x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100797
  • ვიდეო:345465
  • სურათი:463429
ილუზია და ორაზროვნება

image
აღქმის ძირითადი მიზანია სამყაროს რეალური და ზუსტი ასახვა. რას ხედავთ როდესაც უყურებთ მოცემულ ფოტოს? ამ ფოტოში შეიძლება დაინახოთ როგორც ლარნაკი, ასევე პროფილები. ასეთ გამოსახულებას ორაზროვანი ეწოდება, რადგან შესაძლოა ორი ინტერპრეტაცია გააჩნდეს. ერთი ფოტოს სხვადასხვა ინტერპრეტაციებს ფიგურების ასეთი სპეციფიკური გალაგება და სქემა იწვევს. ორაზროვანი ნახატებით შესაძლოა ინდივიდის პიროვნული მახასიათებელიც კი დადგინდეს, მაგალითად, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი ან ძალადობისადმი მიდრეკილება.
image ბევრი მხატვარი იყენებს მას, როგორც საინტერესო ხერხს თავის შემოქმედებაში. თუმცა, ორაზრვნება არა მხოლოდ მხედველობით ორგანიზაციაში, არამედ სხვა შეგრძნებებშიც გამოვლინდეს. დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია აუდიო ჩანაწერი, რომელიც ყველა ადამიანს სხვადასხვა ინტერპრეტაციით ესმის (“Laurel'' ან “Yanny'')
https://www.youtube.com/watch?v=7X_WvGAhMlQ

ილუზიები, ორაზროვნებისგან განსხვავებით, გულისხმობს არა სინამდვილის ორ ინტერპრეტაციას, არამედ პერცეპუტული ხატის მკვეთრ დამახინჯებას, ანუ რეალობის დამახინჯებულად აღქმას. სიტყვა “ილუზია'' ნიშნავს შეუსაბამოს, უაზროს. თუმცა, იგივე გარემოში, სხვა ადამიანებსაც უმახინჯდებათ პერცეპტული ხატი.

რომელი წრე უფრო დიდია A თუ B?
image
თქვენ ალბათ უპასუხებთ, რომ B წრე უფრო დიდია, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთმანეთის ტოლია. ამ გამოსახულებას ებინგჰაუსის ილუზიას უწოდებენ.image ამ ილუზიას მიულერ-ლაიერის ილუზია ჰქვია. ჩვენ ab მონაკვეთი უფრო დიდი გვეჩვენება, ვიდრე cd, სინამდვილეში კი ისინი ტოლია. როგორც ზიმბარდოს და გერიგის “ფსიქოლოგია და ცხოვრება'' მოგვითხრობს, მკვლევრები გამუდმბით იგონებენ ახალ-ახალ ილუეზიებს, რაც მნიშვნელოვან შედეგებსა და თავისებურებებს გვიჩვენებს. ისინი მნიშვნელოვან ჰიპოთეზებსა და თეორიებს აყალიბებენ, რაც ფსიქოლოგიისთვის ნამდვილად საჭროა.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ნონიაშვილი
ანი ნონიაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0