამბობენ, რომ საუბარია სახელმწიფო ქონების ჩამორთმევაზე. ”არც ერთ დამპყრობელს ასეთი მასშტაბით არასოდეს გაუძარცვავს საქართველო”, - წერდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Twitter- ზე საკუთარ გვერდზე.
image

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის მღელვარების საპასუხოდ, განაცხადა, რომ რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ იგი წყალტუბოში არც ერთი სასტუმროს ან სანატორიუმის მფლობელი არ გახდება. ამ დროისთვის, ივანიშვილმა უკვე დაიწყო რამდენიმე შენობის რეკონსტრუქცია"-წერს ფოტოგრაფი.

image

მან ახლახან შეიტყო შენობების რეკონსტუქციის დაწყების შესახებ, ამიტომ ფოტოგრაფმა იჩქარა, მოენახულებინა ნახევრად მიტოვებული საკურორტო ქალაქი, რათა ფოტოებზე აღებეჭდა- ”საბჭოთა ელეგანტურობის” დიდებული შენობების დუმილი".

image

image

image

image

image

image

image

image

image



image

image

image

ასევე დაგაინტერესებთ

ჰოლანდიელმა ფოტოგრაფმა აფხაზეთის მიტოვებული ქალაქები გადაიღო

წალკაში უნიკალური მინის ხიდი გაიხსნება

აფხაზეთის 1960-80-იანი წლების უცნობი ფოტოები

არშემდგარი სახელმწიფო"-რუსი ბლოგერის პოსტი აფხაზეთზე

0
388
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0