x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ქართველი დედასულთნები ოსმალეთის იმპერიაში (ნაწილი 2 )


image

ბეზმიალემ ვალიდე სულთანი - დაბადების თარიღად მიჩნეულია 1807 წელი. ბეზმიალემს მაჰმუდ II-სგან 1823 წლის 25 აპრილს შეეძინა ვაჟიშვილი, მომავალი ხელმწიფე აბდულმეჯიდი. 1839 წელს მაჰმუდ II გარდაიცვალა და ტახტზე აბდულმეჯიდი ავიდა, ბეზმიალემმა კი ვალიდე სულთანის ტიტული მიიღო. აბდულმეჯიდი ტახტზე ასვლისას 16 წლის ყმაწვილი იყო. სახელმწიფო საქმეებზე ვალიდე სულთანმა დიდი გავლენა მოიპოვა. 14 წელი იყო დედა სულთნი და ინარჩუნებდა უდიდეს გავლენას სახელმწიფო საქმეებზე. ბეზმიალემ ვალიდე სულთანი 1853 წლის 3 მაისს ბეშიკთაშის სასახლეში გარდაიცვალა. მან ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა თავისი ქველმოქმედებით.

შევქეფზა ვალიდე სულთანი დაიბადა ფოთში 1823 წელს. სავარაუდოთ მას ერქვა ვილმა. ბეზმიალემის ვაჟიშვილის, ხელმწიფე აბდულმეჯიდის მეუღლე. 1840 წელს შეეძინა ვაჟიშვილი მურადი, რომელიც ოსმალეთის ტახტზე ავიდა 1876 წელს მურად V სახელით. მისი მმართველობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა და გადაყენებულ იქნა სულიერი ავადმყოფობის ბრალდებით. შევქეფზა ვალიდე სულთანი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, არასოდეს შერიგებია შვილის ტახტიდან ჩამოშორებას და მონაწილეობდა მურად V ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის მოწყობილ შეთქმულებებში. შევქეფზა ვალიდე სულთანი გარდაიცვალა 1889 წელს სტამბოლში.

image

გულუსტუ ვალიდე სულთანი დაიბადა სოხუმში 1830 წელს ფატმა ჩაჩბა. მისი ოჯახი იყო მაღალი სოციალური ფენის ნაწილი. 1831 წელს გაემგზავრენ სტამბილში, სადაც მამამისი 1832 წელს გარდაიცვალა. 10 წლის ასაკში მოხვდა ჰარემში და დაარქვეს გულუსტუ. 1854 წელს დაქორწინდა უფლისწულ Abdulmejid. 1856 წელს შეეძინა ქალიშვილი - მედიჰა სულთნი, ხოლო 1861 წელს ვაჟი - უფლისწული მეჰმედი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი მმართველი იყო. ის ტახტზე ავიდა 1918 წელს და 1922 წელს გაუქმდა ოსმალეთის იმპერია. გულუსტუ ვერ მოასწრო შვილის ტახტზე ასვლა, ის მალევე 1865 წელს გარდაიცვალა ქოლერით.

image

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0