x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ქუთაისში კაცმა ცოლი ტვინის შერყევამდე სცემა
imageქუთაისში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა ცოლი ტვინის შერყევამდე სცემა. ამის შესახებ, პოლიციას საავადმყოფოდან აცნობეს, სადაც დაზარალებული მოათავსეს.


"დაახლოებით 04:00 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების
მიერ საავადმყოფოში შეყვანილ იქნა პაციენტი დ------ ხ--–-------, რომელიც
უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, მას ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული
ტომოგრაფია და ნეიროქირურგის კონსულტაცია და დაუდგინდა თავის ტვინის
შერყევა, რის შემდეგაც მოთავსდა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. ექიმის
შეკითხვაზე თუ სად მიიღო დაზიანება განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა მეუღლემ გ------- ღ---–---მ, აღნიშნულის გამო საავადმყოფო დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ" - ირკვევა საქმის მასალებიდან.


დაზარალებულის დ.ხ-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ ქმარმა ჯერ ცხვირში დაარტყა მუშტი, შემდეგ კი, თავის არეში.


"დილის საათებში, მეუღლე გ------- ღ---–---სთან ერთად იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ქუთაისში“ რა დროსაც მას მეუღლემ შესთავაზა წასულიყვნენ სოფელში, თუმცა დ------ ხ--–-------მ უთხრა, რომ იყო შეუძლოდ და სოფელში მოგვიანებით წასულიყვნენ, გ------- ღ---–--- წავიდა სახლიდან და უკან დაბრუნდა საღამოს საათებში, იყო გაბრაზებული და მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყვიროდა ხმამაღლა, რაზედაც დ------ ხ--–-------მ მას სთხოვა, რომ ხმადაბლა ესაუბრა, რამაც გამოიწვია ბრალდებულის გაღიზიანება და მარჯვენა ხელის მუჭი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც დ------ ხ--–-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, დაკარგა წონასწორობა და დაეცა საძინებელი ოთახის იატაკზე, როდესაც ფეხზე წამოდგა, გ------- ღ---–---მ მარჯვენა ხელის მუჭი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც დ------ ხ--–-------მ კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის შემდგომ გ------- ღ---–---მ მას რამდენჯერმე მოქაჩა თმაში და თავის არეში დაარტყა მუჭი, რა დროსაც დაზარალებული კვლავ განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ცდილობდა მეუღლის მოშორებას და სახეზე მიაყენა დაზიანება ნაკაწრის სახით, გ------- ღ---–---მ შეწყვიტა ფიზიკური ძალადობა და დატოვა საცხოვრებელი სახლი, როდესაც გ------- ღ---–--- უკან დაბრუნდა დ------ ხ--–-------მ სთხოვა დაერეკა სასწრაფო დახმარებისათვის, რადგან განიცდიდა თავის ძლიერ ტკივილს. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მიერ დ------ ხ--–------- გადაიყვანილი იქნა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც მორიგე ექიმს განუცხადა ძალადობის შესახებ. დაზარალებულის განმარტებით ის გ------- ღ---–---სთან არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფება დაახლოებით ოთხი თვეა და ისინი ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაზარალებულის განმარტებით გ------- ღ---–---- მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს აგრეთვე ადგილი ჰქონდა 2019 წლის სექტემბრის თვეში, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას გ------- ღ---–---მ მას რამდენჯერმე ჩაარტყა მუჭი თავის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თუმცა აღნიშნული პოლიციისათვის არ უცნობებია, ვინაიდან არ სურდა ურთიერთობის გაფუჭება მეუღლესთან" - ირკვევა დაზარალებულის ჩვენებიდან.



მოსამართლე თათია გოგოლაურმა ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

0
234
შეფასება არ არის
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0