x
მეტი
  • 26.05.2020
  • სტატია:100896
  • ვიდეო:346070
  • სურათი:464349
4 ვარსკვლავური რომანი, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები "ფეიკი“ აღმოჩნდა

image


როგორც კი მორიგ, ვარსკვლავურ წვეულებაზე ახალი წყვილი ჩნდება, მსოფლიოს გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ისევე როგორც სელებრითების თაყვანისმცემლები და კოლეგები მათ განხილვას მთელი ენთუზიაზმით იწყებენ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ზოგიერთი ვარსკვლავური წყვილის კავშირი სხვა არაფერია თუ არა - მხოლოდ სარეკლამო ტრიუკი. სწორედ ამგვარად იხვეჭენ ისინი პოპულარობას ან თავიანთი მონაწილეობით მორიგ ფილმს აპიარებენ. წარმოგიდგენთ 4 ვარსკვლავურ წყვილს, რომელთა ურთიერთობაც თქვენ წარმოიდგინეთ და, ყალბი აღმოჩნდა.



ვანესა ჰაჯენსი და ზაკ ეფრონი



image


ვანესა ჰაჯენსისა და ზაკ ეფრონის სიყვარულის ისტორია ფილმში - "მაგარი მიუზიკლი" დაიწყო და რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა, თუმცა ჰოლივუდში მათი გულწრფელობის ნაკლებად სჯეროდათ, და არც თუ უსაფუძვლოდ, ფილმის დასრულებისთანავე წყვილი ერთმანეთს დაშორდა.





კრის ჰამფრისი და კიმ კარდაშიანი



image

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი ურთიერთობა რეალური ყოფილიყო. ვინაიდან როგორც ცნობილია, ამერიკელმა სელებრითმა საკუთარი ქორწილის ტრანსლაციისთვის არც მეტი, არც ნაკლები 18 მილიონი დოლარი მოითხოვა! მათი გრძნობების გულწრფელობაში ეჭვს ის გარემოებაც ბადებს, რომ წყვილი ერთმანეთს ქორწინებიდან ზუსტად 72 დღის შემდეგ დაშორდა.





ჯასტინ ტიმბერლეიკი და მილა კუნისი


image


ისინი საზოგადოების თვალში შეყვარებულ წყვილს ისევე შთამბეჭდავად თამაშობდნენ, როგორც თავიანთ ერთობლივ ფილმში. თუმცა, მათ შორის არსებულ რომანს არც ერთი მათგანი არ უარყოფდა და ერთობლივ ფოტოსესიებსაც საკმაოდ ხშირად მართავდა, მაგრამ ფაქტია, ფილმის გასაპიარებლად წამოწყებული კამპანიის დასრულებისთანავე მათი ე.წ "წყვილიც" დავიწყებას მიეცა.




ჯენიფერ ენისტონი და ვინს ვონი



image


მათ რომანს მთელი ჰოლივუდი აქტიურად განიხილავდა, თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს მხოლოდ საერთო ფილმისთვის კარგად დაგეგმილი, ერთგვარი პიარ ნაბიჯი აღმოჩნდა, მოგვიანებით როგორც თავად ვინსმა აღიარა, ამგვარმა "ურთიერთობამ" მას პირად ცხოვრებაში უამრავი პრობლემა და წინაღობა შეუქმნა.




0
511
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
511