x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101014
  • ვიდეო:345710
  • სურათი:463802
უჩვეულო წეს-ჩვეულებები ძველ რომში

image


თურმე ძველ რომში:
- სარდლის მიერ მოსასხამის დაკარგვა სირცხვილად ითვლებოდა;
- ჯარისკაცს, რომელიც პირველი ავიდოდა მტრის გალავანზე, ოქროს გვირგვინით აჯილდოვებდნენ;
- დამნაშავეს ტყავის ტომარაში ძაღლთან, გველთან, მამალთან ან მაიმუნთან სვამდნენ, თავს მოუკრავდნენ და ზღვაში აგდებდნენ;
- შვილებსა და შვილიშვილებში რომაული ტრადიციით იგულისხმებიან მხოლოდ ვაჟები;
- სუფრას საზოგადოდ ბავშვები უსხდნენ ხოლმე, უფროსები კი წამოწოლილები იყვნენ;
- მამას უფლება ჰქონდა მრუშობისთვის ქალიშვილი სიკვდილით დაესაჯა. (გაუქმებული ეს წესი ავგუსტუსმა აღადგინა);
- ერთი თითით თავის მოფხანვა რომაელებში ქალური ბუნებისა და სინაზის გამომჟღავნებად ითვლებოდა;
- ძველ რომში დიქტატორი თანამდებობა იყო და კეისარიც ფლობდა ამას;
- კეისრის ეპოქაში მთავარსარდალი თავის მეომრებს"თანამებრძოლებს" ეძახდა, მათთვის "მოქალაქეთა" დაძახება ფრიად სამარცხვინო იყო;
- სქელი კისერი რომაელებში ურცხვობის ნიშანი იყო;
- რომში ბრალდებულთ თავისა და წვერის გაპარსვა არ შეეძლოთ;
- თუ სენატორი სენატის სხდომას არ დაესწრებოდა, იგი ვალდებული იყო ჯარიმა შეეტანა ხაზინაში;
- ძველი რომაელებისთვის მეგობრობას ადამიანებს შორის ისეთივე საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც კავშირს სახელმწიფოებს შორის, აქედან გამომდინარე არსებობდა - მეგობრობის დარღვევის ოფიციალური აქტი.
0
507
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0