x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
LSD, როგორც ჭვავის პარაზიტი ჰალუცინოგენი

ლიზერგინის მჟავას დიეთილმამიდი, ანუ ელესდი, წარმოდგენს ჭვავის რქის პროდუქტს, ე.ი სოკოს, რომელიც ჭვავის თავთავზე პარაზიტობს.ჭვავის რქა გამოიყენებოდა მედიცინაში, როგორც მშობიარობის გამაიოლებელი საშუალება.მას შეუძლია გამოიწვიოს სიმპათიკური ნერვის დადამბლავება და ასევე, კრუნჩხვებისგან იხსნას ადამიანი.ჭვავის რქის ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად დიჰიდროერგოტამინი დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე.

1943 წლის 22 აპრილს, შვეიცარიელმა მეცნიერმა ალბერტ ჰოფმანმა, თავისივე ლაბორატორიაში აღმოაჩინა მომავალი ჰალუცინოგენი ნივთიერება.ის ლიზერგინის მჟავას პრეპარატის ანალიზს აკეთებდა და გადაწყვიტა მცირე დოზით მიეღო.მიღებიდან 40 წუთის შემდეგ ის წერს "ვგრძნობ ცოტაოდენ თავბრუსხვევას, მოუსვენრობას, მიჭირს გონის მოკრება, მხედველობა დამისუსტდა, სიცილი მერევა".მას შემდეგ ჰოფმანმა 14 ექპერიმენტი ჩაატარა საკუთარ თავზე, პრეპარატს ღებულობდა უზმოზე, რადგან სწრაფად მოხვედრილიყო სისხლში.

ციურიხის ბურგჰელცლის კლინიკის პროფესორმა ვ.ა.შტოლმა დაწვრილებით აღეწერა საკუთარ თავზე ჩატარებული ცდა, ელესდის პრეპარატის მიღების შემდეგ.ნივთიერება მოქმედებას იწყებს 20 წუთის შემდეგ.ის წერს "დასაწყისში ჰალუციანაციები მარტივი იყო:სხივები, სხივთა კონა, წვიმა, რგოლები, წყლის შხეფები, ღრუბლები ...imageჰალუცინაციები თანდათან გართულდა, ახლა უკვე ვხედავდი თაღებს, ზღვასავით გადაშლილ მრავალრიცხოვან სახურავებს, უდაბნოებს, მთის ტერასებს, უჩვეულო სილამაზის ვარსკვლავიან ცას...

image


არაფერი მინახავ მხოლობით რიცხვში.ეკლესიის ნაცვლად-ცათამბჯენები, მთის ნაცვლად-უდაბნო, ვცდილობდი თვალყური მედევნებინა ცდის ხანგრძლივობის დროისთვის"


image

!უნდა ვიცოდეთ რა არის ელესდი და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე

ჯგუფი-ჰალუცინოგენი

ფორმა-საშრობი ქაღალდი გაყოფილი 4 ნაწილად, უფერო, უსუნო, გემოს არმქონე სითხე\ფხვნილი\ფერადი აბები\ჟელატინის კაფსულები.

მოქმედება იწყება-მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.

მოქმედება გრძელდება-8-12 საათი

ეფექტი-მხედველობითი ჰალუცინაციები;გამახვილებუი სმენა;დროში ორიენტაციის დარღვევა;სიმსუბუქის ან პანიკური შიშის განცდა;ცნობიერების დაბინდვა;შესაძლოა გამოვლინდეს აგრესია;თვითაგრესია, სუიციდური აზრები.

ზედოზირების ნიშნები:შუქის, შეხებისა და ბგერების მიმართ მგრძნობელობის მომატება;სახეზე წამოხურება;ე.წ ბატის კანი;პირის სიმშრალე;ძლიერი ოფლდენა;გულისრევა, ფაღარათი;გაბრუება, ძილიანობა;ძლიერი საერთო სისუსტე;გუგების მკვეთრი გაფართოება;გულისცემის აჩქარება;არტერიული წნევის მომატება;სხეულის ტემპერატურის მომატება.

მძიმე მოწამვლის ნიშნები:სუნთქვის დარღვევა;გულყრა;ღებინება;არითმია;ჰიპერთემია;კომა(იშვიათია);თავის ტვინში სისხლჩაქცევა.





0
144
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ქაფიანიძე
მაკა ქაფიანიძე
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0